ნანახია: 609
10ივლისს პროფკავშირების შენობაში შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა. ეს პროექტი პროფკავშირების ინიციატივით შედგა. მასში მონაწილეობას ივანე ჯავახიშვილის სახელმციფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები იღებდნენენ. კონფერენციაზე წარდგენილი იყო 19თემა. გამოვლენილი იქნა 3 გამარჯვებული. საქართველოს პროფესიული კავშირების თავჯდომარის, ბატონ ირაკლი პერტიაშვილის განმარტებით, ამ პროექტის მიზანი იყო ის,რომ მოხდარიყო ადამიანთა ყველა ჯგუფის ინტეგრაცია ამ სფეროში, განსაკუთრებით კი სტუდენტების. ასეთი სახის პროექტების გაკეთებამომავალშიც იგეგმება. სტუდენტების 90% ის შენიშვნა შრომის კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით დაემთხვა ევროკავშირის საერთაშორისო სტანდარტებს. იმავე დღეს, ასეთი ტიპის პროექტი აჭარაში გაიმართა, კონკრეტულად კვარიათში. მასში მონაწილეობას უკვე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები იღებდნენ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამ პროექტში 24 ქვეწევრი ორგანიზაციაა ჩართული, სადაც სტუდენტებს არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული გამოცდილების მიღებაც შეეძლებათ. ასევე, კონფერენციის ყველა მონაწილეს წიგნებიგადაეცა. მომავალში 1100 უცხოელის სწაცლებაიგეგმება, სადაც უცხო ენის უფასოდ სწავლაიქნებაშესაძლებელი. აქცენტი 2006 წლის ივნისში შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზეიყო გაკეთებული, რის საფუძველზეც დასაქმებული ადამიანების უფლებები შეილახა და მოხდა მათი დისკრიმინაცია .
|