მოხდება თუ არა შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : მოხდება თუ არა შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანა
ნანახია: 1162

მსოფლიოში მიმდინარე ფინანსური კრიზისის შედეგად, საქართველოს ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში წარმოიშვა ახალი რისკები და აქედან გამომდინარე, დასაქმებული მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობის საკითხი კიდევ უფრო გამწვავდა.
ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში ხორციელდება დასაქმებულთა მასობრივი დათხოვნები, ხოლო სხვა სამუშაო ადგილებზე, დასაქმების შეზღუდული შესაძლებლობის პირობებში, დამატებით იზრდება სოციალური საფრთხეები, რაც კიდევ უფრო ძაბავს მდგომარეობას შრომითი ურთიერთობების სფეროში.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტი არ აქვეყნებს ინფორმაციას შრომისა და დასაქმების სფეროში ამჟამად შექმნილი მდგომარეობის შესახებ, რაც ართულებს ეკონომიკური კრიზისის ნეგატიური ზეგავლენისგან გამოწვეული შედეგების შერბილების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების გატარების შესაძლებლობებს.
30 მარტს საქართველოს პროფკავშირები გამოვიდნენ ახალი ინიციატივით საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კანონპროექტის მიზანი იყო, შექმნილიყო ისეთი ბერკეტები, რომელიც უზრუნველყოფდა დასაქმებულთა შრომით და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვას ქვეყანაში არსებული კრიზისის, მათ შორის ეკონომიკური კრიზისის ფონზე.
მაშინ, როცა 2008 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით ქვეყანაში 280,0 ათასამდე უმუშევარია,Aარსებული რეალობის გათვალისწინებით, უმუშევართა სავარაუდო დეკლარირებული რაოდენობა უახლოეს მომავალში 350,0 ათასს მიაღწევს. იმის გათვალისწინებით, რომ არ მოქმედებს უმუშევრობის დაცვის მექანიზმი, მოსახლეობის ელემენტარული სოციალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, საჭიროა გამოძებნოს სახსრები უმუშევრობის შემწეობის დაწესებისთვის და რეგისტრირებულ უმუშევრობაზე მისი ოდენობა განისაზღვროს არანაკლებ ქვეყანაში მოქმედი მინიმალური პენსიისა.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ საერთო შეფასებით კრიზისი მოსალოდნელია გაგრძელდეს 2009 წლის ბოლომდე. აქედან გამომდინარე, პფოფკავშირებს მიაჩნიათ, რომ შემწეობის ხანგრძლივობა არანაკლებ 6 თვით უნდა განისაზღვროს.
დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც კრიზისი სულ უფრო მწვავდება, საჭიროა ქმედითი ღონისძიებების გატარება. ეს ღონისძიებები პროფკავშირებს ასე ესმით – პირველი, როგორც უკვე ითქვა, ისინი ითხოვენ უმუშევრების შემწეობას მინიმალური პენსიის ოდენობით მაინც. ხელისუფლებამ უნდა გამოხატოს პოლიტიკური ნება იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შრომისუნარიანები არიან, თუმცა ყოველგვარი შემოსავლის გარეშე ცხოვრობენ.
Mმეორე –შრომის კოდექსში შესწორებების შეტანას და იმ დისკრიმინაციის აღმოფხვრას, რომელიც სამწუხაროდ არსებობს.
მესამე ინიციატივა ეხება დეკრეტულ შვებულებას და ა.შ. ამ თანხების მოსაზიდად კი ისინი თავდაცვის, პარლამენტის, კანცელარიის ფონდების შეკვეცას ასახელებენ.
მათი ინიციატივა ეხება ყველა იმათ, ვინ დაკარგა საარსებო მინიმუმი. შექმნილ სიტუაციაში მთავარია საზოგადოებამ გააჩინოს სოლიდარობის განცდა, ითანამშრომლოს პროფკავშირებთან და ხელისუფლებას ერთად შეახსენონ არსებული პრობლემები.
საქართველოს პროფკავშირებს სურვილი ჰქონდათ იმისა, რომ საქართველოს შრომითი ურთიერთობები და სტანდარტები ადამიანური, 21-ე საუკუნის შესაფერისი ყოფილიყო, თუმცა მათ ერთგვარი "ქვის კედელი" დახვდათ. მათი მოთხოვნები ადრე არავის მოუსმენია.
სულAახლახანს კი გავრცელდა ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა "საქართველოს შრომის კოდექსში" ცვლილებების შეტანა მართლაც იგეგმება. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დავუკავშირდით პროფკავშირების პრეზიდენტს ირაკლი პეტრიაშვილს. გთავაზობთ მის კომენტარს, – "თქვენმა მკითხველმა, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ, თავიდანვე იცოდა, რომ პროფკავშირები არათუ ამ კოდექსის მიღების დღიდან, არამედ როდესაც პირველი პროგნოზები დაიდო ამასთან დაკავშირებით, ნეგატიურად იყო განწყობა და პროგნოზირებდა, რომ ეს სიკეთეს არ მოუტანდა დაუსაქმებელ ადამიანებს,არც ბიზნესგარემოს გააუმჯობესებდა და არც პატიოსან ინვესტორებს ჩამოიყვანდა ამ ქვეყანაში. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენი პროგნოზი გამართლდა, იმიტომ, რომ დასაქმების ხელშეწყობას ამ კოდექსის მიხედვით თქვენ ვერ ხედავთ, იმიტომ, რომ კოდექსი გვაქვს დისკრიმინაციული. თუ არ მივაქცევთ ყურადღებას იმ რამდენიმე ადამიანს, რომელსაც ჩვენი მთავრობა ინვესტორს უწოდებს, მე კიდევ მათ მონათმფლობელებს ვეძახი, თავიანთი მონათმფლობელური აზროვნების გამო, რომელთაც სურვილი აქვთ, რომ მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური მოგება მიიღოს, მათ გარდა არავინ ჩამოდის, ისიც იმიტომ ჩამოდის, რომ აქ ხვდება იაფი და უუფლებო მუშახელი და ბუნებრივია, მათი კაპიტალის წარმომავლობის დამოუკიდებლობაც დიდი კითხვის ქვეშ დგას, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ზოგადად საზოგადოებისთვისაც.
ამ ყველაფერმა დააყენა უამრავი ხელშეკრულებითი ვალდებულება, რომელიც ჰქონდა აღებული საერთაშორისო ორგანიზაციებს. მათ შორის არის სამეზობლო პოლიტიკა, რომელიც იყო გაფორმებული და მისი რეკომენდაციები თქვენი მკითხველისთვის ასევე ცნობილია. რეალურად თუ არ შეიცვლება ეს კოდექსი 2009 წელს, ამ შემთხვევაში, საქართველო არათუ ჯიესტი პლიუს ვერ მიიღებს, არამედ ისინი, ვინც დღეს ლაბორატორიებს აყალიბებენ იმისთვის, რომ ბევრი ახალი პროექტი გავიდეს ექსპორტზე და სწორედ ამ ექსპორტზე წასულ პროდუქციას ეხება საფრთხე და ჯიესტი პლიუსი სწორედ ამას ნიშნავს – შეღავათები ქართველი ბიზნესმენებისთვის ევროპულ ბაზარზე. არათუ ამას იზამენ, არამედ არ გააფორმებენ ორმაგ ხელშეკრულებას საქართველოსთან. ეს არის ცხადზე უცხადესი, ეს იცის ჩვენმა მთავრობამ!
ჩვენ არ დაგვიტოვებია არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომ ამ სიმახინჯის შესახებ, რასაც შრომის კოდექსი ჰქვია, კაბალური პირობების შესახებ, რაც შრომის კოდექსში წერია და რასაც ქართველი კანონმდებელი სთავაზობს ქართველ მოსახლეობას, არ შეგვეტყობინებინა. აქედან გამომდინარე, მთავრობა დათანხმდა ცვლილებების შეტანას. მაგრამ რა ცვლილებები შეაქვთ კოდექსში, ჩვენთვის ჯერ-ჯერობით უცნობია. თუ ისევ ისეთი სისულელეები ჩაიდინეს და პროფკავშირების ანუ საზოგადოებასთან დიალოგის გარეშე შეიტანეს რაიმე ცვლილებები, მე მინდა წინასწარ გავაფრთხილო თქვენი მკითხველი თქვენი გაზეთის მეშვეობით, რომ ჩვენ ამას არ შევეგუებით და არ დავთანხმდებით! იმიტომ, რომ არ შეიძლება რაც არ უნდა ტვინით სავსემ შეადგინოს ეს ცვლილებები იმას მიხვდნენ, რაც სტკივა და რაც აწუხებს საზოგადოებას. მათი სახელით ისინი ვერ ილაპარაკებენ. ევროპის ქვეყნებშიც კი, სადაც გაცლებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ჩვენთან ასეთი ცვლილებების დროს, საზოგადოებას ეკითხებიან აზრს და ისე იღებენ გადაწყვეტილებებს. და მითუმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მითუმეტეს უნდა ეკითხებოდნენ! თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებას ჰქონდეს თავისი წილი პასუხისმგებლობა აღებული საკუთარ თავზე და გადაწყვეტილებაზე. მათ ბევრი რამე სტკივათ და ეს ხელისუფლებამ ნამდვილად არ იცის.
ჩვენი ჩამონათვალი, რაც მიგვაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს, გაგზავნილი გვაქვს ცალმხრივი დიალოგის ფორმატში შრომის მინისტრთან, კვიტაშვილთან, ჩვენი ნეგატიური შეხედულებები გადაცემული გვაქვს იმისთვის, რომ ეს შეიცვალოს. ეს იცის ბაქრაძემაც, იცის პრეზიდენტმაც, მათ იციან ყოველი ჩვენი შესწორება ამასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვეხებით მთლიანად კოდექსს, თუმცაღა ისიც სულ შესაცვლელია, ჩვენ გვაქვს 9 მუხლი ამოკრეფილი, რომელიც დისკრიმინაციას იწვევს საზოგადოებისას, ეს არის ფეხმძიმეების დეკრეტული შვებულება, უმუშევართა შემწეობა, 8 საათიანი სამუშაოს ნაცვლად მონური 14 საათიანი მუშაობა და მისი არანაზღაურება საჭირო თანხით და ა.შ. ბუნებრივია, ამ ყველაფრის ცვლილებას ვითხოვთ."
აღნიშნული ცვლილებების ინიციატორები, რომელიც სექტემბრამდე უნდა შევიდეს შრომის კოდექსში, საქართველოს პროფკავშირებთან ერთად იყვნენ საქართველოს ორგანიზაციებიც, კანადელი სპეციალისტი. აილოდან გარკვეული ინიციატივებიც წამოვიდა და მათთან ერთად მოწმის სტატუსით ბრძანდებოდა ამ ინიციატივების წარდგენისას. – "ეს პიროვნება უახლოეს მომავალში ისევ ჩამოვა საქართველოში და თავის განაცხადს გააკეთებს. გაიმართება მრგვალი მაგიდა და რეალურად ეს იქნება უმკაცრესი სანქციები, რასაც აილო მიიღებს საქართველოსთან მიმართებაში, თუ პროფკავშირების რეკომენდაციებს ხელისუფლება არ გაითვალისწინებს.
მე წინასწარ ვაფიქსირებ, რომ ეს ცვლილებები იქნება ისეთივე ფასადური ხასიათის, როგორი ფასადური ხასიათისაც არის ნებისმიერი ნოვაცია ხელისუფლების მხრიდან წარმოდგენილი და ბუნებრივია, ჩვენ ამას არ დავეთანხმებით. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი პროტესტი დარჩება პროტესტად."
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოცილაური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელსაც. გიორგი კაკაჩია ადასტურებს აღნიშნული ფაქტის რეალურ არსებობას და აცხადებს, რომ "ნამდვილად იყო ინიციატივები პროფკავშირებიდან უმუშევრობასა და დეკრეტულ კომპენსაციის შეცვლასთან დაკავშირებით, მე არ მახსოვს რამდენი მუხლი იყო ზუსტად, მაგრამ იყო. ასევე იყო გია ცაგარეიშვილის მხრიდან რაღაც შემოთავაზებები, აილოდანაც. ეს ჯერ-ჯერობით მხოლოდ განხილვის პროცესშია, გადაწყვეტილი არაფერია. ასე რომ, ცალსახა პოზიცია ამასთან დაკავშირებით ჯერ არ არსებობს. თუმცა, თუ მოხდება ცვლილებები და ამ პროექტზე სერიოზულად დაიწყება მუშაობა, მათი ინიციატივები, როგორც პროფკავშირების, ასევე აილოსიც, ნამდვილად იქნება გათვალისწინებული. ამ ეტაპზე მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია."

თათია ჩაფიჩაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48