caucasus online-ის ge-link დაზიანებულია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : caucasus online-ის ge-link დაზიანებულია
ნანახია: 1824

კომპანია caucasus online-მა ინტერნეტის მოხმარების კულტურის ამაღლების მიზნით ინოვაციური პროექტის განხორციელება არც თუ ისე შორეულ წარსულში დაიწყო და პირველად საქართველოში FTTH ტექნოლოგია დანერგა, რომელსაც წესით ინტერნეტთან სტაბილური და უწყვეტი კავშირი ოპტიკური შეერთებებით უნდა დაემყარებინა. ახალი პროდუქტი ჩაუცასუს ონლინე-მა ეფექტური, საიმედო, დაცული და მაღალხარისხიანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით დანერგა.
თუკი აქამდე ინტერნეტ-ტექნოლოგიების ეფექტურ მუშაობას უამრავი გარეშე ფაქტორი აფერხებდა, გელინკ-ის დანერგვით ყველა არსებული პრობლემა უნდა აღმოფხვრილიყო, ვინაიდან გელინკ-ი სრულიად დამოუკიდებელი ოპტიკური ქსელია. ის არ არის დამოკიდებული გარე პროვაიდერთა ხარვეზებიან სატელეფონო ხაზზე და მისი სრულფასოვნად აწყობის შემთხვევაში, კავშირის სტაბილურობა გარანტირებული უნდა ყოფილიყო. ანუ მომხმარებელს ინტერნეტთან მიმართებაში მანმადე არსებული პრობლემები აღარ უნდა ჰქონოდა, მაგრამ დღეს რეალობა სურვილისგან ცოტა განსხვავებულია.
მას შემდეგ, რაც აღნიშნული პროექტი განხორციელდა, შეიძლება ითქვას, ჩაუცასუს ონლინე-ს პრობლემები არ დალევია. ხან გარე, ხანაც შიდა პრობლემების გამო, ჩაუცასუს ონლინე-ის მომხმარებელს საკმაოდ ხშირად ეთიშება ესოდენ საჭირო და აუცილებელი კომუნიკაციის საშუალება და ხშირ შემთხვევაში, მთლიანად ამა თუ იმ საქმიანობის ერთადერთი საშუალება, რასაც ინტერნტი ჰქვია. უახლოეს წარსულშიც, ოფიციალური ინფორმაციით, თბილისის 10კორპუსს გელინკ-ი არ მიეწოდებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ ოფიციალური ინფორმაციით. არაოფიციალურად კი ამ მხრივ დაზარალებულთა რიცხვი გაცილებით მეტი იყო. (რისი თქმის საფუძველსაც უკმაყოფილო ადამიანების სიმრავლე მაძლევს). თანაც გააჩნია, რამდენ ხანს იქნები ინტერნეტის გარეშე, - ერთი საათი, ერთი დღე თუ ერთი კვირა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი ინტერნეტი 8 დღე და ზოგან მეტ ხანსაც იყო გათიშული და რაც მთავარია, ეს არ ხდებოდა პირველად და მეორედ, ამან თითქმის სისტემატიური სახე მიიღო. მართალია, გათიშული დღეების გადავადება ხდება, მაგრამ, ჯერ ერთი, არასრულად და მერეც, ანაზღაურება არ ცვლის იმ დანაკლისს, რასაც საჭირო დროს საჭირო ადგილას ინტერნეტის არ ქონა ჰქვია.
არსებული საკითხის გასარკვევად და აღნიშნულ პრობლემებზე სასაუბროდ ცაუცასუს ონლინე-ის კომერციულ დირექტორს გენადი როსტომაულს მივმართეთ.
- ბატონო გენადი, გავრცელებული ინფორმაციით, caucasus online-ის ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტი ძალიან ხშირად ითიშება ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა წვიმა, ქარი და სხვადასხვა სახის პრობლემები. რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს, რომელ უბნებში ითიშება ყველაზე ხშირად და რა არის ამის მიზეზი?
- არის ძალიან ბევრი მოწყობილობა, ძალიან ბევრი კორპუსი, იგივე მუხიანში, გლდანში, დიღომში, კიდევ სადღაც შესაძლოა იყოს მსგავსი ტიპის პრობლემები, სადაც ზიანდება. მაგრამ ეს იმ კონტექსტში რა შედის, რომ ზოგადად ყველგან და ხშირად caucasus online-ის ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტი ითიშება. მითუმეტეს ეს არ შეიძლება გაშუქდეს მედიაში.
აპარატურას ახასიათებს გათიშვა, მას აქვს თავის მახასიათებლები და მათ შორის ოპტიკურ ბოჭკოვანსაც, დიესელსაც და სხვებსაც, ნებისმიერს, რომელიც დამოკიდებულია სხვადასხვა გამტარებზე და აპარატურებზე. ყოველთვის ყველას აქვს პრობლემები, მათ შორის ევროპაშიც, რუსეთშიც და ზოგადად, მთელს მსოფლიოში, არსებობს ამის სტატისტიკური მონაცემებიც.
- რამდენი კორპუსია ამჟამად გათიშული და როდის მოხდება მათი სრულად აღდგენა?
- ამჟამად 2500 კორპუსიდან გათიშულია 10 კორპუსი და მათი ჩართვა უახლოესი დღეების განმავლობაში მოხდება. (ინტერვიუ ჩაწერილია 19.06.2009) ვიცი, რომ ილახება ამ მომხმარებლების უფლებები და ძალიან ვწუხვარ ამის გამო. მაგრამ მსგავსი ტიპის პრობლემები აქვს ნებისმიერ საკომუნიკაციო პროვაიდერს და მითუმეტეს ისეთ ქვეყანაში, სადაც არათუ ხელს გიწყობენ, არამედ ხელს გიშლიან მუშაობაში.
ჩვენ ვიცით რა პრობლემები გვაქვს, ამაზე ამჟამადაც მიმდინარეობს მუშაობა და რას უნდა მივაღწიოთ ამის შემდეგ, ესეც ნათელია ჩვენთვის. მაგრამ ზოგადად, რომ თითქოსდა ითიშება ჩვენი მომსახურება, ეს პიარის მაგვარი თემაა და არა რეალობა.
მინდა დავამატო, რომ ეს პასუხები იმ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, როგორი უნდა ყოფილიყო "გელინკი" და რაზეც მასალის თავში გვქონდა საუბარი. ის, რომ აპარატურა სხვადასხვა მიზეზების გამო თითქმის ყოველ თვე თითქმის კვირაობით ითიშება და მისი სრულად აღდგენა ვერ ხერხდება (თუნდაც 10კორპუსში), ეს არ მეტყველებს იმაზე, რომ მისი დანერგვით ეფექტური, საიმედო, დაცული და მაღალხარისხიანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურა შეიქმნა.
caucasus online-ის შეფერხებული სერვისის გამო არსებობენ უკმაყოფილო და, რბილად რომ ვთქვათ, გაბრაზებული მომხმარებლები, რომლებიც ჯერ-ჯერობით მათი მომხმარებლების რიცხვში ისევ შედიან და სწორედ ამის გამო გაგვიჩნდა სურვილი, გაგვეშუქებინა ეს საკითხი.

თათია ჩაფიჩაძე



 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48