რამდენს იხდის ქართველი ხალხი სანახაობებში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : რამდენს იხდის ქართველი ხალხი სანახაობებში
ნანახია: 889

ხელისუფლების მიერ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ და ხშირ შემთხვევაში, გაუაზრებელ ხარჯვაზე ბევრი საუბრობს. ვარდების ხელისუფლების მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი სერიოზული პრობლემებისადმი საზოგადოების ყურადღების ერთჯერად სანახაობებზე გადატანა გახლდათ. თუმცა, ეს სანახაობები იმდენად ძვირი ჯდება, რომ თავად ქმნის სერიოზულ პრობლემებს. ხშირად სახელისუფლებო გუნდის მიერ მოწყობილი კონცერტები, რომლებშიც მონაწილე ვარსკვლავები სერიოზულ ჰონორარს იღებენ, საბიუჯეტო სახსრებით ფინანსდება.
ზოგადად, ამგვარი კონცერტებისა და სხვა სანახაობების მიმართ, პრეტენზია არავის აქვს, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს აქციები ჩვეულებრივი მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებიდან, ქართველი ხალხის საჭიროებებისთვის გამოყოფილი უცხოური გრანტებიდან, ქართველი ხალხის მიერ მომავალში გადასახდელი ვალებისგან, ანუ ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ბოლო დროს ასეთი მასშტაბური ღონისძიება ბათუმში გამართული ჯაზფესტივალი გახლდათ. კარგია, რომ ქართველ მსმენელს აირტო მორეირას, მასეო პარკერის და სხვა აღიარებული ჯაზმენების მოსმენის საშუალება მიეცათ, მაგრამ ეს სიამოვნება ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. ჯაზფესტივალის ორგანიზატორის, "ისთერნ პრომოუშენის" მარკეტინგის მენეჯერის კახა კანდელაკის განცხადებით, ფესტივალის მთლიანი ბიუჯეტი 300 000 ევრო იყო, რომელიც მთლიანად ფესტივალის სპონსორებმა "კოკა კოლა ბითლერს ჯორჯიამ", "ჯეოსელმა", "ბათოილმა", "ნიუ ენერჯიმ" და "თურქეთის ავიახაზებმა" გაიღეს. მაგრამ კანდელაკს არ უხსენებია ის ნახევარ მილიონზე მეტი ლარი, რომელიც ფესტივალის ორგანიზებისთვის ბიუჯეტიდან გადაირიცხა.
დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარამდე დაუჯდა ბიუჯეტს ქეთი მელუას ორი კონცერტი თბილისსა და ბათუმში. ეს კონცერტი ფონდ `იავნანას~ ორგანიზებით ჩატარდა და საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. პაატა ბურჭულაძის ინიციატივით დაწყებულ აქციას ქართული საზოგადოება ერთმნიშვნელოვნად მიესალმება, თუმცა ისიც საკითხავია, ნახევარი მილიონი ლარით რამდენი ბავშვისთვის მოახერხებდა სახელმწიფო ახალი სახლის შეძენას.
ერთი სიტყვით, ბოლო ათი დღის განმავლობაში მოწყობილი კონცერტები მხოლოდ საქართველოს ბიუჯეტს 1 მილიონ ლარამდე დაუჯდა. საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას კი მოსახლეობას არავინ ეკითხება, მეტიც, ამის შესახებ ღიად არავინ საუბრობს. რამდენიმე თვის წინ საინფორმაციო სააგენტომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, თუ რამდენი დაჯდა ბოლო წლებში მოწყობილი კონცერტები, რომლებიც ნაციონალურმა მოძრაობამ და პირადად პრეზიდენტმა საკუთარ თავზე მიიწერეს.
მიმდინარე წლის 15-17 მაისს თბილისში ალტენატიული ევროვიზია, ე.წ. "თბილისი ოფენ ეირ" ფესტივალის გამართვისთვის 2 093900 ლარი დაიხარჯა. ფესტივალის ორგანიზატორთა მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "თანხის დიდი ნაწილი - 360 000 ლარი მოხმარდა ინვესტიციას, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში შეიქმნა საფესტივალო ინფრასტრუქტურა, რომლის ანალოგი არც კავკასიაში და არც დსთ-ს სივრცეში არ არსებობს".
2007 წლის 23 დეკემბერს, როცა 7 ნოემბრის დარბევის დროს დაშავებულებს ჭრილობები ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მოშუშებული, პრეზიდენტობის კანდიდატმა, მოქალაქე მიხეილ სააკაშვილმა, თავისი მხარდამჭერებისთვის რიყეზე ცნობილი უცხოელი მომღერლის შაკირას კონცერტი გამართა. გავრცელებული ინფორმაციით, შაკირას თბილისში ჩამოყვანა სააკაშვილს 3 000 000 დოლარი დაუჯდა და ეს თანხა `ვიღაც ბიზნესმენმა~ გაიღო "საკუთარი ნებით".
სააკაშვილს ფული არც მის საარჩევნო კამპანიაში მონაწილე "ქართველი ვარსკვლავებისთვის" დაუშურებია, რომელთა რიცხვი არის დაახლოებით 70. მასმედიით გავრცელებული ინფორმაციით, თითო შემსრულებელმა მინიმუმ სამ-სამი ათასი დოლარი მიიღო. მერაბ სეფაშვილისა და ლელა წურწუმიას დონის "ვარსკვლავებს" კი ათ-ათი ათასი დოლარი გადაუხადეს.
იყო დრო, როცა საქართველოს ხელისუფლება დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, მოსახლეობაში "პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებით" მაინც ცდილობდა. მაგალითად, ნინი ბადურაშვილის კლიპი, რომელშიც იგი ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილი, სენაკის სამხედრო ბაზაზე მღერის, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ოფიციალური მონაცემებით, 50000 დოლარი დაუჯდა. მართალია, ეს გასართობი ღონისძიება არ არის, მაგრამ კლიპის გადაღებისთვის გაღებული თანხა, აფხაზეთიდან დევნილ გაჭირვებულ ადამიანებს, რომ მოხმარებოდა, ალბათ, ცუდი არ იქნებოდა.
2007 წლის ივლისში მიხეილ სააკაშვილმა, აჭარაში არსებული ერთ-ერთი სამკერვალო ფაბრიკის მუშის, ახალგაზრდა ქალბატონის - მაყვალას თხოვნით, ბათუმში ცნობილი იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო ჩაიყვანა. მაყვალას თხოვნაზე დაფუძნებული კუტუნიოს ერთი კონცერტი, ოფიციალური მონაცემებით, ბათუმის მერიის ბიუჯეტს 400000 ლარი დაუჯდა. შეგახსენებთ, რომ იმავე წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სააკაშვილმა თბილისელები კუტუნიოს კონცერტით დაასაჩუქრა - იტალიელმა მომღერალმა თავისუფლების მოედანზე თბილისელებისთვის კონცერტი გამართა. სწორედ მაშინ ინატრა ქალბატონმა მაყვალამ კუტუნიოს კონცერტის ბათუმში გამართვა. ეს ოცნება მას მიხეილ სააკაშვილმა აუსრულა.
უკრაინელი მომღერალი რუსლანა სააკაშვილმა თბილისში 2005 წლის 26 მაისს ჩამოიყვანა. რუსლანამ კონცერტი თავისუფლების მოედანზე გამართა და ეს სიამოვნება სულ რაღაც 123’000 ლარი დაჯდა.
იმავე წლის იმავე დღეს - 2005 წლის 26 მაისს, საქართველოში სტუმრად მყოფი ლატვიის პრეზიდენტის ვაირა ვიკე-ფრაიბერგას პატივსაცემად, მცხეთაში გამართული კონცერტისთვის ხელისუფლებამ 39’000 ლარი გაიღო. ბადურაშვილის კლიპის მსგავსად, არც ეს არის მთლად გასართობი ღონისძიება, მაგრამ ხომ შეიძლებოდა უცხოელი საპატიო სტუმრისთვის გაცილებით მოკრძალებული კონცერტი ჩაეტარებინათ?!
2005 წელს "ვარდების რევოლუციის" წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებისთვის ხელისუფლებამ 300’000 ლარი დახარჯა.
2004 წელს "ვარდების რევოლუციის" წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი 200’000 ლარი დაჯდა.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48