ნანახია: 1339
11 ივლისს, 14:00 საათზე რესტორან Tiflis Veranda-ში შოკოლადის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ღონისძიების ორგანიზატორია ვებ-საიტი: www.kveba.ge. 11 ივლისს მთელი მსოფლიო შოკოლადის საერთაშირისო დღეს აღნიშნავს. ვებ-საიტ www.kveba.ge-ის დამფუძნებლების ინიციატივით, ჩაეყარა საფუძელი ამ დღის აღნიშვნას საქართველოშიც. მომდევნო წლიდან შოკოლადის დღე ფესტივალის სახეს მიიღებს და თბილისში ყოველწლიურად გაიმართება. ორგანიზატორების მიერ შოკოლადის დღის აღნიშვნას გართობასთან ერთად, სხვა მიზანიც აქვს. ეს არის ჯანსაღი საკვების პოპულარიზაცია და იმ კომპანიების წახალისება, წარმოჩენა, ვინც ჯანსაღ, ხარისხიან, სანდო პროდუქციას აწარმოებს და წარმოადგენს ქართულ ბაზარზე. “შოკოლადის დღეს” მოწვეულ სტუმრებს შოკოლადის ნაწარმს წარუდგენენ ყველაზე სანდო და ხარისხით გამორჩეული საკონდიტროები. იმისათვის რომ შეაფასონ და გამოვავლინონ საუკეთესოთა შორის საუკერთესო, ტორტები ნომრების მიხედვით განლაგდება, სტუმრებს კი ხმის მიცემის საშუალება ექნებათ. კონკურსში მონაწილეობენ შემდეგი საკონდიტროები: “ბელა”, “ითი” ”პანეტერია”, ”ჩერი” და კომპანია ”ტკბილი ქვეყანა” გამარჯვებული გამოვლინდება ორ ნომინაციაში: ”შოკოლადის ტორტის საუკეთესოდ გაფორმება” და ”უგემრიელესი შოკოლადის ტორტი”. გამარჯვებულს გადაეცემა 50 % ფასდაკლების ბარათი www.kveba.ge საიტზე რეკლამის განთავსებისთვის. პრიზებს ასევე გადასცემენ სპონსორები ”ტკბილი ქვეყანა; ” ბაგრატიონი” ”გურჯაანის ნაყინი” Sandora, Nemiroff და Tiflis Veranda კონკურსში სხვა დანარჩენ მონაწილეებს ვებ-საიტ www.kveba.ge გადასცემს 25 %-იან ფასდაკლების ბარათს საიტზე რეკლამის განთავსებისთვის. “შოკოლადის დღის” სპონსორები არიან კომპანიები : ტკბილი ქვეყანა; ბაგრატიონი; გურჯაანის ნაყინი; Sandora Nemiroff, Tiflis Veranda საინფორმაციო მხარდაჭერა: რადიო “ფორტუნა” “ფორტუნა+” ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის მერიის წარმომადგენლები, ფონდ ქართული ხარისხის პრეზიდენტი გიგლა კუნჭულია და სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები. ასევე ცნობილი სახეები.
|