მსოფლიოში გავრცელებული ვირუსი ღორის გრიპი არ არის » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : მსოფლიოში გავრცელებული ვირუსი ღორის გრიპი არ არის
ნანახია: 7523

ამოუხსნელი პარადოქსი - ეს ვირუსი ადამიანის, ღორის და ფრინველის გრიპის მახასიათებლებს მოიცავს, რომელიც ცხოველებში არ აღინიშნება და ამ ვირუსით მხოლოდ ადამიანები ავადდებიან

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ეპიზოტიის საერთაშორისო ბიუროსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ღორის გრიპით საქონლის დაავადების შემთხვევები არცერთ ქვეყანაში არ ფიქსირდება. ადგილი უშუალოდ ადამიანების დაავადების შემთხვევებს აქვს. ამიტომ სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გავრცელებულ დაავადებას, რომელსაც "ღორის გრიპი" უწოდეს სახელი გადაარქვან, ვინაიდან არც ერთ ქვეყანაში ადამიანების დაავადება საქონლისგან, უშუალოდ ღორებისგან, არ გავრცელებულა. ეპიზოტიის კუთხით სერიოზული ღონისძიებების გატარება ჯერ არ იგეგმება, თუმცა როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც პრევენციული ღონისძიებები ტარდება. საქართველოს საზღვრებზე კონტროლი გამკაცრებულია და ყველა შემოსული პიროვნება მოწმდება.
ვირუსი მექსიკასა და ამერიკაში აფეთქდა და გავრცელდა ადამიანიდან ადამიანზე. დაინფიცირებულ ადამიანებში ვირუსმა მწვავე შედეგები გამოიწვია. იმის დადასტურება არ არსებობს, რომ ვირუსი საკვებიდან გავრცელდა.
სპეციალისტების თქმით, გავრცელებული ვირუსი კლასიკური, ეგრეთწოდებული სეზონური ადამიანის გრიპი არ არის, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანში ფიქსირდება. ეს ვირუსი ადამიანის, ღორის და ფრინველის გრიპის მახასიათებლებს მოიცავს, რომელიც ცხოველებში არ აღინიშნება და ამ ვირუსით მხოლოდ ადამიანები ავადდებიან. ამიტომ ამ ვირუსს "ღორის გრიპის" A(H1N1) ნაცვლად "ჩრდილო-ამერიკული გრიპი" უწოდეს. ახალი ვირუსის მიმართ ცხოველების მიდრეკილების დადგენის მიზნით, სამეცნიერო კვლევა ტარდება. რათა საჭიროების შემთხვევაში ბიოლოგიური უსაფრთხოების ზომები იქნას მიღებული. მათ შორის, ვაქცინაცია ვირუსისადმი მიდრეკილი ცხოველების დასაცავად. რადგან თუ გამოვლინდა, რომ ვირუსი დაავადებას ცხოველებშიც იწვევს, მისი გავრცელება ჯანდაცვის სფეროში რეგიონალურ და გლობალურ მდგომარეობას გაართულებს.
ვინაიდან იქ, სადაც ადამიანები დაავადნენ, ვირუსი ცხოველებში ჯერ არ არის დაფიქსირებული, საერთაშორისო ვაჭრობაში ღორის და ღორისგან წარმოებული პროდუქციის მიმართ განსაკუთრებული ღონისძიებების გატარება არ დაწყებულა. რადგან ეს პროდუქტი ჯანმრთელობისთვის საზიანო არაა. თუმცა არიან ქვეყნები, რომელთაც აშშ-დან, მექსიკიდან და ახალი ზელანდიიდან ღორის ხორცის შემოტანა აკრძალეს. საქართველოში კი იმპორტი ჯერ არ აკრძალულა.
ღორის გრიპის გადაცემა ხორცის ან ღორის სხვა პროდუქტების საკვებად გამოყენებისას არ არის დადასტურებული. ღორის გრიპის ვირუსი საკვების 160F/70C გრადუსზე დამზადებისას კვდება.
თერმულად კარგად დამუშავებული ღორის ხორცის და სხვა პროდუქტების მოხმარების შემთხვევაში, ადამიანთა დაინფიცირების რისკი არ არსებობს. პირადი დაცვის მიზნით მიზანშეწონილია ხელების გულმოდგინედ, რეგულარულად საპნით და წლით დაბანა, ადამიანებთან, რომლებიც თავს შეუძლოდ გრძნობენ, აღენიშნებათ ცხელება და ხველა, კონტაქტის მორიდება, ხოლო გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების განვითარებისას აუცილებელია სამედიცინო დახმარებისთვის მიმართვა.
ამჟამად ღორის გრიპი 15 ქვეყანაში ფიქსირდება და სულ 615 ადამიანია ინფიცირებული.
"ჯანმო"-ს საერთაშორისო განგაშისა და რეაგირების ქსელი მექსიკაში ექსპერტებს აგზავნის, რომლებიც ჯანდაცვის ადგილობრივ პასუხისმგებელ პირებს ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში და ვირუსის კვლევაში საეჭვო ქვეყნებს დაეხმარებიან.
ღორის გრიპის ვირუსი H1N1 ქვეტიპისაა, მაგრამ ღორის ინფიცირება შეიძლება ასევე ფრინველის და ადამიანის გრიპის ვირუსითაც მოხდეს. ზოგჯერ ღორები შეიძლება ერთდროულად ერთზე მეტი ტიპის ვირუსით დაინფიცირდნენ. ამ დროს ვირუსთა გენები შეიძლება ერთმანეთს შეერიოს და შედეგად რეასორტირებული ვირუსი მივიღოთ, რომლითაც ადამიანების ინფიცირებაა შესაძლებელი.
დაინფიცირებული ადამიანისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ზოგადი სეზონური გრიპის მსგავსია. ვირუსის, როგორც მსუბუქი, ასევე გრიპის მსგავსი და უფრო მძიმე შემთხვევებითაა დაფიქსირებული. ვირუსი გამწვავების შემთხვევაში, სიკვდილიანობას იწვევს.
ღორის გრიპით ადამიანები დაავადებული ღორისგან ინფიცირდებიან, თუმცა ხშირ შემთხვევაში ღორთან ან მის გარემოსთან კონტაქტი არ დგინდება. დაავადება ადამიანიდან ადამიანზე გადადებითაც ვრცელდება.
ღორებში ღორის გრიპი საერთაშორისო მასშტაბით დაფიქსირებული არაა. დაავადების ენდემურ კერად შეერთებული შტატებია მიჩნეული. ღორის გრიპის აფეთქებები ასევე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, აფრიკაში და აღმოსავლეთ აზიის ნაწილში, მათ შორის ჩინეთსა და იაპონიაშია აღწერილი.
ღორის გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. გრიპის ვირუსები ძალიან სწრაფად იცვლება და მსოფლიო ორგანიზაციას ხელმისაწვდომობა რაც შეიძლება მეტ ვირუსზე სჭირდება, რათა შესაფერისი ვირუსი ვაქცინის დასამზადებლად აირჩეს და ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვა მოხდეს.
ღორის გრიპის მიმდინარე აფეთქებისთვის აშშ-სა და მექსიკაში ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლება რეკომენდაციას მკურნალობისა და პრევენციისთვის ოსელტამივირის და ზანამივირის გამოყენებას უწევს. სქართველოში, ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში, მის წინააღმდეგ სამკურნალოდ ტამიფლუს გამოიყენებენ, რომელიც ჩვენს აფთიაქებში იყიდება. თუმცა წამლის მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე სახიფათოა.

გვერდი მოამზადა ადა ექიზაშვილმა


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48