ფიზიკურ პირები ადმინისტრაციული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ფიზიკურ პირები ადმინისტრაციული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან
ნანახია: 1249

ფიზიკურ პირები ადმინისტრაციული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან


საქართველოს პარლამენტი კანონშემოქმედებით საქმიანობას გაორმაგებული ძალებით აგრძელებს და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებას ცდილობს, თუმცა ჩვენი შეჭირვებული საზოგადოების დამძიმებული სოციალური გარემო ისევ მძიმეა და პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ახალი დემოკრატიული ტალღაც მისთვის ნაკლებადხელშესახებია. ამიტომაც საკანონმდებლო ორგანოს ახალი ინიციატივა დროულ და გონივრულ გადაწყვეტილებად უნდა შევაფასოთ. პარლამენტი ადმინისტრაციული ამინისტიის განხორციელების ინიციატივით გამოდის და მომზადებული კანონპროექტის განხილვას დაჩქარებული წესით იწყებს. საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან იმ ცვლილებების შესახებ, რომლის მიხედვითაც ყველა ის პირი, რომელიც 2007 წლის 1 დეკემბრამდე დაჯარიმდა, თანხის გადახდისაგან გათავისუფლდება. სახელმწიფოს მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა რესოციალიზაცია ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე ნამდვილად წარმოადგენს ამ სფეროში იმ მკაცრი აკრძალვების, თუ გნებავთ, ხშირ შემთხვევაში გაუმართლებელი და განზრახ შეცდომით დაწესებული სანქციების გამოსწორება-აღიარებას, რომელიც მძიმე მდგომარეობაში აყენებდა ისედაც შეჭირვებულ მოსახლეობას. მაგალითისთვის ერთ-ერთ გაზეთში ამოკითხული მოქალაქის ასეთი შეფასებაც კმარა: "ჩემს რაიონში ოჯახი არ დარჩა, რომელიც ზამთარში ტყიდან გასათბობი შეშის გამოტანისათვის არ დაჯარიმდა. მთავრობამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როცა გაჭირვებულ ხალხს დაერია. ხალხს არაფრის საშუალება არ ჰქონდა, ბუნება კი იმის შესაძლებლობას აძლევდა, რომ შეშით გამთბარიყო და ესეც აკრძალეს. ახლა კი მიხვდნენ, რომ, თურმე, შეცდომა დაუშვიათ და ჯარიმებს აუქმებენ. იმ ტყუილუბრალოდ დაჯარიმებულ ხალხს რას ეუბნებიან, თანხებს უბრუნებენ თუ ბოდიშს გვიხდიან? პირადად 400 ლარი გადამახდევინეს." მართალია, სამართლებრივი სახელმწიფო იმისთვის უნდა არსებობდეს, რომ შექმნას ლიბერალური კანონები და კმაყოფილი ჰყავდეს საკუთარი მოსახლეობა, რათა უზრუნველყოფილი ადამიანი და დაცული სფერო ნაკლებ პრობლემას წარმოადგენდეს, მაგრამ როდესაც საზოგადოება სხვა რეალობის წინაშე დგას, იქ კანონის სამართლიანობის განსაზღვრა, იმიჯის მზრუნველი ხელისუფლებისთვის, მნიშვნელობას ჰკარგავს. დღეს სწორედ ამიტომაცაა ნიშანდობლივი ადმინისტრაციული ამინისტიის ამოქმედება, რომელიც საზოგადოებაში კეთილგანწყობის საფუძველს შექმნიდა. სხვა შემთხვევაში, ყველა ადამიანის ქცევა კანონმორჩილებაში უნდა ვლინდებოდეს, რაც ადმინსტრაციულ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. კოდექსში განმარტებულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღევევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რისთვისაც კანონი სხვადასხვა სახდელებს აწესებს. კოდექსში ასეთი სახდელებია: გაფრთხილება, ჯარიმა, საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, საგნის კონფისკაცია, მოქალაქისთვის მინიჭებული სპეციალური უფლების ჩამორთმევა და სხვა. კანონპროეტქზე, რომელსაც ამჟამად კანონმდებლები განიხილავენ, აღნიშნულია, რომ პირი თავისუფლდება, როგორც ჯარიმისაგან, ასევე საურავისაგან. აქვეა მითითებული ისიც, რომ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ვრცელდება ჯარიმისა და საურავის მხოლოდ გადაუხდელ ნაწილზე. კანონპროექტი ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებული პირი ადმინისტრაციულ სახდელდადებულად არ ჩაითვლება. ასეთი ჩანაწერი კი იმთავითვე დაავალდებულებს ყველა იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს, რომ შეწყვიტონ ან არ დაიწყონ იმ ადმინისტრაციული საქმეების წარმოება, რომელიც კოდექსის რეგულირებად სფეროს წარმოადგენს. საყურადღებოა, რომ კანონპროექტში ასახული ცვლილებები შეეხებათ, როგორც ეკოლოგიურ დანაშაულს, წყლის დაბინძურებას, რესურსების მოპოვების წესების დარღვევას, ასევე მოძრაობის წესების დარღვევით გამოწვეულ დანაშაულობებს. მართალია, ვინც უკვე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის თანხა გადაიხადა, მათ ეს თანხა უკან აღარ დაუბრუნდებათ, მაგრამ ცვლილებები ნამდვილად იქნება ერთგვარი შვება ბევრი ადამიანისათვის. ამასთანავე, კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ ამ ცვლილებებით საუბარი არ არის პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებაზე. საუბარია მხოლოდ ჯარიმის გადაუხდელი ნაწილისაგან გათავისუფლებაზე. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, მისი პირობები არ გავრცელდება მხსხვილი კომპანიების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევების მიმართ და მხოლოდ ფიზიკური პირების მდგომარეობას ითვალისწინებს.
როგორც ვხედავთ, ქვეყანაში ადმინისიტრაციული ამინისტია გარდაუვალობას წარმოადგენს. ცვლილებები, რომელიც ახლა უნდა გატარდეს, 2008 წლის მარტში უნდა ამოქმედებულიყო, თუმცაღა წინა მოწვევის პარლამენტმა კანონპროექტის მხოლოდ პირველი მოსმენა შეძლო. პარლამენტი ამ ახალ ცვლილებას საზოგადოებას ნოემბრის ბოლოსთვის შესთავაზებს.


არჩილ კაიკაციშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48