"მონადირე" ახმეტელის თეატრში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : "მონადირე" ახმეტელის თეატრში
ნანახია: 1453

4 აპრილს ახმეტელის თეატრში ახალი სპექტაკლის "მონადირე" პრემიერა შედგა. ვამპილოვის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის რეჟისორი გიორგი შალუტაშვილია, როლებში - ბაჩო ჩაჩიბაია, ანა ალადაშვილი, ნუგზარ ყურაშვილი, ბაჩო ქაჯაია, კახა გოგიძე, თამთა პატაშური და სხვები. საკმაოდ ორიგინალური მუსიკა ლექსო ტურიაშვილს, ძალიან საინტერესო და ქართული სცენისთვის უჩვეულო მხატვრული გაფორმება კი როგორც ყოველთვის – აივენჰო ჭელიძეს ეკუთნის. ორმოქმედებიანი ფსიქოლოგიური დრამა მაყურებელმა ძალიან კარგად მიიღო.
ნანა ფრიდონაშვილი, თეატრმცოდნე:
"შთაბეჭდილებები ნამდვილად დადებითია. ეს პიესა - "იხვებზე ნადირობა" გიორგი შალუტაშვილმა რამდენიმე წლის წინ თავისუფლების თეატრის სცენაზე დადგა და რადგან იგი ისევ მიუტრიალდა ამ პიესას, ესე იგი, ის მარადიული ღირებულებები, რომელზეც პიესაა აგებული ისევ და ისევ რჩება. ძალიან სასიხარულოა, რომ სწორედ ახმეტელის თეატრში დაიდგა იგი და ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ სპექტაკლში არიან დაკავებულნი, ერთგვარი განახლებაა დასის. სხვათაშორის, მთავარ როლს იქაც ბაჩო ჩაჩიბაია თამაშობდა და უნდა ითქვას, რომ ეს ურთულესად სათამაშო როლია, იმიტომ, რომ ფაქტობრივად 2 საათის განმავლობაში სცენიდან არ გადის და სულ სხვადასხვა განწყობით უნდა ითამაშოს, რადგან მოქმედებებიც სხვადასხვა დროს ხდება. ეს არტისტისთვის რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ძველი დადგმიდან თითქმის არცერთი სცენა არაა ამოღებული, ეს სპექტაკლი გაცილებით უფრო დინამიურია და განსხვავდება წინამორბედისგან. საერთოდ, გიორგი ძალიან კარგად მუშაობს ფსიქოლოგიურ დრამაში და ამის დასტურია ეს სპექტაკლიც. ვულოცავ მას და წარმატებებს ვუსურვებ."
გიორგი შალუტაშვილი, ახმეტელის თეატრის მთავარი რეჟისორი:
"ეს პიესა ერთხელ უკვე მაქვს დადგმული და თუნდაც ის განსხვავებაა, რომ ის სპექტაკლი 1 საათით უფრო მეტ ხანს გრძელდებოდა, მაშინ სტუდენტები მონაწილეობდნენ, დღეს პროფესიონალიზმის უფრო მაღალი ხარისხი გვაქვს, ბუნებრივია, დრამატულ თეატრს მეტი მოთხოვნა აქვს. ყველა მონაწილეს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. მიუხედავად ჩვენი საზოგადოების ასეთი პოლიტიზირებისა, ვთვლი, რომ დღეს მთავარი მაინც ადამიანური არსებობის პრობლემაა. ეს პიესა საბჭოთა პერიოდში დაიწერა და სწორედ აპოკალიპტური იყო ის განწყობა და ის ფაქტი, რომ სულ წვიმს, წარღვნის და აპოკალიპსის მოლოდინია და ვამპილოვი მართალი აღმოჩნდა, რომ ის ქვეყანა, რომელიც ტყუილზე იყო აგებული დაინგრა. იმედს ვიტოვებ, თითოეული ჩვენგანი, მთელი ერი, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვეტყვით სიმართლეს, ვინ ვართ, რანი ვართ, საიდან მოვდივართ და რა გვინდა, მერე გადავრჩებით".
ნუგზარ ყურაშვილი, მსახიობი:
"ძალიან თანადროულია, დაკარგული თაობის თემაა, რომელთაც ხვალინდელი დღე დაკარგული აქვთ და უნდათ ყველაფერი დღეს მოასწრონ. დღესაცაა უნდობლობის, საზოგადოების, გარემოს მიმართ ადამიანის გაუცხოების პრობლემა, პიესის იდეა მაინც ესაა. ის, რომ ახალგაზრდები არიან ამ სპექტაკლში, მისასალმებელია, ჩვენც შეძლებისდაგვარად გვერდში დავუდექით. ვფიქრობ, კარგი გამოვიდა."
მამუკა ლომაშვილი, პაროდისტი:
"ძალიან მაგარი სპექტაკლია, მომეწონა, აღფრთოვანებული ვარ. ის, რომ ასეთი კარგი სპექტაკლები იდგმება ახმეტელის თეატრში, პირველ რიგში, ხელმძღვანელობის დამსახურებაა, რეჟისორების, მსახიობების, რომლებიც ძალიან კარგები არიან. ყველაფერი დიდი პროფესიონალიზმით იყო გაკეთებული. ვფიქრობ, ეს სპექტაკლი თავის სათქმელს იტყვის. ალბათ, კიდევ არაერთხელ ვნახავ".

თამთა დადეშელი





 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48