გაღარიბებულ თბილისელებს ჯიბიდან ბოლო ლარს ამოაცლიან » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : გაღარიბებულ თბილისელებს ჯიბიდან ბოლო ლარს ამოაცლიან
ნანახია: 592

მომავალში კორპუსთან ღამე საკუთარი მანქანის გაჩერებისთვის 30-45 ლარს გადაგახდევინებენ

მარტიდან დედაქალაქში პარკირების ახალი სისტემა ამოქმედდა, რომელსაც ქალაქის მოსახლეობა საკმაოდ უკმაყოფილოდ შეხვდა. მანქანის გაჩერება აკრძალულია იქ, სადაც არაა დამონტაჟებული პარკირების ნიშანი. ამ ნიშნის ქვემოთ განთავსებულია კომპანია "სითი_პარკის" ლოგო და პარკირების საფასური. პარკირების ადგილებში ნახაზისა და ნიშნის მიხედვით არსებობს დგომის სამი მეთოდი: პარალელური, მართობული და 45 გრადუსიანი. დგომის საათობრივი ტარიფი სხვადასხვა ადგილზე განსხვავებულია: 20 თეთრი, 50 თეთრი და 1 ლარი. პარკირების საფასურის გადახდის ასევე სამი ალტერნატიული მეთოდი არსებობს: მობილური ბარათების საშუალებით, გადასაფხეკი ბარათებით და პარკომეტრებით.
მოქალაქეებს, რომელთა საცხოვრებელი ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია ფასიანი პარკირების ადგილები, შეუძლიათ ისარგებლონ შეღავათიანი ტარიფით, რომელიც მხოლოდ სპეციალური საშვის შეძენის შემთხვევაში ამოქმედდება. საშვის ღირებულება 12 ლარს შეადგენს და ვარგისია ერთი წლის განმავლობაში.
რაც შეეხება ჯარიმებს, ამკრძალავი ნიშნის "გაჩერება აკრძალულია" და "დგომა აკრძალულია" დაუცველობა ჯარიმდება 10 ლარით. იმ შემთხვევაში, თუ დაჯარიმებული პირი საჯარიმო თანხას 30 დღის განმავლობაში არ გადაიხდის, მას 150 ლარის გადახდა დაეკისრება. თუ ის არც ერთი თვის მანძილზე გადაიხდის ამ თანხას, ავტომანქანას გაუყიდიან და საჯარიმო თანხა აქედან დაიფარება.
ამ ყველაფერს კომპანია "სითი-პარკი" არეგულირებს. 2007 წელს თბილისის მერიაში პარკირების მართვის უბლებისთვის გამართულ აუქციონზე შპს "ამაგონი და შოჰარ პარკინგ სერვისმა" გაიმარჯვა, რის შემდეგაც კომპანია "სითი-პარკი" შეიქმნა, რომელსაც თბილისში პარკირების მართვის უფლება 15 წლიანი იჯარით გადაეცა.
ტენდერში 6 კომპანია იღებდა მონაწილეობას და როგორც კომპანიაში განგვიმარტეს, გამარჯვება კომპანიის გამოცდილების გათვალისწინებამ განაპირობა. ტენდერში კომპანიას არავითარი თანხა არ გადაუხდია, იგი საქართველოს ბიუჯეტში შემოსავლების 60 %-ს გადარიცხავს.
როგორც მერიასა და კომპანია `სითი-პარკში~ განმარტავენ, ახალი წესების შემოღების მთავარი მიზანი, თბილისის ქუჩების მანქანებისა და საცობებისგან განტვირთვა და მძღოლებისთვის მოძრაობის გამარტივებაა.
ერთი შეხედვით, ყველაფერი იდეალურადაა ჩაფიქრებული და განხორციელებული და ხალხიც კმაყოფილი უნდა იყოს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. რეალურად კი ამ ახალ სისტემას უამრავი ხარვეზი გააჩნია და ვერ ასრულებს მიზანს – ქალაქში მოძრაობა მოაწესრიგოს.
ხარვეზები კი მრავალგვარია. მაგალითად, ასეთი ფასიანი ავტოსადგომი დედაქალაქში სულ 6 000-ია, ხოლო თბილისში 400 000-დან 500 000-მდე ავტომანქანა მოძრაობს. გამოდის, რომ ავტოსადგომები მუდმივად დაკავებული იქნება და მძღოლები მანქანის გაჩერებისას სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან.
გარდა ამისა, ტარიფი საკმაოდ მაღალია. ქალაქის ცენტრალურ უბნებში, 1 საათით გაჩერება 1 ლარი ღირს. არადა, სწორედ ცენტრალურ უბნებშია განთავსებული ოფისებისა თუ სხვა სამუშაო დაწესებულებების უმრავლესობა. გამოდის, რომ ადამიანმა, რომელსაც რამდენიმე საათი სამსახურში ყოფნა უწევს ყოველდღიურად დამატებით 6-7 ლარი უნდა იხადოს (!). ასე რომ, პარკირებაში შეიძლება უფრო მეტი დაიხარჯოს, ვიდრე საწვავში! . . .და საერთოდაც, რატომ უნდა მართავდეს კერძო კომპანია ყველაფერ ამას და რატომ უნდა იხდიდეს ხალხი ამდენ ფულს, როცა ქუჩა ეკუთვნის ქალაქს, ქალაქი კი – ხალხს?! გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ევროპული სტანდარტების მიხედვით კეთდება, მაგრამ ისიც ხომ უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ იქ საქართველოსთან შედარებით საშუალო ხელფასი 4-5-ჯერ მაღალია, აქ კი არსებული რეალობიდან გამომდინარე, ხელფასის ნახევარი მხოლოდ პარკირების საფასურის გადახდაში დაიხარჯება! ძალიან კარგია, რომ გვინდა ყველაფერში ევროპას ვგავდეთ, მაგრამ იქნებ ჯერ იქაური სოციალური მდგომარეობის შექმნაზე ეზრუნა სახელმწიფოს და შემდეგ დანარჩენზე?!
სისტემაც საკმაოდ დასახვეწია. ხალხში გაჩნდა კითხვა: ვინ უზრუნველყოფს ქუჩაში გაჩერებული მანქანების უსაფრთხოებას?! აქამდე მძღოლები ე.წ "სტაიანშჩიკების" იმედად ტოვებდნენ მანქანას და იცოდნენ, რომ ადგილზე დაბრუნებულებს იგი გაუძარცვავი დახვდებოდა, ახლა კი ამის გარანტია აღარ აქვთ. საჯარიმო სადგომზე გადაყვანის დროს კი მანქანა შესაძლოა დაზიანდეს კიდეც.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ახალი კანონის ამოქმედების შედეგად უმუშევარი რჩება ათასობით ავტოსადგომის ზედამხედველი (ე.წ "სტაიანშჩიკი"). შანსი იმისა, რომ ის ახალ სამსახურს იშოვნის, ფაქტიურად, არ არსებობს. ასე რომ, მშიერი რჩება თავადაც და მთელი მისი ოჯახი!
ხალხი გადახდის წესების მოუხერხებლობასაც უჩივის. პარკომეტრები მხოლოდ ათ ადგილასაა დამონტაჟებული, დანარჩენ ადგილებში კი ადამიანი იძულებულია წინასწარ იზრუნოს მობილური თუ გადასაფხეკი ბარათების შეძენაზე. ზოგიერთი მძღოლი იმასაც ჩივის, რომ ვერ იგებს, სად უნდა შეიძინოს ეს ბარათები.
პარკირების ახალმა სისტემამ ხალხში დიდი პროტესტი რომ გამოიწვია, ამაზე ფორუმ.გე-ზე გახსნილი თემაც მეტყველებს, სადაც მოქალაქეები ახალი კანონის უკანონობასა და ხარვეზებზე ლაპარაკობენ- "მთავრობა რომ ხარ, ჯერ შენ მოწესრიგდი, კანონი მოაწესრიგე, აამუშავე და დაიცავი და მერე მომთხოვე მე, ჩვეულებრივ მოქალაქეს, მისი დაცვა. მე თუ დავარღვიე წესები, მაშინვე ჯარიმა უნდა გადავიხადო და სახელმწიფო რომ არღვევს ვალდებულებებს ჩემს მიმართ, არაფერია?!"
ფორუმის წევრებს რჩებათ შთაბეჭდილება, რომ ეს კანონიც ხალხისთვის ფულის გამოძალვის მორიგი საშუალებაა და იგი მხოლოდ ჩინოსნების ჯიბეების შევსებას ემსახურება: "საქართველოში არ არსებობს კონკურენტული ბაზარი. არსებობს მხოლოდ მმართველი კლანი და ამ კლანის ხელშია ყველაფერი. დაწყებული საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებით და დამთავრებული ბიზნესითა და მისი რეკეტით, ხალხის რეკეტით! ერთი სიტყვით, მონოპოლისტები არიან და ფასებსაც ისე გვიწესებენ, როგორც უნდათ! პარკირების ახალი სისტემა რეკეტია და მეტი არაფერი. კიდევ ერთი დამატებითი სქემაა იმისთვის, რომ დამატებითი სახსრები წავიდეს ვიღაცის ჯიბეში! ბიუჯეტზე არავინ ზრუნავს!" "ამ ბოლო დროს უგულავას სამშენებლო და სარეკლამო ბიზნესი "ჩაუვარდა" და ახალი ფულის მახე მოიგონა. პირდაპირ ყაჩაღობაზე გადავიდა! საქართველოში არის წყლის მაფია, ელექტროენერგიის მაფია, გაზის მაფია, მალე, ალბათ, ჰაერის მაფიაც იქნება! მთავრობა ადვილადაც იგდებს ხელში ყველაფერს, სადაც იოლი ფული კეთდება, რაც ხალხს სჭირდება. ვითომ კრიზისია, არადა ჯიბეებს ისქელებენ!"
მოქალაქეები აღშფოთებას ტარიფის სიძვირის გამოც გამოთქვამენ და იმ შემთხვევაში, თუ სისტემა არ დაიხვეწება, აქციებით იმუქრებიან: "უკმაყოფილო ხალხის რაოდენობა დღითიდღე მატულობს და აქცია აუცილებლად შედგება. მოთხოვნა იქნება, გაუქმდეს "სითი-პარკის" მიერ დაწესებული წესები და ნორმალური ტარიფი შემოიღონ. ხაზს ვუსვამთ იმას, რომ არ გვინდა ეს პროცესები პოლიტიკურში გადაიზარდოს, უბრალოდ, ტარიფის და ჯარიმების შემცირება გვინდა!"- აცხადებენ ფორუმის მომხმარებლები.
ხალხში დაგროვილი კითხვებით ჩვენ "სითი-პარკს" მივმართეთ, რომლის წარმომადგენლებს ერთობ უცნაური პოზიცია აქვთ. კომპანია ყველაფერზე პასუხისმგებლობას თავიდან იცილებს და ამბობს, რომ მას არც ტარიფების დადგენა და არც ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა არ ეხება: "ჩვენ როგორც კერძო კომპანია, ტარიფებს არ ვადგენთ. ის საქართველოში არსებული კანონმდებლობის მიხედვით რეგულირდება. ტარიფსაც და კომპანია "სითი-პარკისთვის" გადმოსაცემ ადგილებსაც ქალაქის საკრებულო ადგენს. ჩვენს მოვალეობაში არც ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა შედის. ჩვენ მხოლოდ გადმოცემული ადგილების ოპერირება გვევალება. ქუჩაში გაჩერებული მანქანების უსაფრთხოებაზე კი საპატრულო პოლიციამ უნდა იზრუნოს. რაც შეეხება იმას, რომ ტარიფი ძვირია და ადამიანს ხელფასის დიდი ნაწილის დახარჯვა მარტო პარკირებაში მოუწევს, არგუმენტად ვერ გამოდგება. ასეთ შემთხვევაში, კეთილი ინებოს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმოძრაოს.
ასეთი სისტემა საქართველოში არ ყოფილა და საწყის ეტაპზე, რა თქმა უნდა, დასახვეწია, მაგრამ არა უშავს, ნელ-ნელა ჩვენც დავიხვეწებით და ხალხიც მიეჩვევა ახალ წესებს".
როგორც ხედავთ, უკვე ტრადიციად იქცა სხვა ქვეყნებში დანერგილი წესებისა თუ კანონების საქართველოში მექანიკურად გადმოტანა ისე, რომ არც კი ფიქრობენ მის ქართულ რეალობაზე მორგებას. მთავრობა ჩამოუყალიბებლად, "ნელ-ნელა დავიხვეწებით"- პრინციპით მოქმედებს და ცდილობს კანონები კი არ მოარგოს ხალხს, არამედ ხალხი მოარგოს კანონებს!


თაკო მათეშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48