ნანახია: 860
სახელისუფლებო ძალების ინტერესი ავტოსადგურებსაც შეეხო, იოლი ფული ხალხის ხარჯზე
საქართველოს ეკონომიკური განვითარება, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდანვე, გარკვეული სპეციფიკურობით გამოირჩევა. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, უდიდესი გავლენა იქონია პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მოწყობის საბჭოურმა გამოცდილებამ. ერთი სიტყვით, 90-იანი წლებიის დასაწყისიდან ლიბერალური ეკონომიკისა და თავისუფალი ბაზრის პრინციპების მიღება ქართული საზოგადოებას ძალიან გაუჭირდა. პოსტსაბჭოური სივრცის დამასხასიათებელი აზროვნების ფონზე, მოსახლეობა თანდათან ეგუება ეკონომიკური მოწყობის ახალ მოდელს, შეიძლება ითქვას, ხდება ევოლუციური ტრანსფორმირება. ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ უარი თქვა განვიტარების ევოლუციურ მეთოდზე და რევოლუციის მოხდენა საზოგადოების აზროვნებაშიც სცადეს. სხვა საკითხია, რამდენად გულწრფელია ვარდისფერი ხელისუფლება რევოლუციური მიზნების საზოგადოების სასიკეთოდ განხორციელებაში, თუმცა, ერთი საყურადღებო დასკვნის გაკეთება, შემოთავაზებული ცვლილებების მარტივი შეფასებითაც შეიძლება. ეკონომიკური განვითარებისა და მოწყობის რევოლუციური ცვლილებების მცდელობამ, შეაჩერა ლოგიკური ტრანსფორმაცია და მართლაც სწორი წესების მიმართაც საზოგადოებაში სერიოზული უნდობლობა დანერგა. მოსვლის დღიდანვე დღევანდელი ხელისუფლება სტაბილურად პერმანენტულობით გამნოდის ახალი ინიციატივებით. ახალი ინიციატივები და რეფორმები ჩვენს ეკონომიკას, რა თქმა უნდა, სჭირდება, თუმსა მათი დანერგვის და პრაქტიკაში გატარების სიტუაციასტან შეუსაბამო მეთოდებმა, საპირისპირო შედეგებამდე მიგვიყვანა და რეალური შედეგი არ მოუტანია. ეს რეფორმები განსაკუთრებით მტკივნეულად მოსახლეობის საშუალო და დაბალ ფენებზე აისახება. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ელემენტარულ საარსებო საშუალებას საკუთარი შრომით შოულობს, ძალიან უჭირს ხელისუფლების რევოლუციური და იდეურად სწორი შეთავაზებების მიღება და ახალი თამაშის წესებით არსებობის გაგრძელება. 2003 წლის შემდეგ მრავალი ასეთი წარუმატებელი რეფორმის გახსენება შეიძლება. გარემოვაჭრეობის აკრძალვა, სალარო აპარატების დაწესება და თანამედროვე ხელისუფლების ბევრი სხვა ინიციატივა, შეიძლება იდეურად სწორი და სახელმწიფოებრივად სასარგებლო იყო, მაგრამ, ამ სიახლეებისადმი მოუმზადებელმა ეკონომიკამ ვერ მიიღო ისინი. საბოლოოდ, რა შედეგი მივიღეთ, იმ დროს ბევრმა ადამიანმა დაკარგა წლების განმავლობაში აწყობილი საქმე და შერიძლება ითქვას გავიდა ეკონომიკური განვითარების პროცესიდან, სხვებს კი ახალ პირობებში საქმიანობა იმდენად გაურთულდათ, რომ თუ ადრე განვითარებაზე ფიქრობდნენ, ახალ სიტუაციაში გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა. ერთი სიტყვით, რევოლუციური რეფორმები ნებსით თუ უნებლიედ განვითარების მთავარ შემაფერხებლად იქცა. ასეთი რეფორმების გატარება მთავრობამ სხვადასხვა დროს ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში სცადა. ბოლო პერიოდში გატარებული ასეთი ცვლილებებიდან ერთ-ერთი ყველაზე საყურადრებო ავტოსადგურების ფუნქციონირების წესისა და პირობების შეცვლაა. ავტოსადგურები მომსახურების, უსაფრთხოების, მომხმარებელთა საკუთრების დაცვის დონისა და იმ მარშრუტების სიგრძის მიხედვით, რომლის საწყის პუნქტსაც ის წარმოადგენს, იყოფა პირველი, მეორე და მესამე კლასის ავტოსადგურებად. პირველი და მეორე კლასის ავტოსადგურს უნდა გააჩნდეს, - საბილეთო სალარო; მგზავრების მოსაცდელი დარბაზი; სანიტარულ-ჰიგიენური ბლოკი; მძღოლების დასასვენებელი ოთახი; ბაქანი (ბაქნები); სადისპეტჩერო; რეისებს შორის ავტობუსების სადგომი მოედანი; საინფორმაციო სამსახური; გარდა ამისა, პირველი კლასის ავტოსადგურს უნდა გააჩნდეს ავტობუსების წინასარეისო მომსახურების პოსტი, ადმინისტრაციული დანიშნულების ოთახები, ბარგის შემნახველი საკანი, სამედიცინო პუნქტი, დედათა და ბავშვთა ოთახი, ელექტროენერგიის ავტონომიური წყარო, საგზაო მოძრაობიდან იზოლირებული მიმდებარე ტერიტორია საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტისა და მსუბუქი ტაქსების გასაჩერებლად~. სატრანპორტო ადმინისტრაცია ამ ცვლილებებს, ბაზრის რეგულირების მიზნით, ახალი რეგულირებით, ავტოსადგურები სამ კლასად დაიყოფა. საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სამგზავრო გადაყვანები, მხოლოდ პირველი კლასის ავტოსადგურებიდან მოხდება. მეორე კლასი, ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარულ გადაყვანებსა და ტრანზიტულ რეისებს მოემსახურება. მეამე კლასიდან კი, ძირითადად 100 კილომეტრამდე სიგრძის მარშუტები განხორციელდება. რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სატრანსპორტო სამსახურის მიერ შემოთავაზებული ეს ცვლილებები, რომელიც მგზავრების უფრო კომფორტულ და უსაფრთხო მომსახურებას აწესებს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მაგრამ საინტერესოა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, რამდენად შესაძლებელი იქნება ამ ცვლილებების გატარება. დედაქალაქსა თუ სხვა დიდ ქალაქებში მოქმედ ავტოსადგურებზე არსებულ სიტუაციას თუ გადავხედავთ, ადვილი მისახვედრია, რომ მოთხოვნილ პირობებს პრაქტიკულად ვერც ერთი ობიექტი ვერ აკმაყოფილებს. რა თქმა უნდა, ცუდია, რომ მოსახლეობას საკმაოდ ცუდ პირობებში უწევს მგზავრობა, თუმცა, იმაზეც უნდა იფიქროს ვინმემ, რატომ ხდება ასე. მარალი დონის მომსახურება და კომფორტი უფრო ძვირი ღირს. შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოთხოვნა სწორედ ისეთ პროდუქტზეა, რომლის ყიდვის საშუალებაც მომხმარებელს აქვს. საბაზრო ეკონომიკის ელემენტარული პრინციპები გულისხმობს, რომ თუ მოთხოვნა უფრო დახვეწილ მომსახურებაზე იქნება, ბაზარზე აუცილებლად გაჩნდება შესაბამისი პროდუქტი. ამას რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევა და სახელმწიფო სტრუქტურის მითითება არ სჭირდება. რას გამოიწვევს რეგულაციის ახალი სისტემის დანერგვა. ეკონომიკაში ნებისმიერ სიახლის დანერგვას სჭირდება შესაბამისი საფუძველი. თუ ინიციატივა, რაც უნდა პროგრესული იყოს ის, ხელოვნური და სიტუაციასტან შეუსაბამოა, გამოიწვევს მოვლენების მახინჯ განვითარებას და სასურველი შედეგი რეალურად ვერ დადგება. მას შემდეგ რას სატრანსპორტო ადმინისტრაციის ეს ინიციატივა ძალაში შევა, აღმოჩნდება, რომ ავტოსადგურების მფლობელებს სადგურების მოდენნიზაცია მოუწევთ, ანაც მათი გაყიდვა. ერთი სიტყვით, იმოქმედებს ისეთი ავტოსაგური, რომლის ახალი სტანდარტებით მოწყობას გარკვეული ინვესტიცია დასჭირდება. ახალი ინვესტიცია და ფულის დამატებით ხარჯვა, აუცილებლად გააძვირებს მომსახურებას. მგზავრობის მაღალი საფასურის გადახდა კი, მოსახლეობას ამ ეტაპზე ნამდვილად არ შეუძლია, შესაბამისად, საზოგადოების ფართო ფენები უფრო კომფორტულად მგზავრობას ვერ შეძლებენ. ამ ფონზე ისმის კითხვა, თუ ეს ინიციატივა, საზოგადოებისთვის რეალურად არაფერს შეცვლის, რას ემსახურება ის. ამ კითხვაზე პასუხამდე დედაქალაქში არსებულ ავტოსადგურებზე დასაქმებულ ადამიანებთან გასაუბრებამ მიგვიყვანა. მათი აზრით, სახელმწიფო მათგან მოითხოვს შეუძლებელი პირობების დაკმაყოფილებას, რაც უმრავლესობას სამუშაოს დააკარგინებს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ გარკვეულმა ძალებმა, აქ თავიანთი ტრანსპორტი შეოიყვანონ და ფული თვითონ აკეთონ. მძროლები დარწმუნებულები არიან, რომ მათი ამ საქმიანობიდან გაძევების შემდეგ, სახელმწიფო სტრუქტურები, უკან წაიღებენ თავიანთ მოთხოვნებს და ავტოსადგურების მოდერნიზება არ მოხდება. "ეხ, შვილო, არც ჩვენთვის კეთდება ეს და არც ჩვეულებრივი მგზავრებისთვის. ამ სადგურის ისე გარემონტებას, როგორც ახლა ითხოვენ, რამდენიმე მილიონი დასჭირდება. მილიონებს კი ხალხისთვის არავინ დახარჯავს. ჩვენ სახლში გაგვიშვებენ, ულუკმაპუროდ დაგვტოვებენ, და ის ფული, რასაც აქ ყველა მძღოლი ერთად შოულობს ერთი ან ორი კაცის ჯიბეში მოხვდება", - მითხრა დიდუბის ავტოსადგურში დასაქმებულმა ერთ-ერთმა მძროლმა, რომელსაც ორი უმაღლესი აქვს დამთავრებული.
|