ნანახია: 765
25-26 ივნისს თბილისის მერიის მიერ “ევროპის მთავარი ქალაქების ქსელის” - EUROCITIES ეგიდით ტარდება კონფერენცია “ქალაქების როლი ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში”, რომელშიც ევროპის 40 ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. “აღმოსავლეთთან პარტნიორობის ინიციატივის” ქალაქებს შორის თბილისი პირველი ქალაქია, სადაც განხილული იქნება აღმოსავლეთთან პარტნიორობის აქტუალური საკითხები. შეხვედრის დროს გაიმართება დისკუსია ევროპის სამეზობლო პოლიტიკასა და ქალაქების როლზე `აღმოსავლეთთან პარტნიორობის ინიციატივაში~. ექსპერტები ქალაქებს შორის თანამშრომლობისათვის განკუთვნილ ევროპროგრამებსა და ფონდებზე ისაუბრებენ. კომფერენციის ფარგლებში EUROCITIES “ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების” სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგება, რომლის დროსაც ჯგუფის სამომავლო გეგმები და მონაწილე ქალაქებს შორის პარტნიორობის შესაძლებლობები განისაზღვრება. თბილისის მერი გიგი უგულავა კომფერენციის გახსნას დაესწრება და მის მონაწილეებს პირადად შეხვდება.
|