ნანახია: 1490
გაზეთი "ბანკები და ფინანსები" დედაქალაქის რამდენიმე ცნობილი ბარ-რესტორნის პირობებს გთავაზობთ, თუ სად, როგორ და რა ფასში შეგიძლიათ სასიამოვნო საღამოს გატარება. "ბამბა-რუმსის" მენეჯერი თიკა დოლაბერიძე: "ბამბა რუმსის" კლუბი შედარებით უფროსი ასაკის ადამიანებზეა გათვლილი. ჩვენთან 20-დან 40 წლამდე და ზევით ასაკის ადამიანები მოდიან. კლუბში ძალიან სასიამოვნო გარემოა, გვყავს არაჩვეულებრივი DJ, საეროდ საქართველოში საუკეთესო DJ-ეები უკრავენ: ბერო, თაკო და ა.შ ძალიან ხშირად უცხოელი DJ - ეები გვყავს. ვგეგმავთ ძალიან სასიამოვნო ივენთებს, გარდა ამისა, ვაწყობთ გასართობ საღამოებს. ამასწინათ ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გვქონდა საღამო, ასევე გავმართეთ ორი იაპონური საღამო. ვცდილობთ, რომ ჩვენი მომხმარებელი დავაინტერესოთ და უფრო მეტი სიახლე და კრეატივი შევთავაზოთ, ვიდრე სხვას შეუძლია ამის გაკეთება. ჩვენთან შესვლა უფასოა და საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასები გვაქვს. არის Face კონტროლი, ანუ ჩვენთან შემოსვლა ყველას არ შეუძლია. საკმაოდ მკაცრადაა დაცული ასაკი და კლუბის შესაბამისად ჩაცმულობა. ფასები ჩვეულებრივი ქალაქური კლუბური გვაქვს. "ბამბა-რუმსი" ერთ-ერთი წამყვანი კლუბია. უახლეს მომავალში სულ რამდენიმე საღამოს ჩატარებას ვგეგმავთ. ასევე, ვგეგმავთ დახურვის საღამოს გამართვას, რადგან აგვისტო მოდის და ქალაქი იცლება. კლუბი მუშაობას სექტემბერიდან განაახლებს და მომხმარებელს კიდევ უფრო ბევრ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ. პარასკევი, შაბათი და კვირა კლუბი საღამოს 11 საათიდან დილის 6-მდე მუშაობს. ლანჩBბარი კი ყოველდღე დღის 12-დან ღამის 2 საათამდე". გარდა ამისა, ის, ვინც ფლობს "ბამბა რუმსის" კლუბის მიერ გავრცელებულ ვიპ ბარათს და თან კლუბში პლუს 3 სტუმარს მოიყვანს, შეუძლია 10 %-იანი ფასდაკლებით ისარგებლოს როგორც სასმელზე, ისე საკვებ პროდუქტებზე". თუ მოსმენის ნაცვლად, თავად გსურთ იმღეროთ, თქვენი ვოკალური მონაცემები გამოამზეუროთ და სიმღერის ჟინი გსურთ დაიკმაყოფილოთ, მაშინ თქვენ კარაოკე კლუბ "თან წაიღეს" უნდა მიაკითხოთ. გარდა ამისა, ის ნივთი, რომელიც კლუბში მოგეწონებათ, შეგიძლიათ იყიდოთ და მართლაც თან წაიღოთ. "ჩვენთან ძალიან კარგად ერთობა ხალხი. კვირაში ოთხჯერ - საღამოს 9 საათიდან 12 საათამდე გვაქვს კარაოკე, რომელსაც DJ უძღვება, საოცრად თბილი და მეგობრული სიტუაციაა. გვაქვს ძალიან გემრიელი სამზარეულო. ახლა დედაქალაქში ჩვენი DJ რამაზ სირაძე კარაოკეს ფესტივალს ატარებს. ჩვენთან მოსვლით ყველა კმაყოფილი რჩება. შემოსვლის ბილეთი 10 ლარი ღირს. დანარჩენი მენიუს შესაბამისად, რასაც შეუკვეთავთ. ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია. ჩვენთან, სხვა ბარებისგან განსხვავებით, თავად ხარ მსახიობიც, მომღერალიც და ყველაფრის პატრონი, აქ საკუთარი კონცერტიც კი შეგიძლიათ ჩაატარო. ჩვენთან ერთხელ თუ მოხვდით, აუცილებლად გაგიჩნდებათ მეორედ და კიდევ ბევრჯერ მოსვლის სურვილი ", - აცხადებს "თან წაიღეს" მენეჯერი ელმირა ალიევა. კაფე "კალას" მენეჯერი იაკობ ბიბილეიშვილი ამბობს, რომ `საღამოს 9 საათიდან 12 საათამდე ჩვენს სტუმრებს ლაივ მუსიკის, ჯაზის და ასევე სხვადასხვა ჟანრის მუსუკის მოსმენა მაია ბართაშვილის, ქეთი ფარესაშვილის, გულიკო ჭანტურიას, მაია კანკავასა და სხვების შესრულებით შეუძლიათ. ჩვენი სამზარეულო შერეულია, ანუ ევროპულ-ქართული, რომელზედაც ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია". თუ სასიამოვნო მუსიკასთან ერთად გსურთ, რომ თბილისის ულამაზესი ხედების ცქერით დატკბეთ," სქაი ბარის" ტერასა ამ სიამოვნების მიღების საშუალებას გაძლევთ, რომელიც მეტროსადგურ "ავლაბართან" მდებარეობს. "სქაი ბარის" ფინანსური დირექტორი ოთარ მუშკუდიანი, - "თბილისში ერთ-ერთი ულამაზესი ხედით 250 მეტრი ფართის ტერასა და ფანჩატურები გვაქვს, საიდანაც თბილისის პანორამის ყურებით შეგიძლიათ დატკბეთ. სამშაბათს და ხუთშაბათს შეგიძლიათ ცოცხალი მუსიკა ბენდის შესრულებით მოისმინოთ. გვაქვს დარბაზი, სადაც დაბადების დღეებისა და ბანკეტების გადახდა შეგიძლიათ. ბარი დღის 1 საათიდან ღამის 3 საათამდე მუშაობს. გვაქვს ევროპული სამზარეულოს მენიუ, თუმცა, ქართული სამზარეულოდანაცაა შეკვეთის მოცემა შესაძლებელი. ჩვენთან უფრო დაბალი ფასებია, ვიდრე სხვა ბარებში. ვისაც განათებული თბილისის ხედის ხილვა უნდა, შეუძლია ჩვენი ტერასიდან ამ სილამაზით დატკბეს. სექტემბრიდან საზოგადოებას სიახლეს ვთავაზობთ. მიმდინარეობს "გომართელ ბარის" სარემონტო სამუშაოები, სადაც მერაბ სეფაშვილი, დათო გომართელი და გიო ხუციშვილი შეასრულებენ სიმღერებს. კლუბი მუშაობას 10 საათიდან იწყებს. ამ კლუბშიც შესაძლებელია დაბადების დღეებისა და ბანკეტების გადახდა". ჩვეულებისამებრ მრავალფეროვან სამზარეულოს გვთავაზობს რესტორანი "მეიდიანი". "ჩვენთან განახლებული სამზარეულო და მენიუა, რომელზედაც ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია. რესტორანში ყოველდღიურად სხვადასხვა მუსიკა უკრავს სხვადასხვა შემსრულებლებით. რეპერტუარში გვაქვს როგორც ხალხური, ასევე ჯაზი და სხვა, ასევე გვაქვს ქართული და აზიური ცეკვები. რესტორანი დღის 12 საათიდან ღამის 2 საათამდე მუშაობს", - ამბობს რესტორანი "მეიდანის" დირექტორის მოადგილე ალეკო პაჭკორია.
ადა ექიზაშვილი
|