იპოდრომის შავბნელი ისტორია - წყვდიადი ჩვენს ფილტვებში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : იპოდრომის შავბნელი ისტორია - წყვდიადი ჩვენს ფილტვებში
ნანახია: 1648

იპოდრომის შავბნელი ისტორია - წყვდიადი ჩვენს ფილტვებში

თბილისის იპოდრომი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და საჭირო ადგილია ჩვენი დედაქალაქის მცხოვრებთათვის. გამწვანების თვალსაზრისით, მისი ფართობი ყველაზე დიდია - 62,5 ჰექტარი. გარდა მწვანე ნარგავებისა, ამ ტერიტორიას ბევრი სხვა დატვირთვა და დამატებითი ფუნქცია აქვს -ეკოლოგიურ-სანიტარული, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, რეკრეაციული და სხვა. ათეული წლებია იგი დასასვენებელ ადგილად იქცა არა მხოლოდ საბურთალოს მოსახლეობისთვის, არამედ მთლიანად ქალაქის მცხოვრებთათვის. მას გარკვეული ისტორიულ - კულტურული დატვირთვაც აქვს. მაგალითად, შავთელის "აბდულმესიანში" გვხვდება, რომ ჯერ კიდევ თამარ მეფის დროს იქ ლაშქარი იკრიბებოდა და სხვადასხვა სპორტულ თამაშობებს აწყობდა, სიტყვა იპოდრომიც კია ნახსენები.
1997 წლის მონაცემებით თბილისის იპოდრომი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა. ბაკურ გულუას ბრძანებით, არსებული ქონების ერთი ნაწილის პრივატიზაცია მიზანშეწონილად ჩაითვალა, თუმცა მაყურებლის ტრიბუნა, საჭენებელი წრე, თავლები და ღია მანეჟი სახელმწიფო საკუთრებაში რჩებოდა. ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით იმ ეტაპზე პრივატიზაცია მიწას არ შეეხებოდა. გამოცხადებულ კონკურსში შპს "ჟოკეი კლუბმა" გაიმარჯვა.
1998 წლის ხელშეკრულების ერთ-ერთ დანართში, რომელიც იჯარა-გამოსყიდვის პირობით "ჟოკეი კლუბს" გადაეცა, ჩამოთვლილ ქონებაში მიწა ნახსენები არ არის, მეორეში კი ქირავნობაა დაფიქსირებული. თუმცაღა 2002 წელს სახელმწიფომ "ჟოკეი კლუბს" ხელშეკრულება შესრულებულად ჩაუთვალა და პირველი დანართის ქონება საკუთრებაში დაუდასტურა, მიწის ფართის მიუთითებლად. მოგვიანებით, მეორე დანართსაც იგივე ბედი ეწია, ხოლო 2007 წელს სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი 35 ჰა სარბენ – საჭენებელი წრეც კერძო საკუთრებად დარეგისტრირდა. თანასწორობის ინსტიტუტის წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი წლებია იპოდრომთან დაკავშირებულ პრობლემებზე მუშაობს, - "განათლებით ეკოლოგი, მოწოდებით კი გარემოს დამცველი ვარ. პროფესიულად და პიროვნულადაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არამარტო იპოდრომის, არამედ ზოგადად ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაზე მუშაობაა. საქართველოში ისედაც არცთუ მდიდარი ურბანული გამწვანების პირობებში, სახეზეა გამწვანებული ტერიტორიების მასობრივი განადგურება. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს - ბაგებში მიმდინარე მშენებლობები, ვაკის პარკი, ბაგები, გოფილექტის ბაღი და სხვა მრავალი. თბილისის განაშენიანების ფარგლებში ყველაზე დიდი, გამწვანებული ტერიტორია იპოდრომია, იგი 62,5 ჰექტარს იკავებს. გარდა მწვანე ნარგავების სიმრავლისა, ეს ტერიტორია სხვა მხრივაც მნიშვნელოვანია. იპოდრომი ე.წ. მწვანე სოლის ფარგლებშია მოქცეული, მწვანე სოლი კი არის სპეციალურად გამწვანებული ტერიტორია, რომელიც უერთდება, ერთის მხრივ, ქალაქის გარეთ არსებულ გამწვანებას, ხოლო მეორეს მხრივ იჭრება ქალაქის განაშენიანებული ტერიტორიის ფარგლებში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს მწვანე სოლი ორმაგად მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელია, ვინაიდან იგი ვერეს ხეობის მიმდებარე მშრალი ხევის გაფართოებას წარმოადგენს. ქალაქებში, რომლებშიც ბუნებრივი განიავებისა და ვენტილაციის პრობლემა მწვავედ დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი სივრცეები. როგორც ცნობილია, თბილისი მთებითაა გარშემორტყმული, შესაბამისად მისი ბუნებრივი განიავების საშუალებას მხოლოდ მდინარეთა ხეობები და მშრალი ხევები იძლევა. სწორედ მათი საშუალებით მოძრაობს ჰაერი ცენტრსა და ქალაქის შემოგარენს შორის. ასეთი სივრცეები თბილისში არცთუ ბევრია, მითუმეტეს ქალაქის ცენტრში. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით იპოდრომის ფუნქცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მხოლოდ გამწვანებული ტერიტორიისა. მწვანე ნარგავები ამ ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით გვხვდება, მაგრამ მას აქვს უაღრესად მნიშვნელოვანი სხვა დატვირთვა, როგორც სავენტილიაციო არხის ნაწილს, რომლითაც ნიავდება როგორც საბურთალო, ასევე მთლიანად ქალაქის ცენტრი და სხვა რაიონებიც. ასე რომ, მისი ჩახერგვა მსხვილი, მასშტაბური ნაგებობებით ნამდვილად უმძიმესი დანაშაულია და ყოვლად მიუღებელია. ამ პროექტის განხორციელება უაღრესად დაამძიმებს ეკოლოგიურ მდგომარეობას მთელ ქალაქში და უმძიმეს მავნე ზეგავლენას იქონიებს მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე.”
როგორც ჩანს, იპოდრომის ტერიტორიამ კერძო პირთა ყურადღება დიდი ხნის წინ მიიპყრო. ქალაქის ცენტრში, საცხოვრებელი სახლებისა თუ სხვა შენობების მშენებლობა გამდიდრებისა და დამატებითი შემოსავლების საუკეთესო წყაროა. ამიტომაც, სახელმწიფო ქონების დასაკუთრებას რამდენიმე ეტაპი და წელი დასჭრიდა.
ჩხარტიშვილი ამის შესახებ განმარტავს, - "წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ, ქალაქის მერიამ და თვითმმართველობამ ეს ყველაფერი განადგურებისთვის გაწირეს, რათა ჩალის ფასად და ნახევრად საჩუქრად კერძო ფირმებს ჩაეგდოთ ხელში. რა თქმა უნდა, ძირითადი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, რადგან მან ისე უნდა განკარგოს სახელმწიფო ქონება, რომ ეს მაქსიმალურად სასარგებლო იყოს მოქალაქეებისათვის. თუმცა რეალობა სულ სხვაა და ხელისუფლებას სახელმწიფო საკუთარი ჰგონია.
როგორც ჩანს, იპოდრომის დასაკუთრების ისტორია 90-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო, როდესაც სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ სახელმწიფო ქონების დასაკუთრების პროცესები დაიწყო. თუმცა, ეს საკითხი დამატებით გამოკვლევას საჭიროებს. 1997-98 წლებში წამოიწია იპოდრომის ოფიციალური გზით გასხვისების საკითხი. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მაშინ მოხდა არა იპოდრომის მიწის, არამედ მისი სხვა უძრავ-მოძრავი ქონების გასხვისება და იჯარით გაცემა. საამისოდ რამდენიმე ფორმა იქნა გამოყენებული. მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა სრულფასოვანი კანონმდებლობა არასასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ და აქედან გამომდინარე, იგი ვერც გაიყიდებოდა. იმდროინდელ ხელშეკრულებაში არ ფიგურირებს მიწის ესა თუ ის ფართობი. 2002 წელს გაცემულ საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტში, რომელშიც იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ამ ქონების საბოლოოდ საკუთრებაში გადაცემაზეა საუბარი, მასშიც არ ჩანს მითითება მიწის კონკრეტულ ფართობზე".
იპოდრომისთვის ტყე-პარკის სტატუსის მოხსნა, ალბათ, რეალური საფუძველი იქნებოდა მიწაზე საკუთრების წარმოშობისა. თუ რა მიზანს ემსახურებოდა თბილისის მერის მიერ ამ სტატუსის მოხსნა, კითხვაზე მერიისგან პასუხი ვერ მივიღეთ.
"საქმე შეიძლება რამდენიმე კომპონენტად დაიყოს. მიწის ნაწილი, რომელზეც განთავსებული იყო ის ქონება, რაც ინვესტორ კომპანიას იჯარა-გამოსყიდვით გადაეცა, თუმცა მასზე დამაგრებული მიწის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ჩვენ ვერანაირ აღნიშნვას ვერ ვხვდებით შესაბამის ხელშეკრულებაში.
არის მიწის მეორე ნაწილი, სარბენ-საჭენებელი ბილიკი – 35 ჰა-მდე და სხვა ტერიტორიები, რომელიც მხოლოდ იჯარით იყო გაცემული და საბოლოო ჯამში, როგორ აღმოჩნდა კერძო საკუთრებაში სრულიად გაუგებერია. საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ იგი "ჟოკეი კლუბის" საკუთრებაშია დარეგისტრირებული რიგ დოკუმენტებზე დაყრდნობით. საუბარია კანონზე არასასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებად გამოცხადების შესახებ, 2002 წლის # 949 საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაზე, თბილისის მერის - უგულავას მიერ გამოცემულ დადგენილებაზე, რომლის მოქმედებითაც იპოდრომს ტყე - პარკის სტატუსი მოეხსნა, ასევე იპოდრომის გეგმის კორექტირებაზე.
რეალურად არც ერთი ეს დოკუმენტი არ შეიძლება იქნას მიჩნეული მიწაზე საკუთრების წარმოშობის სრულფასოვან საფუძვლად. კორექტირებების უმრავლესობა საერთოდ არ ეხება ამ საკითხს, ხოლო ერთი კორექტირება, რომელიც 35 ჰა-ზე საკუთრებას აღნიშნავს, დაუსაბუთებელია. რაც შეეხება სააკუთრების მოწმობას, მასში მიწის კონკრეტული ფართობი აღნიშნული არაა. იმ კანონის მოქმედება კი, რომელზეც ზემოთ იყო საუბარი არ ვრცელდება იმ პერიოდზე როდესაც ვითარდებოდა ეს მოვლენები.
ძალიან საინტერესოა, პრემიერის დადგენილების გაუქმების საკითხი. ქალაქის მერის ¹ 27 განკარგულებით გაუქმდა ქალაქის პრემიერის ბრძანება იპოდრომისათვის ტყე პარკის სტატუსის მინიჭების შესახებ. უგულავას თუ მხოლოდ პრემიერის მიერ სტატუსის მინიჭების კომპეტენციის კანონიერება აწუხებდა, მაშინ შერაძის ბრძანების გაუქმების შემდეგ თავად უნდა მიეღო სამართლებრივად გამართული აქტი, რომლითაც იპოდრომს ტყე-პარკის სტატუსი ხელახლა მიენიჭებოდა. მიუხედავად მერის ამ ქმედების მიუღებლობისა სტატუსის შეცვლა მაინც არ შეიძლება ჩაითვალოს მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლად", -ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.
გასული საუკუნის ბოლოდან დღემდე, მთავრობების ცვლასთან ერთად, იცვლებოდა გადაწყვეტილებები იპოდრომის სტატუსთან, საკუთრებასთან, გასხვისებასა თუ სხვა საკითხებთან ერთად. დღევანდელმა ხელისუფლებამ გამოსავალი ადგილმდებარეობის შეცვლაში ჰპოვა. ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და კეთილმოწყობილი იპოდრომისათვის ადგილი, ასევე ძალიან იაფად, იგივე შ.პ.ს. "ჟოკეი კლუბსა" და შ.პ.ს. “თბილისის იპოდრომს” ლისის ტბაზე გამოუნახა. ჩხარტიშვილის მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთია, - "ჯერ კიდევ 2003 წელს თბილისი ევროპაში ყველაზე დაბინძურებულ დედაქალაქად იქნა აღიარებული. შევარდნაძის ხელისუფლებამ ვერ გაბედა იპოდრომის უპირობოდ გასხვისება და ხელშეკრულებაში ჩადო ვალდებულება მისი პროფილის შენარჩუნების შესახებ, ასევე "ჟოკეი კლუბი" დაავალდებულა 3.5 მილონი დოლარი ინვესტიცია განეხორცილებინა მისი - მოვლა პატრონობისა და განვითარებისათვის. თუ როგორ `შესრულდა" ეს ვალდებულება ყველა თბილისელმა კარგად იცის. სახეზეა გაჩანაგებული სპორტული ნაგებობები და მწვანე ნარგავები, ასევე აქვე წამოჭიმული რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი.
სააკაშვილის ხელისუფლება წინამორბედზე გაცილებით შორს წავიდა. 2006 წლის 9 მარტს ეკონომიკის სამინისტროში ორგანიზებულ აუქციონზე იპოდრომის თითქოსდა მცირე ნაწილი გაიყიდა, რომლის ფართობი 1,2 ჰა-ს არ აღემატებოდა, რეალურად ამით შესაბამის შპს-ებს გაეხსნათ ხელი იპოდრომის სამშენებლო პოლიგონად გადაქცევისათვის. საქმე ის არის, რომ სატენდერო პირობებში ჩაიდო ახალი იპოდრომის აშენების ვალდებულება და არაფერი ითქვა არსებულის ფუნქციების შენარჩუნებაზე. ხელისუფლების ლოგიკით, რადგან ახალი ვალდებულებები გაჩნდა, ამით ძველი ანულირებულია. ეს ასე არაა, მაგრამ ეს უკვე სასამართლოში დასამტკიცებელ დებულებად გადაიქცა. ასე რომ, სააკაშვილის ხელისუფლების განზრახვით, ამ შედარებით მცირე მონაკვეთის გასხვისებით, გაიყიდა უკვე მთელი იპოდრომის მომავალი და ის უსახურ კვარტლად გადაქცევისათვის შემზადდა.
საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი შეიძლება მხოლოდ ხელისუფლების კორუფციული ინტერესებით აიხსნას. საინტერესოა იმ ადამიანთა გვარები, ვინც იპოდრომის მფლობელი კომპანიების მესაკუთრეთა შორის გვხვდება, ესენია: გიორგი რურუა, ვლადიმერ კვარაცხელია - ნაცმოძრაობის კანდიდატი დიდუბის ოლქში, ტყეშელაშვილი - რუსთავის ყოფილი მერი.
იპოდრომის მასობრივი განაშენიანების წინააღმდეგ ჩვენ საბურთალოს მოსახლეობასთან ერთად უკვე სამი წელია ვაწარმოებთ აქტიურ ქმედებებს. გავმართეთ მრავალი აქცია და პრესკონფერენცია, ასევე სასამართლოში შევიტანეთ სამი სარჩელი, რომელიც სხვადასხვა ინსტანციაში იხილებოდა. გასაგებია, რომ საბოლოო წარმატებას ჯერ ვერ მივაღწიეთ, იმიტომ, რომ საქართველოში სასამართლო რეალურად არ არსებობს და ის არა სამართალს, არამედ ხელისუფლების ნებას აღასრულებს. ჩვენ ახლაც ვაგრძელებთ ბრძოლას თბილისის მოსახლეობის ჯანმრთელი მომავლისათვის და გამოვიყენებთ ყველა კანონიერ მეთოდს, რათა დედაქალაქს ავარიდოთ ეკოლოგიური უბედურების ზონად გადაქცევის პერსპექტივა. ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ სამოქალაქო აქტივობას ნამდვილად აქვს აზრი და ის, რომ იპოდრომი ჯერ კიდევ არ გადაქცეულა მასშტაბურ სამშენებლო პოლიგონად, მნიშვნელოვანწილად ჩვენი ქმედებების შედეგია."
საზოგადოების აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარია. ბევრ მათგანს არ მოსწონს ქალაქისგან მოშორებით ახალი, თუნდაც მაღალი დონის იპოდრომით სარგებლობა. ქალაქის მერია, ალბათ, შესაბამისი ტრანსპორტით უზრუნველყოფს ცხენოსნობის მოყვარულთ. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ამგვარი გაპარტახებული სახით, საბურთალოზე იპოდრომის არსებობას აზრი არ აქვს. ისტორიულ ადგილას განლაგებული იპოდრომის შენარჩუნება და მისი კეთილმოწყობა შესაძლებელია თუ არა, ან რატომ გადაწყდა მისი ლისის ტბაზე გადატანა, ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხების მიღებას "ბ&ფ" ეკონომიკის სამინისტროსა და "ჟოკეი კლუბის" წარმომადგენლებისგანაც შეეცადა, თუმცა ამაოდ.

თამთა დადეშელი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48