მაღაზია "ბაკარა" მომხმარებელს სტრესულ ყოველდღიურობას ავიწყებს » ბანკები და ფინანსები

მაღაზია "ბაკარა" მომხმარებელს სტრესულ ყოველდღიურობას ავიწყებს

მთავარისაზოგადოება 09.07.2009

"ბაკარას" მაღაზიათა ქსელი 2005 წლის ბოლოს შეიქმნა. იგი საქართველოს ბაზარზე სამკაულების უმსხვილეს იმპორტიორ ორგანიზაციას წარმოადგენს. ფირმის დამფუძნებლები ფიზიკური პირები არიან. "ბაკარას" მაღაზიათა ქსელი პოპულარობა როგორც თბილისში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამას მაღალი ხარისხის პროდუქცია, სერვისის დასავლური სტანდარტები და, რა თქმა უნდა, ქსელის ასორტიმენტის ყოველთვიური შევსება და განახლება განაპირობებს. დღეისთვის "ბაკარას" მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია ცნობილი ამერიკელი დიზაინერების სტილში შექმნილი ბიჟუტერია, დამზადებული ცირკონებისა და სვაროვსკის კრისტალებისგან (იმპორტირებული აშშ-დან), იტალიური ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, პილგრიმის (Pილგრიმ) და ბიჟუქსის (Bიჯოუხ ჩN Pარის) სახელობითი ნაკეთობები. 19 მაისიდან კი ექსკლუზიური სამკაულების ქართველ მოყვარულებს "ბაკარას" მაღაზიათა ქსელში შავი მარგალიტის შეძენის საშუალება აქვთ. შავი მარგალიტის ქალისა და მამაკაცის სახელობითი პროდუქცია ბაკარას ქსელის ორ მაღაზიაში - რუსთაველის გამზირზე 24 და საბურთალოს ქ. 26 ნომერშია წარმოდგენილი. შავი მარგალიტის შეძენა როგორც მაღალი, ასევე საშუალო შემოსავლების მქონე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. სამკაულის ფასი 150–დან 1500 ლარამდეა. პირველი 10 მყიდველი დამატებით საჩუქრად 10%-იან ფასდაკლებას `ბაკარას~ ნებისმიერ პროდუქციაზე 6 თვის განმავლობაში მიიღებს. კულტივირებული შავი მარგალიტის სამკაულები `ბაკარას~ ქსელში საერთაშორისო ბრენდის თაჰიზეა-ს მიერ არის წარმოდგენილი.
კულტივირებული შავი მარგალიტი ნატურალური მარგალიტია, რომელიც ზღვის სპეციალურ ფერმებში გამოჰყავთ და თითოეული მარგალიტის `გასაზრდელად~ 5 წელზე მეტია საჭირო. შავი მარგალიტის კულტივირება მხოლოდ ფრანგული პოლონეზიის ლაგუნებშია შესაძლებელი და თავისი იშვიათობის გამო იგი ბევრად ძვირად ფასობს, ვიდრე მტკნარი წყლის (მდინარის) და ზღვის მარგალიტი.
თაჰიზეა მულტიბრენდული ფრანგული გაერთიანების GL-ის ჯგუფის ნაწილს წარმოადგენს, რომელსაც ასევე მსოფლიოში აღიარებული საფირმო ნიშნები – KENZO, GL, TED LAPIDUS, VALLES – DORDAL და სხვა ეკუთვნის. საქართველოში კომპანიის ექსკლუზიური წარმომადგენელი "ირაო კაპიტალია".
"ბაკარას" მაღაზიები "ოსმობარათისა" ა "მეგობარათის" პროექტებშია ჩართული. ორგანიზაციას 5 ფილიალი აქვს, აქედან 4 თბილისში და ინტერნეტ მაღაზია. ორგანიზაციაში 18 ადამიანია დასაქმებული. 'ბაკარას" მაღაზიებში მომხმარებელს შეუძლია აშშ, დანია, საფრანგეთსა და იტალიაში წარმოებული ისეთი ცნობილი ბრენდების საქონელი შეიძინოს როგორიცაა:PIGRIM; NINA RICCI; GUY LAROCHE; CLYDA; BIJOUX CN PARIS; ITALGOD; ITALSILVER; PASIFIK; TEED; WB.
გაზეთი "ბანკები და ფინანსები" "ბაკარას" მაღაზიათა ქსელის დირექტორს გიორგი კიკნაძეს ესაუბრა. მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ "ბაკარა" ცდილობს მომხმარებელს არა მხოლოდ სამკაული, არამედ პოზიტიური განწყობაც შესთავაზოს. მაღაზიაში შესული მომხმარებელი, მიუხედავად იმისა, ყიდულობს რაიმეს იმ მომენტში თუ უბრალოდ ათვალიერებს, ცოტა ხნით ივიწყებს სტრესულ ყოველდღიურობას და მაღაზიიდან დადებითი ემოციებით დატვირთული გადის. მიუხედავად "ბაკარას" პოპულარობისა, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მისი პროდუქციის გაყიდვებზე მაინც იქონია გავლენა", - ამბობს გიორგი კიკნაძე. ბატონი გიორგის განცხადებით, ქსელის ბრუნვებმა 20%-25%-ით იკლეს.
ზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით "ბაკარა" მომხმარებელს სიახლეებს სთავაზობს. კერძოდ, მის მაღაზიებში პილიგრიმის ახალი საშემოდგომო კოლექციები გამოჩნდება, ასევე იტალიური საათების ახალი ბრენდი. აღსანიშნავია, რომ მაღაზიათა ქსელი ფასდაკლებებით გამოირჩევა. ამჟამად მიმდინარეობს აქცია "იყიდე 1 და მიიღე 1 საჩუქრად", რომელიც 13 ივლისამდე გაგრძელდება. აქციის ფარგლებში ყველა მომხმარებელი საჩუქრდება იგივე ღირებულების პროდუქციით (სამკაულები, საათები, სათვალეები), რა ღირებულების საქონელსაც შეიძენს. საჩუქარს კი კლიენტი თავად ირჩევს. აქცია მხოლოდ პილიგრიმის საქონელს და ქიმერიკულ ბიჟუტერიას ეხება.

თამარ ზედელაშვილი



მსოფლიოში ოქრო ნებაყოფლობით იაფდება, საქართველოში - იძულებით
მსოფლიოში ოქრო ნებაყოფლობით იაფდება, საქართველოში - იძულებით

18.04.2014 · ფინანსები
უცხოურ ბაზრებზე ოქრო იაფდება.

შემოსავლების სამსახურმა დაუბეგრავი მინიმუმის სახით უკვე თითქმის 37 მილიონი ლარი გასცა
შემოსავლების სამსახურმა დაუბეგრავი მინიმუმის სახით უკვე თითქმის 37 მილიონი ლარი გასცა

18.04.2014 · ფინანსები
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, პირველი აპრილიდან დღემდე შევსებული დეკლარაციების რაოდენობა 410 ათასზე მეტია.

გიორგი ქადაგიძე ქართული საბანკო სექტორის მთავარ პრობლემებს ასახელებს
გიორგი ქადაგიძე ქართული საბანკო სექტორის მთავარ პრობლემებს ასახელებს

18.04.2014 · ფინანსები
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქართული საბანკო სექტორის ერთერთ მთავარ პრობლემად მსესხებლებში დაბალ საბუღალტრო სტანდარტებს და გაუმჭვირვალობას ასახელებს.

რა რისკებთანაა დაკავშირებული „საქართველოს განვითარების ბანკის“ ფუნქციონირება?
რა რისკებთანაა დაკავშირებული „საქართველოს განვითარების ბანკის“ ფუნქციონირება?

18.04.2014 · ფინანსები
მთავრობამ „განვითარების ბანკის“ დაფუძნების განზრახვის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

2014-2015 სასწავლო წლის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამები
2014-2015 სასწავლო წლის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამები

18.04.2014 · საზოგადოება
2014-15 სასწავლო წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დასაფინანსებელი მიმართულებების სია უკვე ცნობილია

,,სილქნეტი" GMG-ს ყიდულობს
,,სილქნეტი" GMG-ს ყიდულობს

17.04.2014 · ბიზნესი
გაიზრდება თუ არა სილქტივის პაკეტების ღირებულება?

რატომ ლანძღავს ხელისუფლებასა და გოგი თოფაძეს ბიზნესმენი ფადი ასლი
რატომ ლანძღავს ხელისუფლებასა და გოგი თოფაძეს ბიზნესმენი ფადი ასლი

17.04.2014 · ბიზნესი
თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე საგადასახადო კოდექსში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით პოზიციას აფიქსირებს.

სახაზინო ვალდებულებების გაზრდილმა ემისიამ საპროცენტო განაკვეთები 42%-ით გააძვირა
სახაზინო ვალდებულებების გაზრდილმა ემისიამ საპროცენტო განაკვეთები 42%-ით გააძვირა

17.04.2014 · ეკონომიკა
სახელმწიფო ბანკებს ბიზნესის დასაკრედიტებელ რესურსს აცლის

სამინისტროები და დეპუტატები მეცხვარეობის გადასარჩენად
სამინისტროები და დეპუტატები მეცხვარეობის გადასარჩენად

17.04.2014 · საზოგადოება
ბოლო წლებში მეცხვარეებს საქმე ისე წაუვიდათ, რომ რეალურად გადასახადების გარდა, ხელში აღარაფერი შერჩა

მეწარმეობის განვითარების სააგენტო ბენეფიციარებს ძირითადად გრანტების სახით დააფინანსებს
მეწარმეობის განვითარების სააგენტო ბენეფიციარებს ძირითადად გრანტების სახით დააფინანსებს

17.04.2014 · ეკონომიკა
,,მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ბიუჯეტი ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩადებული თანხებისგან იქნება შედგენილი"