პრეზიდენტის გადადგომა – ქვეყნის შემდგომი კონსტიტუციური რეჟიმი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : პრეზიდენტის გადადგომა – ქვეყნის შემდგომი კონსტიტუციური რეჟიმი
ნანახია: 932

საქართველოში 9 აპრილს დაწყებული მრავალათასიანი მიტინგი ერთადერთი მოთხოვნით კვალიფიცირდება – გადადგეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ოპოზიციის მოთხოვნა დღემდე ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის შედეგებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, დარღვეულია ქართული კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპები: "საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნება დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველყონ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი და სხვა." (კონსტიტუციის პრეამპულა) ამასთანავე, პოლიტიკური ოპოზიცია ხელისუფლებას ახსენებს ძალაუფლების მიტაცებას და აგვისტოში რუსეთთან განცდილ სამხედრო მარცხს. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, "არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება". ოპოზიცია მიუთითებს, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა მიითვისა ხელისუფლება, როცა რეალური შედეგით მეორე ტური გარდაუვალი იყო. პრეზიდენტმა ვერ შეძლო ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და ცხინვალის რეგიონში წარმოებული ომის შედეგად, დაიკარგა ახალგორი და კოდორის ხეობა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად კი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გარანტი, სწორედაც პრეზიდენტია, რომელიც ამავდროულად ახორციელებს უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილებას და კონსტიტუციის მე-100 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, იღებს გადაწყვეტილებას სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ.
ცხადია, პოლიტიკური დაპირისპირება და წარმოდგენილი არგუმენტაცია გვერდს ვერ უვლის სამართლის კატეგორიას, საკანონმდებლო ნორმებსა თუ ნიუანსებს, რომლის გაგებაც ჩვენი მოქალაქეებისთვის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობასაც წარმოადგენს და იმავდროულად, ჩვენს ქვეყანაში არსებული რეალობის შეფასებას მოითხოვს. "გადადგეს პრეზიდენტი სააკაშვილი!" – რამდენად კონსტიტუციურია ასეთი მიდგომა და რა სამართლებრივ რეალობაში აღმოჩნდება ქვეყანა, თუკი პრეზიდენტი თანამდებობას დატოვებს?! ეს არის დღესდღეობით საზოგადოებაში ყველაზე ხშირად დასმული კითხვა, ხოლო ოპოზიციის მხრიდან განცხადება – პროცესები კონსტიტუციის ფარგლებს არ გაცდება – ერთგვარად ბუნდოვანი და ნაკლებად საიმედო პასუხი იმ ადამიანებისთვის, ვინც კანონს მხოლოდ უზენაეს ღირებულებად განიხილავს და დაზუსტებას მოითხოვს.
საქართველოს კონსტიტუცია, ხოლო შემდგომ სხვა ორგანული კანონები, ვრცლად არეგულირებს პრეზიდენტის ინსტიტუტის უფლებამოსილებებს, საპრეზიდენტო არჩევნების ვადებს და პროცედურებს, თუმცაღა კონსტიტუციაში პირდაპირ და გარკვევით არ არის ჩამოყალიბებული ის სამართლებრივი შემთხვევები, რა შემთხვევაში უნდა გადადგეს პრეზიდენტი. სამართლის სპეციალისტები დღემდე თვლიან, რომ ეს არის საკანონმდებლო ხარვეზი და ის გათვალისწინებაც, რა დროსაც პრეზიდენტი ტოვებს თავის თანამდებობას, მიუღწევადი. ერთი და იგივე პირი, ქართული კონსტიტუციის თანახმად, რომელიც პრეზიდენტად 5 წლის ვადით ირჩევა, ზედიზედ მხოლოდ ორჯერ შეიძლება აირჩეს. მას უფლებამოსილება მხოლოდ იმპიჩმენტის განხორციელების შემთხვევაში უწყდება. კონსტიტუციის თანახმად, იმპიჩმენტის განხორციელების ინიციატივა საქართველოს პარლამენტს ეკუთვნის. კონსტიტუციის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფო ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პარლამენტს დადგენილი წესით, შეუძლია თანამდებობიდან გადააყენოს პრეზიდენტი, თუ: ა) კონსტიტუციის დარღვევა დადასტურებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით და ბ) სახელმწიფო ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები დადასტურებულია უზენაესი სასამართლოს დასკვნით. პარლამენტის რეგლამენტის 248-ე და 249-ე მუხლის თანახმად, პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. (დღევანდელ პარლამენტში 50 დეპუტატი) წარდგინება უნდა შეიცავდეს კონკრეტულ ბრალდებას საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან ჩადენილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებზე. საკითხი დასკვნისათვის გადაეცემა, შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო ან უზენაეს სასამართლოს. თუ თავისი დასკვნით უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა საქართველოს პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა ან საკონსტიტუციო სასამართლომ – საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, პარლამენტი ამ დასკვნას პლენარულ სხდომაზე განიხილავს. პარლამენტის გადაწყვეტილებით, პლენარული სხდომა შეიძლება დახურულად გამოცხადდეს. უზენაესი ან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული დასკვნის განხილვის შემდეგ, პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის კენჭისყრაზე დასმის შესახებ.
იგი გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის დაწყების დღიდან 30 დღის განმავლობაში. თუ პარლამენტმა გადაწყვეტილება არ მიიღო, საკითხი მოხსნილად ითვლება და მომდევნო 1 წლის განმავლობაში დაუშვებელია იმავე ბრალდების წაყენება. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის ან ომის დროს დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტისათვის წაყენებული ბრალდების პარლამენტში განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. სხვა შემთხვევაში, კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, "საქართველოს პრეზიდენტი ხელშეუხებელია. თანამდებობაზე ყოფნის დროს არ შეიძლება მისი დაპატიმრება ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა." ეს არის პრეზიდენტის განსაკუთრებული იმუნიტეტი. რაც შეეხება რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების სამართლებრივი ბუნების ახსნას, რომელიც 2008 წლის 5 იანვარს ჩატარდა, წარმოადგენდა პრეზიდენტის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგს.
ნებისმიერ ვითარებაში, როგორც იმპიჩმენტის განხორციელებისას ან სხვა პოლიტიკური მოსაზრებით დამდგარი სამართლებრივი შედეგი – ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, ქვეყნისთვის არ წარმოადგენს კონსტიტუციური სიბრტყიდან გამოსვლის საფუძველს, რადგანაც პრეზიდენტის გადადგომის ან გადაყენების დროს, კონსტიტუციის 76-ე მუხლის თანახმად, პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო ამ პერიოდში, პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას, იგი ბრძანებით ავალებს ერთ-ერთ მოადგილეს, რასაც პარლამენტი ადასტურებს დადგენილებით. საქართველოს კონსტიტუცია, 2004 წლის 6 თებერვლის შესწორებით, ქვეყანაში ითვალისწინებს ისეთ პოლიტიკურ მდგომარეობასაც, როდესაც პრეზიდენტის მოვალეობას ვერ ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე (ის შეიძლება იყოს გადამდგარი და თავის მოვალეობას ასრულებდეს თავისი ერთ-ერთი მოადგილე) და ამავდროულად დათხოვნილია პარლამენტიც, საქართველოში კონსტიტუციური წეს-წყობილების დაცვის გრანტად გამოდის პრემიერ-მინისტრი, ხოლო ამ დროს, მთავრობას ხელმძღვანელობს ვიცე-პრემიერის უფლებამოსილების მქონე მთავრობის წევრი. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის 76-ე მუხლის თანახმად, "პრეზიდენტის არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის დროიდან 45 დღის განმავლობაში და მის ჩატარებას უზრუნველყოფს პარლამენტი." საგულისხმოა, რომ ჩვენ სახეზე გვაქვს კლასიკური კონსტიტუციური ხარვეზი, რადგანაც თუკი გადამდგარია პრეზიდენტი, დათხოვნილია პარლამენტი და პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პრემიერ-მინისტრი, როდის რომელი რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს – საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო?! კონსტიტუციით ხომ პრეზიდენტის არჩევნებს პარლამენტი უზრუნველყოფს, ხოლო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 45 დღის, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კი პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შესახებ ბრძანებულების ამოქმედებიდან არა უადრეს 45 და არა უგვიანეს 60 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.
როგორც ჩანს, ამ ნორმას აშკარად ეტყობა კანონმდებლის დაუფიქრებელი და ნაჩქარევი ხელი. ამიტომაც, დღევანდელი ოპოზიციის განმარტება პრეზიდენტის შესაძლო გადადგომის შემდგომ ქვეყნის სამართლებრივი მდგომარეობისა და ხელისუფლების უწყვეტობის შესახებ – მოქმედი პარლამენტი, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში, ნიშნავს ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს და ახორციელებს საჭირო ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, სამართლებრივი გაგებით, ერთადერთ სწორ მიდგომას წარმოადგენს. (ხოლო შემდგომ ახალი პრეზიდენტი ნიშნავს ახალ საპარლამენტო არჩევნებს) ამასთანავე, აქვე უნდა ითქვას იმ სამართლებრივი ინსტიტუტის ეფექტურობის შესახებაც, რომელსაც საზოგადოებას ოპოზიციის ერთი ფრთა სთავაზობდა. საუბარია რეფერენდუმის შესახებ. მართალია, რეფერენდუმით, ისევე როგორც იმპიჩმენტის წესით, შესაძლებელია რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნვა (2008 წლის მაისის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები სწორედ რეფერენდუმის შედეგად ჩატარდა), მაგრამ რეფერენდუმის ინიციატორი მხარის – 200000 ამომრჩევლის ხელმოწერა თუ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედის (ასევე, რეფერენდუმის საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს პრესიდენტს) მოთხოვნა სამართლებრივი თავისებურებებით გამოირჩევა და დროში ხანგრძლივ და უპერსპექტივო (სარეფერენდუმო საკითხიდან გამომდინარეც) პროცედურას წარმოადგენს, ხოლო პლებისციტის შედეგებიც მხოლოდ მორალურ ვალდებულებას წარმოადგენს და სარეკომენდაციო ხასიათისაა.
შესაბამისად, პრეზიდენტის გადადგომა არ წარმოადგენს ქვეყნის სამართლებრივი განვითარების რღვევას, ხოლო ხელისუფლების უწყვეტობისთვის სწორი მიდგომები – კონსტიტუციიდან გასვლის შესაძლებლობას.

არჩილ კაიკაციშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48