საზოგადოებამ "იაფი" დაპირება არ მიიღო » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : საზოგადოებამ "იაფი" დაპირება არ მიიღო
ნანახია: 986

გასულ კვირას პრაქტიკულად ამოიწურა იაფი დაზღვევის პროგრამის განხორციელების მორიგი ეტაპის ვადები. შედეგი უარყოფითია. შეიძლება ითქვას – პროგრამა ჩავარდა. წინასწარ გაცხადებული 500 ათასი ბენეფიციარის ნაცვლად პროგრამაში მხოლოდ 30 ათასი კაცი ჩაერთო. ხელისუფლება ცდილობს პროგრამის გადარჩენას და კიდევ 21 დღით აგრძელებს პროგრამას. ამ და დაზღვევის სხვა აქტუალურ პრობლემატურ საკითხებზე სასაუბროდ სადაზღვევო საქმის ექსპერტს ლევან კალანდაძეს მივმართეთ.
- ბატონო ლევან, ჯანდაცვის სამინისტრომ, პრაქტიკულად, უკვე აღიარა იაფი დაზღვევის პროგრამის წარუმატებლობის ფაქტი და მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა აღნიშნული საქართველოში დაბალი სადაზღვევო კულტურითა და მოსახლეობის ინფორმირებულობის დაბალი დონით ახსნა. რამდენად ეთანხმებით პრობლემის ამგვარ ახსნას?
- ის, რომ საქართველოში დაბალი სადაზღვევო კულტურაა, ფაქტია. მაგრამ ყველაფრის სადაზღვევო კულტურაზე გადაბრალება, მარტივად რომ ვთქვათ, არაობიექტურია. ჯანსაღ, საბაზრო ურთიერთობებზე დაფუძნებული სადაზღვევო ურთიერთობები ჩვენს ქვეყანაში სულ რაღაც 10 წელია რაც დამკვიდრდა. ამასთან, ინდივიდუალური დაზღვევა, ანუ დაზღვევის ისეთი სახეობები, რომლებიც ინდივიდის, ადამიანის პირად ქონებრივ, სიცოცხლის თუ ჯანმრთელობის ინტერესებს ეხება, მხოლოდ ბოლო წლებში განვითარდა. მათ შორისაა სამედიცინო დაზღვევაც. და აქედან გამომდინარე, მაღალი სადაზღვევო კულტურა ჩვენს ქვეყანაში განვითარების მიმდინარე ეტაპზე ვერანაირად იქნება. მაღალ სადაზღვევო კულტურას ხანგრძლივი გამოცდილებისა და პრაქტიკის პარალელურად, აყალიბებს ის მიდგომები და მეთოდები, რომლითაც სახელმწიფო ზემოქმედებს დაზღვევის სფეროზე, ასევე ის, რითაც რეგულირდება და რეგლამენტირდება სადაზღვევო ურთიერთობები ქვეყანაში. მათ შორის, ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი და მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების სწორად დაგეგმვასა და განხორციელებას, რადგან სწორედ ეს პროგრამები წარმოადგენს მომავალში ქვეყანაში ცივილური სადაზღვევო ურთიერთობების განვითარების საფუძველს, აყალიბებს საზოგადოებასა და სადაზღვევო ინდუსტრიას შორის ურთიერთობების გარკვეულ უნარ-ჩვევებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აჩენს ნდობის ფაქტორს საზოგადოებაში და ამ ურთიერთობის მონაწილე მხარეებს შორის. ამდენად, სადაზღვევო ურთიერთობების ხვალინდელი დღე ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ არის დამოკიდებული დღეს არსებული სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების წარმატებით განხორციელებაზე. თუმცა, ამ მიმართულებით პოზიტიური ძვრები და შედეგები ნაკლებად თუ შეინიშნება. თქვენ ახსენეთ პრობლემები იაფი დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში. თუმცა, ვერც სხვა სახელმწიფო დაზღვევის პროგრამები მოიწონებს თავს ნაკლებპრობლემურობით. მე მხედველობაში უმწეოთა სამედიცინო დაზღვევის და პედაგოგების სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამები მაქვს. პრობლემები ერთნაირია და ყველგანაა. უბრალოდ, იაფი დაზღვევის პროგრამაში ეს მეტად, განხორციელების საწყის ეტაპზევე წარმოჩინდა, - სადაზღვევო ინდუსტრიამ და სახელმწიფომ ერთობლივად ვერ უზრუნველყვეს ბენეფიცირთა წინასწარ გაცხადებული რაოდენობის თუნდაც, ნახევრის ჩართულობა ამ პროექტში და რეალურად, წინასწარ გაცხადებულის მხოლოდ 7-8 %-ის დაზღვევა განხორციელდა.
მაგრამ ეს მხოლოდ დაბალი სადაზღვევო კულტურის ბრალი არ არის. პრობლემას სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების დაგეგმვის და განხორცილების მიმართულებითაც ვხედავ. და როგორც აღვნიშნე, არამარტო იაფი დაზღევის სახელმწიფო პროგრამას ეხება ეს. მე ამ შემთხვევაში ყველა სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამაზე ვსაუბრობ. ანუ, ხარვეზებია დაგეგმვასა და მის განხორციელებაში, ზოგადად მენეჯმენტში და პროგრამის ადმინისტრირებაში. განსაკუთრებით სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამების განხორციელების ტექნიკურ და ტექნოლოგიურ ნაწილში. იმდენად გართულებულია ამ პროგრამების ტექნიკური მხარე ანუ დაზღვეულის მიერ კუთვნილი სადაზღვევო ანაზღაურების ან სადაზღვევო მომსახურების მიღების პროცედურები, იმდენად ლიმიტირებულია ქცევის და არჩევანის შესაძლებლობები, რომ დაზღვეული, რიგ შემთხვევაში, უარს ამბობს მიმართოს სადაზღვევო კომპანიას და სამედიცინო ხარჯებს საკუთარი ჯიბიდან სწევს. თითქოს საოცარია, მაგრამ ანალოგიურ სირთულეებს აწყდებიან არასახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის მქონე მოქალაქეებიც, ანუ ისინი, ვინც ე.წ. ძვირადღირებულ სამედიცინო დაზღვევის კორპორატიულ პოლისებს ფლობენ. ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ რიგ სადაზღვევო კომპანიებს სამედიცინო დაზღვევის პროდუქტი შექმნილი აქვთ იმისთვის, რომ არ გასცენ სადაზღვევო ანაზღაურება, ან უზრუნველყონ დაზღვეული უხარისხო სამედიცინო სადაზღვევო მომსახურებით, ნაცვლად იმისა, რომ განახორციელონ დაზღვეულისთვის სადაზღვევო შემთხვევის ადეკვატური სამედიცინო დაზღვევის სერვისი. თუმცა, ბუნებრივია, ეს ყველა სადაზღვევო კომპანიას არ ეხება.
- ანუ, პრობლემა კომპლექსურია და მხოლოდ იმაზე აპელირება, რომ საზოგადოება არასაკმარისად ინფორმირებულია, არასწორია?
- სავსებით გეთანხმებით. სამედიცინო დაზღვევა დაზღვევის მეტად სპეციფიკურ სახეობას წარმოადგენს. დაზღვეულისა და სადაზღვევო კომპანიის გარდა, ამ ურთიერთობებში მესამე მხარე – სამედიცინო ინდუსტრია მონაწილეობს. მხედველობაში მაქვს საავადმყოფოები, კლინიკები, ფარმაცევტული საწარმოები. ამასთან, საკმაოდ რთული და ფაქიზია სამედიცინო დაზღვევის აქტუარიკა, ანუ სამედიცინო დაზღვევის სფეროში ფასწარმოქმნის პრაქტიკა. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რამდენად სწორი ფასი ადევს სამედიცინო დაზღვევის ამა თუ იმ პროდუქტს. ეს განსაკუთრებით სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში შექმნილ სადაზღვევო პროდუქტებს ეხება, მათი განსაკუთრებული სოციალ-ეკონომიკური მნიშვნელობისა და დატვირთვის გამო. ვფიქრობ, ამ პროგრამების განხორციელების ტექნიკური დეტალები მეტად დასახვეწია და სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ მონიტორინგსა და ზედამხედველობას საჭიროებს. მაგალითად, პროგრამული არასრულყოფილების გამო, ძალიან ხშირია უთანხმოება პროვაიდერი და არაპროვაიდერი სამედიცინო დაწესებულების არჩევის თვალსაზრისით, ასევე სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში დაზღვეულების მედიკამენტური უზრუნველყოფის კუთხითაც, რაც ხშირ შემთხვევაში გაუგებრობებისა და უთანხმოების ობიექტური უკმაყოფილების საფუძველი ხდება. სავსებით დაუხვეწავია სადაზღვევო კომპანიებისა და სამედიცინო დაწესებულებების ურთიერთკოორდინაციის და ურთიერთანგარიშების საკითხებიც კი. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევებში არც სადაზღვევო კომპანიის და არც სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები არ იცნობენ სრულყოფილად სამედიცინო დაზღვევის პროგრამას, რაც, რიგ შემთხვევაში, მატერიალურადაც კი აზარალებს დაზღვეულებს. ანუ, დაზღვეულები, სწევენ სამედიცინო ხარჯებს, რომელთა შემდგომი ანაზღაურება და დაფარვა სადაზღვევო კომპანიების მიერ არ ხორციელდება. ყოველივე ეს კი ქმნის საშინელ გაუცხოებას და უნდობლობას სადაზღვევო პროდუქტებისა და ზოგადად, სადაზღვევო ინდუსტრიისადმი, მათ შორის, სამედიცინო დაზღვევის პროდუქტებისადმი. ეს ძალზედ კარგად გამოჩნდა იაფი დაზღვევის პროგრამის განხორციელების პროცესში. ხალხი უბრალოდ არ ენდო ამ ახალ პროდუქტს, მითუმეტეს მარკეტინგული თვალსაზრისით სახელმწიფომ ყოვლად გაუმართლებელი ნაბიჯი გადადგა, როცა პროგრამას "იაფი" დაარქვა. ანუ თავიდანვე შექმნა ფსიქოლოგიური ბარიერი და ამით უნებლიედ, საწყის ეტაპზევე წარუმატებლობისთვის გაწირა სახელმწიფო პროგრამა. კომერციულად თითქმის უპირობოდ განწირულია მცდელობა საზოგადოებას შესთავაზო მასობრივი, "იაფი" და ამავდროულად ვირტუალური პროდუქტი, თანაც ამ პროდუქტში მცირედი, მაგრამ თანხის გადახდა მაინც მოსთხოვო. დაზღვევა ხომ სწორედ ამგვარ "ვირტუალურ", დღეს მატერიალურად არ არსებულ დაპირებაზე დაფუძნებულ პროდუქტს წარმოადგენს. და მაშინ, როცა ნდობა არასაკმარისია, ასეთ "დაპირებაში" საზოგადოება ფულს არ გადაიხდის.
- რაში ხედავთ გამოსავალს? სახელმწიფომ ხელი უნდა აიღოს ასეთი ტიპის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაზე?
- რა თქმა უნდა, არა. პირიქით, სახელმწიფო უნდა ცდილობდეს მეტი ძალისხმევით და პროგრამის სრულყოფის გზით უზრუნველყოს მისი განხორციელების ეფექტურობა და სასურველი სოციალ-ეკონომიკური ეფექტის მიღება. აღნიშნული, ვფიქრობ, რამდენიმე ძირითად კომპონენტს უნდა ითვალისწინებდეს:
1. სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამები უნდა შედგეს კონკრეტული სოციალური საჭიროებიდან და პრიორიტეტულობიდან გამომდინარე და, ამასთან უნდა ეფუძნებოდეს ძალიან მკაცრ და დეტალურ ტექნიკურ-ეკონომიკურ გათვლებს. პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს ფსიქოლოგიურ და მენტალურ ასპექტებს, რომლებიც პროგრამის განხორციელების წარმატების საფუძველი გახდება.
2. ტექნიკური კომპონენტების სრულყოფა და გამარტივება, დაზღვეულის მიერ გადაწყვეტილების მიღების, სამედიცინო დაწესებულების არჩევის, სადაზღვევო პროცედურების განხორციელების და კუთვნილი სადაზღვევო ანაზღაურების ან სამედიცინო სერვისის მიღების თვალსაზრისით. და რაც უმთავრესია, პროგრამის ტექნიკური მხარის განხორციელების სახელმწიფოებრივი კონტროლისა და მონიტორინგის ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბება და ამოქმედება. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება პროგრამა მიმზიდველი და სასურველი საზოგადოებისათვის, რაც სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ პროგრამაში მონაწილე თითოეული სუბიექტის სამომხმარებლო უფლებების დაცვას და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნას.
3. ვფიქრობ, თანადაფინანსების ელემენტის შემოტანა სახელმწიფო იაფი სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში ნაადრევი გადაწყვეტილება იყო. ყოველ შემთხვევაში, უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში მაინც. უფრო ეფექტური იქნებოდა, მაგალითად, საზოგადოების გარკვეული ფენისათვის, ვთქვათ, 50 ათასი კაცი, სრულად სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული სამედიცინო პროგრამის განხორციელება და 2 ან 3 წლის შემდეგ, როცა პროგრამის წარმატებული დანერგვა და მონიტორინგი მოხდებოდა საზოგადოებაში, თანადაფინანსების ელემენტების შემოტანა განხორციელებულიყო. ამის პარალელურად, ბუნებრივია, უნდა მიმდინარეობდეს უმწეოთა და პედაგოგთა სახელმწიფო და სამედიცინო დაზღვევის პროგრამები, მაგრამ ტრანსფორმირებული, ტექნიკურად სრულყოფილი სახით.
- რამდენიმე დღის წინ კახა ბენდუქიძემ მასობრივი ინფორმაციის საშუალებით განაცხადა, რომ მიზანშეუწონელია სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამების ფარგლებში იფარებოდეს მედიკამენტოზური მომსახურების ხარჯები. იგი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ფულადი დახმარებების ოდენობა უნდა გაზარდოს, რაც უზრუნველყოფს მედიკამენტების შეძენის ხარჯების დაფარვას მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის.
- მეც მოვისმინე ეს განცხადება. ყოველ შემთხვევაში, მეც ასე გავიგე მისი ნათქვამი. ვერ დავეთანხმები. თანაც, ვეჭვობ, ლიბერალური ეკონომიკური მიდგომების მკაფიო გამოხატულება იყოს პრობლემის ამგვარი დასმა და გადაწყვეტა. ცოტა გასაკვირია, მეტი რომ არა ითქვას. სამედიცინო დაზღვევის ხარჯები, მათ შორის სახელმწიფო პროგრამებში, სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება, მათ შორისაა მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურება და მისი პროგრამიდან ამოღება ყოვლად წარმოუდგენელი და გაუმართლებელია. რა არის თავისი არსით სამედიცინო დაზღვევა? ეს არის დაზღვეულისთვის იმ სამედიცინო დანახარჯების დაფარვის შესაძლებლობა, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის ანუ ავადმყოფობის შედეგად მიადგება მას. მედიკამენტოზური მკურნალობა სწორედ ერთ-ერთ ასეთ კომპონენტს წარმოადგენს მკურნალობის ერთიან, მთლიან ჯაჭვში. და მნიშვნელობა არ აქვს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამაა ეს თუ კერძო. სამედიცინო დაზღვევის არსი ამით არ იცვლება. ამდენად, ან ჩვენ, მე და თქვენ, ასევე საზოგადოებამ მთლიანად, კარგად ვერ გავიგეთ ბატონმა ბენდუქიძემ რაც ბრძანა, ან უბრალოდ, მას სხვა რაღაცის თქმა სურდა.
- ყოველივე ამის გათვალისწინებით, პრობლემები მაქვს მხედველობაში, პერსპექტიულად მიგაჩნიათ საქართველოში ზოგადად სამედიცინო სადაზღვევო ურთიერთობების განვითარება?
- სავსებით. ეს ბუნებრივი რეალობაა. ურთიერთობების სრულყოფას ყოველთვის ახლავს პროგრესი და განვითარება. ოღონდ, ეს ურთიერთობები მიზანმიმართული და გონივრული დაგეგმვის შედეგი უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ სამედიცინო დაზღვევას ერთ-ერთი უმთავრესი და მოწინავე პოზიცია უნდა ეკავოს საზოგადოების სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სისტემაში. თუმცა, ასევე მიმაჩნია, რომ მთელი ჯანდაცვის სფეროს სამედიცინო დაზღვევის სისტემაზე გადაყვანა ამ ეტაპზე გაუმართლებელი და სოციალურად არამოტივირებული და ეკონომიკურად არარენტაბელური იქნება. ეს სფერო არ უნდა წარმოადგენდეს ექსპერიმენტების პოლიგონს და გადაწყვეტილებები და პრიორიტეტები კვლევებისა თუ დაკვირვების, ანალიზის შედეგად უნდა მიიღებოდეს. და არა იმაზე დაყრდნობით, თუ რა გვგონია ამ ეტაპზე `ეფექტურად~ და რა მიგვაჩნია `პერსპექტიულად~.
2008 წლის მონაცემებით სამედიცინო დაზღვევას მთლიან სადაზღვევო ინდუსტრიაში ნახევარზე მეტი – 59% უჭირავს. მათ შორის, მთლიანად ანაზღაურებული ზარალების (108, 5 მლნ ლარი) 78% სამედიცინო დაზღვევის ზარალებზე (84,8 მლნ ლარი) მოდის. საყურადღებოა ისიც, რომ ზარალიანობის კოეფიციენტი სამედიცინო დაზღვევაში 52,9%-ს არ აღემატება (მთელი სადაზღვევო ინდუსტრიის ზარალიანობის კოეფიციენტი 43,7%-ია), რაც იმის იმედს იძლევა, რომ ასათვისებელი რეზერვი ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ განვითარებისა და პერსპექტივის საფუძველი თავად სამედიცინო დაზღვევის პროდუქტებისა და მთელი სადაზღვევო ინდუსტრიის, მათ შორის, სადაზღვევო კომპანიების პროფესიონალიზაციაშია. რისგანაც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ შორს ვართ.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48