"დემოკრატიული საქართველო" არადემოკრატიულობის რეიტინგში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : "დემოკრატიული საქართველო" არადემოკრატიულობის რეიტინგში
ნანახია: 932

პარიზში მოქმედმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" თავისი მორიგი კვლევის შედეგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით საქართველო სიტყვის თავისუფლების მაჩვენებლით 180 ქვეყნიდან 120-ე ადგილზეა. შეიძლება ითქვას, ჩვენი ქვეყანა უდაო ლიდერია უკუსვლის მიხედვით. 2007 წელთან შედარებით, ჩვენ არც მეტი არც ნაკლები, 54 პოზიციით დავიხიეთ უკან. ამ თვალსაზრისით მხოლოდ მავრიტანია გვისწრებს, რომელმაც 55 საფეხურით გადაიწია უკანა რიგებში. "ლიდერთა" სამეულში შევიდა ბოლივიაც. ჩვენს ქვემოთ აღმოჩნდა მხოლოდ ყაზახეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია და თურქმენეთი. პირველი სამი ადგილი კი ისლანდიამ, ლუქსემბურგმა და ნორვეგიამ დაიკავა.
სიტყვის თავისუფლების შესახებ ქართულ საზოგადოებას არა ერთხელ გამოუთქვამს პროტესტი და გამოთქვამს ყოველდღიურად მიმდინარე საპროტესტო აქციებზე. განსაკუთრებული კრიტიკის საგანი ქართული ტელევიზიებია. ყველაზე ხშირად პირველი არხის – ამჟამინდელი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ისმის პრეტენზიები, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხელისუფლების ზეწოლის შედეგად სრულიად უგულებელყოფს ხალხის სამართლიან მოთხოვნას – სრულად და ობიექტურად ასახოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები.
ჯერ კიდევ 90-იან წლებში, კერძო ტელევიზიების საშუალებით, საზოგადოებას ჰქონდა საშუალება, რომ მიეღო რეალური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტეკონომიკური მდგომარეობის შესახებ იმ თოქ-შოუების და პოლიტიკური დებატების საშუალებით, რომელიც სხვადასხვა არხზე გადიოდა. საზოგადოებას, მთელი საქართველოს მასშტაბით, ესმოდა განსხვავებული აზრი და იმ პერიოდში, ავად თუ კარგად, ე.წ. ინფორმაციული შიმშილის პრობლემა არ იდგა.
2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შედეგად კი რიგრიგობით, სხვადასხვა მიზეზით, დაიხურა ტელევიზიები, ხოლო იმ ტელევიზიებში, რომლებიც ხელისუფლებამ საკუთარ პოლიტიკურ კონტროლს დაუქვემდებარა, ერთი მეორის მიყოლებით გაქრა პოლიტიკური ტოკ-შოუები და ჟურნალისტური გამოძიებების შედეგად მომზადებული გადაცემები. ამის შედეგად დღეს მივიღეთ ორიოდ კერძო ტელევიზია - "კავკასია" და "მაესტრო", რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. "კავკასია" თბილისსა და მის შემოგარენში ვრცელდება, ხოლო "მაესტროს" ცქერა მხოლოდ საკაბელო არხითაა შესაძლებელი. სახელისუფლო კონტროლს დაქვემდებარებული ე.წ. კერძო ტელევიზიები კი "რუსთავი 2," "იმედი," "ალანია," "საქართველო", აჭარის ტელევიზია და სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი მთელ საქართველოზე მაუწყებლობს.
საზოგადოების ინფორმაციულობის თვალსაზრისით შეიქმნა უმძიმესი ვითარება – ორ პოლუსად გაყოფილ, მთლიანად პოლიტიზებულ მედიაში ობიექტური ინფორმაცია საძებარი გახდა. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი არხებიდან მკაცრი ცენზურის ქვეშ გაფილტრული ინფორმაცია მოდის, ხოლო არაკონტროლირებადი არხებიდან ამ ინფორმაციების მიმართ პროტესტი.
ქვეყანაში გამძაფრებული პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთ მთავარი მიზეზი ცენზურადადებული და კონტროლიებადი მას-მედიაცაა და ის ხშირ შემთხვევაში, საშიშ იარაღად გადაიქცევა ხოლმე. შექმნილი ვითარების რამდენადმე განსამუხტავად, რომელსაც სახელისუფლო წრეები არამც და არამც არ უწოდებენ კრიზისულს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელისუფლებო ზეწოლისგან გათავისუფლება და მისი მთავარი ფუნქციის (ობიექტური ინფორმაციის მიწოდება) შესრულება მოიაზრება, რადგანაც ინფორმაციის ვაკუუმი და დეფიციტი ქმნის სწორედ კრიზისულ მდგომარეობას. საზოგადოებას ობიექტური, დამოუკიდებელი მედია სჭირდება. ამ საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ იმ ადამიანთა დამოკიდებულებასა და მოსაზრებებს, რომლებიც სხვა ადამიანებთან ერთად, ქმნიან სადღეისოდ ქართულ მედიას. "ბ&ფ"-ის დღევანდელი რესპოდენტები ჟურნალისტები ინგა გრიგოლია, ლაშა ტუღუში, ია ანთაძე და ზვიად ქორიძე არიან.
ინგა გრიგოლია, ჟურნალისტი.[/center]
"ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ტელეკომპანია "იბერიის" დარბევით დაიწყო. Mამას წინათ გადავხედე კადრებს. მე აღარც კი მახსოვდა იქაც თუ სპეცრაზმი შეიჭრა. ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა საქართველოში. ამას მოჰყვა ის, რომ დაიხურა "მზეზე" ჩემი გადაცემა, ზუსტად იმავე პერიოდში დაიხურა კოკა ყანდიაშვილისა და ეკა ხოფერიას გადაცემებიც. მიზეზით, თითქოსდა, საზოგადოებას მობეზრდა ეს დებატები.
ეს სამი დიდი თოქ-შოუ დაიხურა ერთდროულად და ეს არ იყო პატარა, უმნიშვნელო რაღაც, რასაც ყურადღება არ უნდა მიქცეოდა. ერთდროულად დაგვიბარეს მე და ეკა და ორივეს ერთდროულად დაგვიხურეს გადაცემები.
მიზეზი როცა ვიკითხე, თუ რა გახდა გადაცემის დახურვისა, იცით, რა მითხრა არხის დირექტორმა? რომ შენს გადაცემას რეიტინგი დაუვარდაო.Eეს იყო სრული აბსურდი, მე ამას ვამბობ ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე.
მაგრამ მაშინ არ იყო ასეთი სოლიდარობა არც საზოგადოების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ გამოხატული და არც პოლიტიკოსების მხრიდან. ახლა, პირიქით, ძალიან გააქტიურებულია ეს მხარდაჭერა. გამუდმებით ისმის კომენტარები ამ მისამართით, მაშინ კი სამი გადაცემის დახურვას, სამი საკმაოდ მნიშვნელოვანი თოქ-შოუს დახურვას, თითქმის არანაირი მხარდაჭერა არ მოჰყოლია! მაშინ ამ ყველაფერმა უყურადღებოდ ჩაიარა. სწორედ ამის გამოძახილი იყო ცნობილი მოვლენები 2007 წლის "იმედის" დარბევისა.Eეს ყველაფერი უკვე გახდა საფუძველი იმისა, რომ მიგვეღო ის შედეგი, რაც დღეს თქვენ კიდევ ერთხელ მომაწოდეთ. უბრალოდ, მაშინ ჯერ კიდევ რევოლუციის ხიბლით იყო საზოგადოება გამსჭვალული და ეს იმიტომ არ გახდა ასეთი განსჯის საგანი, როგორც დავუშვათ "იმედი" და ის მოვლენები, რაც ყოველდღიურად ხდება საქართველოში."
ლაშა ტუღუში, გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი

"2008 წელი საკმაოდ რთული წელიწადი იყო. გახსოვთ, ალბათ, ახალი მომხდარი იყო ნოემბრის ამბები და ქვეყანაში ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო. გაქრა ეკრანებიდან ყველანაირი სახის თოქ-შოუ, იყო საკუთრების უფლების პრობლემა, ლიცენზირების პრობლემა ჰქონდა "მაესტროს," აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულებაა ჩვენს მიმართ. "იმედის" დარბევა უფრო წინ იყო 2008 წლამდე, მაგრამ ეს ყველაფერი ამ ფაქტის გავრცელებას მოჰყვა. წინა წელს მედიასთან დაკავშირებით მდგომარეობა არ იყო კარგი, შეიძლება ითქვას, რომ 2007 წლის შემოდგომის მოვლენების შედეგად ჩვენ უკან დავიხიეთ. ეს პროცესი მერეც გაგრძელდა და ჩვენ აშკარად უკან წავედით. ამის შემდეგ აღდგა ეს გადაცემები, პოლიტიკური დისკუსიის ფორმატი გამოჩნდა ეკრანზე, თუმცა, რა თქმა აუნდა, ეს არ არის საკმარისი. პრობლემების ჩამონათვალი ასეთია: საკუთრების დაუცველობა, მედიაში რაც არის საფუძველი და საყრდენი, გაუმჭვირვალეობა - ჩვენ არ ვიცით, ვინ არიან ამა თუ იმ ტელევიზიის მესაკუთრეები და თანაც არ ვიცით ერთია და მეორე, ისინი არიან დარეგისტრირებულნი სადღაც კუნძულებზე, სადაც, როგორც წესი, არა მარტო შეღავათების გამო მიდიან, არამედ მიდიან იმისათვის, რომ არ ჩანდნენ ვინ არიან. ჩვენ ვერ უზრუნველყავით ეს და ეს ძალიან ცუდია. Mმე ვგულისხმობ ჩვენს კანონმდებლობას. ის არ არის შესაბამისად დახვეწილი. არც საზოგადოებრივი კონტროლია საკმარისი იმისათვის, რომ გავერკვეთ, ვინ ვინ არის. შესაძლებელია, რაღაც ვივარაუდოთ, მაგრამ ამას ვერანაირი საბუთით და დოკუმენტით ვერ დაამტკიცებ. გარდა ამისა, იყო ფაქტები ჟურნალისტებზე ზეწოლის. საზოგადოებრივი არხის მუშაობით, რომელიც ძალიან დიდ თანხას ხარჯავს ჩვენი ქვეყნის მასშტაბიდან გამომდინარე, არა ვართ კმაყოფილნი, განსაკუთრებით საინფორმაციო მიმართულების კუთხით. მათი საქმიანობა ამ თვალსაზრისით არ არის ის, რაც უნდა იყოს. ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემები ჰქონდა ბეჭვდით მედიასაც. ამის გარდა, როგორც წესი, კვლევებისას ფასდება მთლიანად მთელი საქართველო, ანუ აქ შედის ის რეგიონებიც, სადაც საქართველოს პრესა ვერ ვრცელდება. მე ვგულისხმობ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონსაც. ესეც ითვლება, ხშირ შემთხვევაში, თავისუფალი მედიის განმსაზღვრელად. მე არ ვიცი ბოლოს როგორ იყო, მაგრამ, როგორც წესი, ამასაც ანგარიშობენ ხოლმე. იქაური მდგომარეობა ჩვენს მდგომარეობას ასახავს და საბოლოო ჯამში, ვიღებთ იმას, რაც სახეზეა."
ია ანთაძე, ჟურნალისტი

"მთავარი მოვლენა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 2008 წელს განვითარდა და რამაც განსაზღვრა მედიის მდგომარეობა საქართველოში, იყო აგვისტოს ხუთდღიანი ომი საქართველოსა და რუსეთს შორის. ამ ომმა, მშვიდობიან მოსახლეობასთან და მეომრებთან ერთად, ჟურნალისტების სიცოცხლეც შეიწირა.
რაც შეეხება მედიის ზოგად მდგომარეობას, ის 2008 წელს თვისებრივად არ შეცვლილა. საერთო-ეროვნული ტელევიზიები, რომლებიც ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ისევ კონტროლდება ხელისუფლების მიერ. შესაბამისად, ტელევიზიები, რომლებიც კონტროლს არ ექვემდებარება, ძირითადად, იმ ამბებს გადმოსცემენ, რომლებიც "დიდი" ტელევიზიებით ან საერთოდ არ შუქდება, ან შუქდება, მაგრამ არასრულად. შესაბამისად, გვაქვს პროსახელისუფლო და ოპოზიციური ტელევიზიები. "კავკასია" და "მაესტრო", რომლებიც საინფორმაციო პროგრამებში, ძირითადად, ალტერნატიულ ინფორმაციას გადასცემენ, მხოლოდ თბილისის და ორიოდე ქალაქის მოსახლეობისთვის არის ხელმისაწვდომი.
ბოლო წლების განმავლობაში, ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკიდან გამომდინარე, ჩამოყალიბდა თვისებრივად ახალი ვითარება, როდესაც საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს შორის სადავოა არა ამა თუ იმ ფაქტის შეფასება – რა არის კარგი და რა ცუდი – არამედ სადავოა თავად ფაქტები. დღეს საქართველოში მოსახლეობის ერთ ნაწილი მხოლოდ იმ ინფორმაციას ენდობა, რომელიც პირველი არხით, "რუსთავი 2"-ით ან "იმედით" ვრცელდება, ან იმ ინფორმაციას ენდობა, რომელიც ვრცელდება "კავკასიით" ან "მაესტროთი". შესაბამისად, ადამიანებისთვის ფაქტია არა ის, რაც ხდება (არ ვიცით სინამდვილეში რა ხდება), არამედ ის, რისიც ამა თუ იმ ადამიანს სჯერა.
სურათს ვერ ცვლიან გაზეთები, რადიოსადგურები და ინტერნეტული მედია, რადგან მათი მომხმარებელი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ტელემაყურებელი. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საქართველოში არის მედიასაშუალებები, რომლებზეც ცენზურა არ ვრცელდება. ეს ხაზგასმით შეიძლება ითქვას რამდენიმე თბილისურ გაზეთზე, რეგიონულ გაზეთებზე და რადიოსადგურებზე, სადაც, დიდწილად, კეთილსინდისიერი ჟურნალისტები საქმიანობენ. რეგიონული მედიასაშუალებები საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ფინანსდება, რაც მოვლენების სამართლიანი გაშუქების წინაპირობაა.
მთლიანობაში, მთავარი გამოწვევა დღეს არა მხოლოდ ქართული მედიისთვის, არამედ საქართველოს სახელმწიფოსთვის არის ტელევიზიების გათავისუფლება ხელისუფლების გავლენისგან. ამ მიზნის მიღწევის რეცეპტები არ არსებობს, მაგრამ უკვე დადგა დრო, როდესაც მედიის მნიშვნელობა ბოლომდე გააცნობიერა არა მხოლოდ ხელისუფლებამ, არამედ ოპოზიციამ და საზოგადოებამაც. ეს არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელი პირობაა მედიის გათავისუფლებისთვის ხელისუფლების მარწუხებისგან."
ზვიად ქორიძე, მედია - ექსპერტი[center]
"ეს მონაცემები თავისთავად გულისხმობს იმ პროცესებს, რაც საქართველოში ვითარდებოდა 2007 წლის ბოლოდან 2008 წლის ბოლომდე მედიის თვალსაზრისით. 2007 წელს იყო "იმედი" და ამავე წლის ბოლოს იყო "იმედის" დარბევა, რაც ნაკლებად მოხვდა 2007 წლის შეჯამებაში.Uუფრო მნიშვნელოვანია, რაც მოხდა 2008 წლის დასაწყისში, როდესაც "იმედს" პრაქტიკულად წაართვეს მფლობელი.
2008 წლის თებერვალში, ყველას მოგეხსენებათ, გარდაიცვალა ბადრი პატარკაციშვილი და შემდგომ დაიწყო მარტის ბოლოდან "იმედის" წართმევის პროცესი. თებერვალშივე პროკურატურაში გამოცხადდა გიორგი გელაშვილი, რომელიც იყო ამ კომპანიის მთავარი მეწილე და მან პრაქტიკულად გადასცა თავისი წილი ჯოზეფ ქეის.
2008 წლის განმავლობაში არსებითად შეიცვალა მედიაბაზარზე, განსაკუთრებით ელექტრონულMმედიაბაზარზე გამჭვირვალობის ხარისხი. დღესეც კი არავინ ვიცით, ვინ არიან ტელეკომპანიების - "იმედი," და "რუსთავი 2" მფლობელები. ვიდრე ჩვენ ვარკვევდით ვინ არის მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია "ჯეო მედია გრუპი", რომელიც ფლობდა 55%-ს "რუსთავი 2"-სას, გაირკვა, რომ ის ფლობდა მხოლოდ 40A%-ს, 30%-ს ფლობდა არხის გენერალური დირექტორი ირაკლი ჩიქოვანი და 30%-ს ფლობდა საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ბეჟუაშვილი. მერე როდესაც დავიწყეთ იმის გარკვევა, თუ როგორ აღმოჩნდა ირაკლი ჩიქოვანის ხელში 30%-ი, უეცრად მოხდა ახალი უცანური ამბავი, რომ ირაკლიმ თავისი 30%-ი და "ჯეო მედია გრუპმა" თავისი 40%-ი ჯამურად მიჰყიდეს გაუგებარ კომპანიას, რომელიც საიდან გამოჩნდა, არავინ იცის. 70%-ის მფლობელი ამჟამად ისევ დაუდგენელია. ეს ეჭვს აჩენს იმ ადამიანებში, რომლებიც ინდექსს ადგენს სიტყვისა და მედიის თავისუფლებისას და ხვდებიან, რომ აქ რაღაც კარგად არ არის და ამის შედეგია საფეხურებრივი უკან დახევა.
2008 წლის დაბალ ინდექსს ზოგადად განსაზღვრავს ისიც, რომ მთელი ამ წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე დაიღუპა ოთხი ჟურნალისტი. მართალია, ეს ჟურნალისტები დაიღუპნენ საომარი მოქმედების დროს, მაგრამ ასეთი ტიპის ორგანოები, რომლებიც რეპორტიორების უფლებებსა და მედიის თავისუფლების საკითხებს იკვლევენ და იცავენ, ისინი განსაზღვრავენ, რომ ქვეყანაში, სადაც არის რისკიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი, იქ არის მედიის თავისუფლების მაჩვენებელი დაბალი. იმ ოთხიდან ორი იყო უცხოელი, ორი საქართველოს მოქალაქე. მათი დაღუპვა მოხდა დროის ძალიან მცირე მონაკვეთში, რამაც, საერთო ჯამში, შეკრა ის მაჩვენებელი, რაც დღეს გვიდევს. თან გაითვალისწინეთ ისიც, რომ 2008 წელს საქართველოში 2 არჩევნები იყო, ვადამდელი საპრეზიდენტო და ვადამდელი საპარლამენტო. ორივე არჩევნებზე იყო საკმაოდ სერიოზული მონიტორინგი ევროპული ინსტიტუტების მხრიდან, რომლებმაც დაადასტურეს, რომ საქართველოში მთლიანად მონოპოლიზირებული იყო ელექტრონულიMმედია.
ბეჭდურ მედიასთან დაკავშირებით ყველა მედიამკვლევარი და დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ აქ ხარისხი დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა მაღალია, მაგრამ სამაგიეროდ, დაბალია გაყიდვის მაჩვენებელი. არეალი, სადაც ვრცელდება ქართული პრესა, არის ძალიან მწირი. წარმოიდგინეთ, საქართველოს ყოველდღიური და ყოველკვირეული გაზეთის მაქსიმალური ტირაჟი 10 ათასი რომ იქნება. 8 ათასი, ეს არადამაკმაყოფილებებლია.
თბილისში ვრცელდება გაზეთების უმრავლესობა, თბილისში მაუწყებლობს ის კომპანიები, რომლებიც ვერ ავრცელებენ ინფორმაციას საქართველოს გარეთ. მედიის თავისუფლება მარტო პრესის თავისუფლება ხომ არ არის. ნებისმიერი სახის მედიის თავისუფლება სჭირდება ყველა მოქალაქეს. თუ დააკვირდებით, ინფორმირებულობის თვალსაზრისით, თბილისელი მოქალაქე არის ბევრად უფრო პრივილეგირებული, ვიდრე დავუშვათ ქუთაისში მცხოვრები. ქუთაისში მცხოვრები ამ კუთხით მაღლა დგას, ვიდრე მაგალითად, ხონში მცხოვრები და ვთქვათ, მესტიაში მცხოვრები. მესტიაში საერთოდ არ არის არანაირი სამხარეო გაზეთი. ახლახანს მქონდა საუბარი ერთ საინიციატივო ჯგუფთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამით და აპირებენ კიდეც მესტიაში გააკეთონ გაზეთი. რადგანაც იქ მცხოვრებ ადამიანებს აქვთ პროტესტი იმის გამო, რომ მათთან არ ჩადის ინფორმაცია. ტელევიზიებიდან ათასში ერთხელ თუ გამოანათებს "რუსთავი 2." ისინი საზოგადობრივის იმედზე არიან და შესაბამისად, იქ საკმაოდ სერიოზული ინფორმაციული ვაკუუმია.
მე ვიცი რამდენიმე დასკვნა, რომელიც ევროპულმა ჯგუფებმა მოამზადეს და დადეს, სადაც მათ სერიოზული შენიშვნები ჰქონდათ მედიის მისამართით აგვისტოს ომის დროს. იმიტომ რომ ომის დროს ინფორმაციები ადეკვატურად არ ვრცელდებოდა. რისი შედეგიც, ხშირ შემთხვევაში, იყო ადამიანთა მსხვერპლიც კი. აი, მაგალითად, ისტორია, რომელიც მოხდა თამარაშენში, როდესაც იქაური მოქალაქეები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ "რუსთავი 2" და საზოგადოებრივი მაუწყებელი გადმოსცემდა სიმართლეს, როდესაც ამბობდნენ, რომ ცხინვალის 70% ეკავათ ქართველებს. და უცებ ფაქტის წინაშე დადგნენ იქაური მოქალაქეები, რომ 2 სთ-ში უნდა დაეცალათ იქაურობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ვეღარ დაიცავდნენ მათ, რადგანაც იქ მიდიოდა რეგულარული არმია. ეს ადამიანები იძულებულები გახდნენ, რომ დაეტოვებინათ სოფელი, ზოგი დარჩა და დაიღუპა, ეს ყველაფერი არის მედიის პასუხისმგებლობა, რაც გამოჩნდა კიდეც ობიექტურ დასკვნაში.
კანონმდებლობა, სიტყვის თავისუფლება, კონკრეტული პრაქტიკა ადმინისტრაციული სამართლებრივი ორგანოების მუშაობის, თვითცენზურა დაჯამდა და დაიდო ამ არასამთავრობო ორგანიზაციის გამოკვლევაშიც. ძალიან ცუდია, როდესაც ასეთი გავლენიანი ქართული ორგანიზაცია ასეთ დაბალ შედეგს გვიწერს და ძალიან ცუდია, როცა ყველა დასკვნაში იდება მსგავსი უარყოფითი შედეგები. პრაქტიკუალად, ეს არის ქვეყანა, რომელსაც არა აქვს არჩევითი დემოკრატია.
ლევან კახელაძე მყავდა მე ერთხელ სტუმრად რადიო "უცნობში" და მან გადმომცა პუნქტები ბოლო ორი კვირის, სადაც ეწერა, რომ ამ პერიოდში პირველი არხის თოქ-შოუებში რამდენი სტუმარი ჰყავდათ ოპოზიციიდან და რამდენი ხელისუფლებიდან. შედეგი იყო ასეთი: 22 კაცი ოპოზიციის და 4 კაცი ხელისუფლების. და მე გამიჩნდა პროტესტი, რომ ჩაგრავენ ხელისუფლებას. მაგრამ აქ იყო საინტერესო მომენტი, არა მარტო რაოდენობრივი, არამედ თვისობრივი. რეალურად აღმოჩნდა, რომ გამოდიოდა გადაცემაში 2-3 ოპოზიციონერი და ბოლო დამაჯამებელი მუდამ იყო ხელისუფლების წარმომადგენელი. მათ ამ დროს ხომ უფრო მეტი შანსი აქვთ, რომ გასცეს წინა მონაწილეებს პასუხი და აღარც არავინ შეეწინააღმდეგოს. არც ერთი თოქ-შოუ არ ყოფილა უკანასკნელ ხანებში, სადაც დებატები გამართულა. გარდა ამისა, გააჩნია, ვის დასვამ მოწინააღმდეგეთა სკამებზე, ეს ისეთი ადამიანები უნდა იყვნენ, ვისი დებატებიც მოსახლეობისთვის პროდუქტიული იქნება. ისინი ხომ იმიტომ კამათობენ, რომ აზრი გამოიტანონ ამ კამათიდან. თუ ეს არ მოხერხდა, მხოლოდ დასანახად გამართულ დებატები არავისთვის არის საკმარისი. და თუ მომხდარა ასეთი რაღაც, მაშინ ეს კამათი აუცილებლად უნდა დასრულდეს ჩხუბით.
კაცმა არ იცის, ეს როგორ იჩენს თავს 2009 წლის ინდექსში. თუ მიიღებს "მაესტრო" სატელიტური გასვლის უფლებას რეგიონებში, კარგი იქნება, თუმცა ამ შემთხვევაშიც, რომელსაც არა მარტო ხელისუფლება, არამედ ოპოზიცია აკონტროლებს, მნიშვნელოვანი სოციალური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ საზოგადოების მიმართ. ამაში ვგულისხმობ ისეთ მაგალითებს როგორიცაა რამდენიმე დღის წინ მომხდარი შეტაკება პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის.Oორივე მხარე, იქით სახელისუფლებო და აქეთ ოპოზიციის, სხვადასხვა რამეს აცხადებდა. ვერ გავიგე რეალურად რა მოხდა იქ. რეალურად ფაქტი ერთი მოხდა მაშინაც და ერთი ხდება ყოველდღე, თუმცა მასალას ვიღებთ სხვადასხვანაირს. შეფასებას მათ არავინ არ უშლის, მაგრამ ფაქტს რატომ მალავენ? ფაქტი არ უნდა დაუმალო მოსახლეობას. ასეთი რამე ძალიან ბევრი გროვდება. პრობლემა მდგომარეობს ამაში – რამდენად არის დაცული ფაქტის სიზუსტე, რამდენად დაცულია მიუკერძოებლობა. თუ ეს ასე არ არის, აზრი არ აქვს ჟურნალისტიკას, ის არის პროპაგანდის საშუალება და არა ხალხის სამსახურში მყოფი ორგანიზაცია.
მე არა ვარ დარწმუნებული იმაში, რომ 2009 წელს უკეთესი შედეგი დაიდება, ვინაიდან ეს დამოკიდებულია პოლიტიკური პროცესების განვითარებაზეც. თუ ის ნორმალურ პოლიტიკურ კალაპოტში ჩაჯდა, თუ რაიმე ტიპის არჩევნები დაინიშნა ქვეყანაში, ეს კიდევ უფრო გააჯანსაღებს გარემოს. მედია უფრო აქტიური გახდება. ამის გათვალისწინებით ჩვენ შეიძლება ავამაღლოთ ქვეყნის პოზიციები მედიათავისუფლების კუთხით ან დავაგდოთ. ოდესმე რაღაცისაგან ხომ უნდა ვისწავლოთ? აქ არ არის საჭირო პოლიტიკური ნება, აქ საჭიროა ჟურნალისტების დამოკიდებულება საკითხისადმი. ეს არის მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ ჟურნალისტები ყველანი, რომლებიც ცალკეულ მედია საშუალებებში ვმოღვაწეობთ, ან ისეთებიც, რომლებიც არაფერს აკეთებენ ამჟამად, ვისაც არ მოგვწონს ხელისუფლების ქმედებები, ყველას უნდა გვქონდეს სურვილი იმ პრინციპების დაცვისა, რაც საჭიროა ჟურნალისტისთვის. როდესაც ამა თუ იმ ტელეკომპანიის 30-35 ჟურნალისტი შეიკრიბება და იტყვის, რომ ჩვენ გვესმის ჩვენი მეპატრონის, მაგრამ ჩვენ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას ის, რასაც ელიან ჩვენგან, იმ 5-7 პრინციპს მაინც დავიცავთ, რომელიც უნდა დაიცვას ჟურნალისტმა, რომ ამის დარღვევა არ შეიძლება, რომ ამას არ გადავალთ, თუ გადავალთ, ჩვენ აღარ ვიქნებით ჟურნალისტები, ეს არის მნიშვნელოვანი, ეს არ არის მათი მხრიდან გმირობა, ეს არის ვალდებულება!
ერთადერთი გამოსავალი, რომელიც დღეს შეიძლება იყოს ამ პრობლემის მომგვარებელი, არის საზოგადოებრივი თანხმობა. როგორი მედია გვინდა ჩვენ? აქ არ მონაწილეობენ მარტო ჟურნალისტები, ან მარტო ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს არ უნდა ეხებოდეს მარტო საზოგადოებრივ არხს, ეს უნდა ეხებოდეს "კავკასიაც," "მაესტროც," "რუსთავი 2-საც" და "იმედსაც." რომელი არხიც იღებს ლიცენზიის სიხშირეებს, ის ბუნებრივად ითვლება ვალდებულად ამცნოს საზოგადოებას სიმართლე. რაკი შენ გაქვს ლიცენცია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ პრივილეგირებული ხარ! საზოგადოებამ მოგცა შენ ნება, რომ ამ საზოგადოებრივი სიკეთით, რომელიც არის სიხშირე, ისარგებლო. და შენ არა გაქვს უფლება ეს საზოგადოება მოატყუო! სად გინახავთ ვინმეს, რომ ტელევიზია, იქნება ეს კერძო თუ საზოგადოებრივი, იყოს საზოგადოებას მოწყვეტილი და მისგან შორს მდგომი. ევროპაში და ყველგან მათ აინტერესებთ მოსახლეობის პრობლემები, ისინი მათი ინტერესებიდან ამოდიან. ჩვენთან ეს ასე არ არის. სამწუხაროდ, ეს არის ფუნდამენტალური დემოკრატიული ფასეულობა. ეს სჭირდება საზოგადოებას ხვალინდელი დღისთვის.

თათია ჩაფიჩაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48