ნანახია: 797
საქართველოს რკინიგზამ დაიწყო ახალი საინვესტიციო პროგრამის განხორციელება, რაც გულისხმობს საგარეუბნო და ადგილობრივ მიმართულებებზე მოძრავი მატარებლების განახლებას. საქართველოს რკინიგზა ამ მიმართულებით 37 რეისს ასრულებს და წლის ბოლოსთვის ყველა მატარებელი განახლებული იქნება.თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანასთან გაფორმდა კონტრაქტი. ამ ეტაპზე გადახდილია 7 მილიონი ლარი. ორშაბათს, 22 ივნისს, 11 საათზე ბორჯომი-ბაკურიანის სადგურში ახალი მატარებლის პრეზენტაცია მოეწყობა, რაც საკურორტო სეზონისთვის დამსვენებლებს დამატებით კომფორტს შეუქმნის, მგზავრობის ფასი არ იცვლება. ”ვფიქრობ, ახალი კომფორტული მატარებელი მისაღები იქნება არა მარტო ბორჯომელებისთვის, არამედ დამსვენებლებისთვის, რომლებიც რეგულარულად ჩამოდიან ბორჯომსა და მიმდებარე საკურორტო ზონაში”, აცხადებს ბორჯომის ვაგზლის დირექტორი ანზორ სვანიძე.
|