რა შემთხვევაში დააფინანსებს სახელმწიფო მაგისტრანტებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : რა შემთხვევაში დააფინანსებს სახელმწიფო მაგისტრანტებს
ნანახია: 1254

აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში მაგისტრანტებს ამიერიდან სახელმწიფო დააფინანსებს.
მაგისტრატურაში ჩასარიცხად მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა გაიაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა და გამოცდა სპეციალობაში. სპეციალობის გამოცდას განსაზღვრავს და ატარებს ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც მაგისტრანტობის კანდიდატს სურს სწავლის გაგრძელება. საერთო სამაგისტრო გამოცდას კი გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს.
გამოცდის შედეგების მიხედვით მაგისტრანტისთვის გაიცემა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი. სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც სამინისტროს შიდა ხარჯების მობილიზების ხარჯზე 1000-დან 2250 ლარამდე საგრანტო დაფინანსებას 1000-მდე მაგისტრანტი მიიღებს.
• თანხის პირველი 10% გაიცემა საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების საფუძველზე, ანუ რეიტინგული სიის მიხედვით უმაღლესი მაჩვენებლების მქონე მაგისტრანტებზე;
• მომდევნო 40% გადანაწილდება თანაბრად შემდეგი მიმართულებების მიხედვით: ბიზნესი და ეკონომიკა, ჰუმანიტარული, სოციალური, სამართალი, საინჟინრო, განათლება და პედაგოგიკა, საბუნებისმეტყველო, აგრარული, მათემატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები, ხელოვნება, ჯანდაცვა;
• მომდევნო 50% გადანაწილდება სახელმწიფოსთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით. ესენია: ჰუმანიტარული განათლება და პედაგოგიკა, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მიმართულებები. საერთო სამაგისტრო გამოცდები ჩატარდება ივლისში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განკუთვნილ საგამოცდო ცენტრებში.
უფრო დაწვრილებით საერთო სამაგისტრო გამოცდების შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის საერთო სამაგისტრო ჯგუფის ხელმძღვანელს მიხეილ მანიას ვესაუბრეთ:
`სახელმწიფომ, მაგისტრანტებისთვის გამოყო 2 მილიონი ლარი. სტუდენტები დაფინანსდებიან სრულად და თითოეული გრანტის ოდენობა არის 2250 ლარი. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს არ აქვთ უფლება მოითხოვონ ამაზე მეტი გადასახადი.
გრანტები საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების მიხედვით გადანაწილდება. გარდა ამისა, სტუდენტებმა უნდა ჩააბრონ სპეციალობის გამოცდა თავად სასწავლებლებში. გრანტის განაწილება ხდება შემდეგნაირად: მთელი თანხის 10% გადანაწილდება საერთო რეიტინგული სიით, ანუ, დაახლოებით, 90 სტუდენტი მიიღებს სრულ დაფინანსებას და სწავლას გააგრძელებს იმ მიმართულებით, რომელიც მას სურს. შემდეგი 40% ნაწილდება მიმართულებების მიხედვით. გამოყოფილია 11 მიმართულება, თითოეულს შეხვდება თანხის 3,6%, ანუ თითოეულ მიმართულებას დაუფინანსდება 32-32 მაგისტრანტი. დარჩენილი 50% კი გადანაწილდება იმ მიმართულებებზე, რომლებიც ამ ეტაპზე სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია.
საერთო სამაგისტრო გამოცდა სავალდებულოა ყველა უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებლისთვის, ხოლო კერძოებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდის ჩაბარებაზე და მაგისტრანტები მხოლოდ შიდა გამოცდების საფუძველზე მიიღონ. ასევე, სასწავლებლები თავად ირჩევენ, თუU რომელ გამოცდას მიანიჭებენ პრიორიტეტს-სპეციალობას თუU საერთო სამაგისტრო გამოცდას.~
რაც შეეხება საერთო სამაგისტრო გამოცდის სპეციფიკას, იგი წარმოადგენს ტესტს, რომელიც შედგება 4 ნაწილისგან, - წაკითხულის გააზრება; ანალიტიკური წერა; ლოგიკური მსჯელობა; რაოდენობრივი მსჯელობა. თითოეული ნაწილი ფასდება ცალკ-ცალკე. როგორც ბატონმა მიხეილმა განგვიმარტა, ტესტის პირველ 3 ნაწილს არანაირი სპეციფიური საგნის ცოდნა არ მოეთხოვება, მეოთხე ნაწილს კი სჭირდება ელემენტარული მათემატიკის, დაახლოებით მეხუთე-მეექვსე კლასის დონეზე ცოდნა. მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება ექნება სტუდენტს, რომელიც ტესტის 4 ნაწილიდან, სამში მაინც გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს. გამოცდა ჩატარდება 2 დღის განმავლობაში. პირველ დღეს მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველს მუშაობისთვის ექნება 2 საათი და 20 წუთი, ხოლო მეორე დღეს 2 საათი.
საერთოO სამაგისტრო გამოცდაზე პასუხს აგებს ეროვნული საგამოცდო ცენტრი, სპეციალობის გამოცდაზე კი თავად სასწავლებელი.
საქართველოს გარდა, სტუდენტებს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთაც შეეძლებათ. როგორც განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განმარტებული, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში საქართველოს მოქალაქეების მაგისტრატურაში სწავლებას სრულად დააფინანსებს.
სამაგისტრო გრანტების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ ა.წ. თებერვლის ბოლოს მიიღო. ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში 3 500 000 ლარია გათვალისწინებული.
გრანტები გაიცემა იმ სტუდენტებზე, რომლებმაც სხვადასხვა სპეციალობებზე მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად სწავლის უფლება უცხო ქვეყნის მაღალრეიტინგულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოიპოვეს. დაფინანსება მოიცავს შემდეგ სპეციალობებს: ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ხელოვნება, მედიცინა და სხვა.
განათლების და მეცნიერების სამინისტრო პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სსიპ - განვითარების და რეფორმების ფონდის მეშვეობით.
უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრის ხარისხის მიღების მიზნით გაცემული იქნება თანხა, რომელიც დაფარავს არა მარტო სწავლის, არამედ სწავლასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს (საცხოვრებელი ბინის, მგზავრობის და სხვ).
სასწავლო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატისთვის გამოსაყოფი გრანტი მიეცემა უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეს, რომლის ასაკიც არ აღემატება 40 წელს. სტუდენტმა თავად უნდა მოიპოვოს უფლება-ჩარიცხვა უმაღლესი სასწავლებლიდან. .2009 წლის 30 მარტიდან ფონდი განაცხადების ელექტრონულ მიღებას იწყებს. განაცხადების მიღება წარმოებს 26 ივნისამდე.

თაკო მათეშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48