ქართული ტელებიზნესი - ერთი დიდი მოჯადოებული წრე » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ქართული ტელებიზნესი - ერთი დიდი მოჯადოებული წრე
ნანახია: 1252

ქართული ტელებიზნესი - ერთი დიდი მოჯადოებული წრე

ქართულ ელექტრონულ მედიაში "ზასტოია", რომელსაც პრეზიდენტის მიერ დემოკრატიის მეორე ტალღის გამოცხადებამაც ვერაფერი უშველა. ამას თავისი მკვეთრად გამოხატული სუბიექტური მიზეზები აქვს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი ამ ტელევიზიების სახელმწიფო დოტაციაზე ან მფლობელის დაფინანსებაზე დამოკიდებულებაა. ეს კი პირდაპირპროპორციულად აისახება ტელევიზიის დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის ხარისხზე. შედეგად გვაქვს ის, რომ დღესდღეობით ქართული ტელემედიაბიზნესი ფაქტობრივად არ არსებობს. ტელევიზიებში გასავლებთან შედარებით სარეკლამო შემოსავლები იმდენად მწირია, რომ თუ არა პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება, მათი უმრავლესობა, უბრალოდ, ვერ იფუნქციონირებდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ვერც ერთი ტელეკომპანია ვერ იქნება დამოუკიდებელი, რადგან მათ არ გააჩნიათ საკუთარი ფინანსური ბერკეტები და იძულებულნი არიან მფლობელის ან დამფინანსებლის ინტერესები გაატარონ, რომ არ შეუწყდეთ სასიცოცხლო წყარო. იშვიათ გამონაკლისად შეგვიძლია ტელეკომპანია "კავკასია" და "მაესტრო" მივიჩნიოთ.
გაზეთი "ბანკები და ფინანსები" ტელეკომპანია "კავკასიის" მეპატრონესა და პროგრამების დირექტორს ნინო ჯანგირაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც მოკლედ გვითხრა, რომ დღევანდელ მედიაბიზნესში ძალიან ცუდი მდგომარეობაა და ვრცელ ინტერვიუზე უარი განაცხადა.
"მაესტროს" დირექტორმა მამუკა ღლონტმა იმ პერიპეტიებზე ისაუბრა, რომელიც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, - "მაესტროს" ლიცენზიის საკითხთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაში პარლამენტის თავმჯდომარე ჩაერია და მხოლოდ მას შემდეგ მოხდა შეთანხმება მარეგულირებელ კომისიასა და ჩვენს შორის. თუ "მაესტრო” არ გააგრძელებს ჩივილს, ისინი გვთავაზობენ ლიცენზიის მოდიფიცირებას, რაც დღევანდელი კანონმდებლობით შესაძლებელია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩვენ არ მოგვცეს უფლება შემეცნებითი გადაცემების ეთერში გაშვების, რადგან კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სახელი ჩვენთან მიმართებაში არ გასვრილიყო. შემდეგ კი სახელმწიფო გადაწყვეტილებით მოგვცეს ლიცენზია. დღევანდელ ჩვენს მედიაში პატარ-პატარა კუნძულებია, რომლებიც არ ექვემდებარება სახელმწიფოს. ძირითადად ეს ეხება ბეჭდურ მედიას, "კავკასიას" და ჩვენ. დანარჩენი ყველა ხელისუფლების განყოფილებებია, რომლებიც მათზე მუშაობს.
"მაესტრო" ეთერში, სავარაუდოდ, 24 ნოემბრიდან გავა. ერთ-ერთი ჩვენი გადაცემა იქნება "პროფესია ჟურნალისტის" გამოკითხვები და "კომენტარის გარეშე". სხვა გადაცემების შესახებ ჩვენი ჟურნალისტთა საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგან მფლობელები სარედაქციო პოლიტიკაში არ ვერევით. შესაბამისად, ჩვენს არხზე ობიექტური აზრი გარანტირებული იქნება და საზოგადოებას მართალ, ნამდვილ ინფორმაციას მივაწვდით.”
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძემ თექვსმეტ ოქტომბერს წერილით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსს გრიგოლ გობეჯიშვილს, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი სტრუქტურებისგან ტელეკომპანიების "რუსთავი 2"-ის, "მზის" და "იმედის" მესაკუთრეების და მართვის საჯაროობასთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ. რადგან დღეს არსებული კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისგან გამოთხოვილი ინფორმაციით ბუნდოვანია ამ ტელეკომპანიების მფლობელების ვინაობა. მაგალითად, ტელეკომპანია "მზის" დამფუძნებლის კორპორაცია "გეომედია გრუპი" დარეგისტრირებულია მარშალის კუნძულებზე. (10.01.2007 წ. მის: აჯელთეიქის ქ. აჯელთეიქის კუნძული, აჯურო, მარშალის კუნძულები MH96960). "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლის კორპორაცია "გეომედია გრუპი", რეგისტრირებულია მარშალის კუნზულებზე (10.01.2007 წ. მის: აჯელთეიქის ქ. აჯელთეიქის კუნძული, აჯურო მარშალის კუნძულები MH96960). "იმედი" მართვის უფლების მქონე კომპანიის "ნიუს კორპ ევროპა ინქ."-ის მიერაა რეგისტრირებული აშშ-ში, დელავერის შტატში. (ადგილსამყოფელი: 1211 ამერიკის გამზირი, NY10036).
"მედიაბიზნესის თემით ჩვენ დიდი ხანია დავინტერესდით. საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ ვინ არიან დღეს მედიასაშუალებების რეალური მფლობელები. ჩვენმა ორგანიზაციამ, დაახლოებით, ერთი თვის წინ, კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანიზაციისგან გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოში მოღვაწე ტელემაუწყებლების მფლობელების საჯაროობასთან დაკავშირებით. თავისუფალი მედიის არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია მფლობელების შესახებ დაფარული არ უნდა იყოს. კანონი პირდაპირ ავალებს კომუნიკაციების მარეგულირებელ ორგანიზაციას ამ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებას და ამბობს, რომ მედიასაშუალებების მონოპოლიზაცია აკრძალულია. ჩვენს მიერ კომუნიკაციების ეროვნული კომისიისაგან გამოთხოვილი ინფორმაციით "რუსთავი 2-ის" "მზის" და "იმედის" მფლობელები დარეგისტრირებული არიან ოფშორულ ზონებში, ხოლო მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის გაგება შეუძლებელია. იმისათვის, რომ ეს ინფორმაცია საჯარო გახდეს, ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული მესაკუთრეების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვალდებულებაა. მათ შეუძლიათ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დახმარების მიზნით მიმართონ, რათა მისი მეშვეობით მოხდეს სამივე ტელეკომპანიის მესაკუთრეების და მართვის უფლების მქონე იურიდიული პირების დამფუძნებელთა შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ საბოლოო ჯამში, ვინ დგას ამ იურუდიული პირის უკან. ბუნდოვანია ტელეკომპანია "იმედის" მესაკუთრეობის საკითხიც. ვფიქრობ, კანონიერი გზით უნდა გადაწყდეს ოჯახის წევრებსა და ბატონ ჯოზეფ ქეის შორის მესაკუთრეობის შესახებ დავა.
"მაესტროს" ტელევიზიის თემა ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება დღეს მედია-თავისუფელბას. ჩვენი ორგანიზაციის საუკეთესო იურისტები სასამართლოში "მაესტროს” მხარეს წარმოადგენდნენ. სარჩელის შეტანისას ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია "მაესტროს" არ აუკრძალავდა ანალიტიკურ - შემეცნებითი გადაცემების ეთერში გაშვებას. მაშინ, როცა მათ ამისათვის ლიცენზია ჰქონდათ. სამწუხაროდ, სასამართლომ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ ამ თემით დაინტერესებული ვართ, რადგან ეს მხოლოდ "მაესტროს" არ ეხება. არ შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს კანონი, რომელიც საკაბელო ტელევიზიებისთვის ლიცენზიას ითხოვს. სიხშირეების შემთხვევაში კი ეს მართებული იქნებოდა. მნიშვნელოვანი იყო პარლამენტის თავმჯდომარის მიერ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის პარლამენტში დაბარება და "მაესტროს" საკითხის პოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტა. Kკარგია, როცა ხელისუფლება დაინტერესებულია მედიასაშუალებების თავისუფლების საკითხით, მაგრამ როცა სასამართლო გადაწყვეტილება უარყოფითი არსებობს და შემდეგ პოლიტიკური გზით ხდება საკითხის გარკვევა, ეს არ უწყობს ხელს ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნას.
მე, როგორც მოქალაქე, ვხედავ, რომ დღეს საქართველოში ჟურნალისტებს სირთულეები აქვთ თავისუფალი აზრის გამოხატვასთან დაკავშირებით. თუ ყველაფერი სამართლიანი გზით იქნება წარმართული, ჩვენს საზოგადოებას უფრო მეტად მრავალფეროვანი და თავისუფალი მედია ეყოლება. რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ.
დღეს საქართველოში ტელემედიის რეალურ მფლობელთა საკითხი და ვინაობა იმდენად ბუნდოვანი, გაურკვევალი და გასაიდუმლოებულია, რომ ყველაზე ობიექტური და მონდომებული ჟურნალისტური გამოძიებაც კი ვერაფერს გახდება. Aმიტომაც ჩვენი მცდელობა, შეგვესწავლა ქართული ტელესივრცე, როგორც ბიზნესი და ინდუსტრია, უაღრესად რთული აღმოჩნდა. Eეს არის ერთი დიდი ჩაკეტილი, მოჯადოებული წრე, რომელზედაც კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს სიარული, არავინ იცის...


ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48