ნანახია: 628
ორშაბათს, 6 ივლისს 12:00 საათზე კორ სტანდარტ ბანკის სათაო ოფისში, (ჭავჭავაძის #43) კორ სტანდარტ ბანკისა და იბერია ბიზნეს ჯგუფის ბრენდის, KIA მოტორსის, ერთობლივი აქცია გაიმართება. აქციის პირობები საკმაოდ საინტერესო და კონკურენტუნარიანია. KIA მარკის ავტომობილის შეძენა ხდება კორ-სტანდარტ ბანკის განვადებით, ყოველგვარი შემოსავლის დადასტურების გარეშე, წლიურ 17 %-ში. მომხმარებელი ასევე KIA-ს ნებისმიერ მოდელზე 21%-მდე ფასდაკლებას მიიღებს. განაცხადის შევსება შესაძლებელი იქნება ბანკის საიტზე, ოფისიდან გაუსვლელად ან KIA-ს ავტოსალონებში. პასუხს მსურველი 5 წუთში შეიტყობს. აქცია კი 15 აგვისტომდე გაგრძელდება.
|