დაუფარავს თუ არა სახელმწიფო მოსახლეობას გადაუხდელ ვალებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : დაუფარავს თუ არა სახელმწიფო მოსახლეობას გადაუხდელ ვალებს
ნანახია: 756

პრობლემური სესხები, ბანკები, ოპოზიცია და ხელისუფლება - უყაიმო თამაში

პრობლემური სესხების დაფარვის საკითხი, ბოლო პერიოდში საზოგადოების, ექსპერტების და პოლიტიკოსების განსჯის საგანია. პოლიტიკური გაერთიანება "ალიანსი საქართველოსთვის" სახელმწიფოსგან მოითხოვს გაითვალისწინოს ეკონომიკური კრიზისი და საკუთარ თავზე აიღოს მოსახლეობის ვადაგადაცილებული სესხების დაფარვა. "ალიანსი საქართველოსთვის" მთავრობას ამ საკითხის მოსაგვარებლად გეგმასაც სთავაზობს. მათი ინიციატივით რეგიონებში, პრობლემური სესხების საკითხის გადასაჭრელად ბანკის მოვალეთა კომიტეტებიც შეიქმნა. მიზნის მისაღწევად "ალიანსი საქართველოსთვის" აქციების და მანიფესტაციების გამართვასაც არ გამორიცხავს. იმის თაობაზე, თუ რა გეგმა აქვს პოლიტიკურ გაერთიანებას მოსახლეობის და ბანკების დასახმარებლად, "ბანკები და ფინანსებს" "ახალი მემარჯვენეების" წევრი, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ვაჟა კაპანაძე ესაუბრა.
"აგვისტოს ომმა, ხოლო შემდგომ ეკონომიკურმა კრიზისმა, ბანკებსა და მათ კლიენტებს შორის ურთიერთობა დაძაბა. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ხალხი ბანკებიდან აღებულ კრედიტებს ვეღარ აბრუნებს, რაც ბანკებს დიდ საფრთხეს უქმნის. თუ ასე გაგრძელდა, ქართული საფინანსო სისტემის ნგრევას წინ ვერაფერი დაუდგება, რაც ქვეყნის მთელ ეკონომიკას კოლაფსში ჩააგდებს.
ხელისუფლება, ჩვეულებისამებრ, სირაქლემას პოზიციაშია და პრობლემას ვერ "ხედავს". მაგრამ პრობლემის არდანახვა არ ნიშნავს, რომ იგი არ არსებობს. პრობლემამ მწვავე ხასიათი მიიღო და ჩვენგანაც ამიტომ წამოვიდა ეს ინიციატივა. დღეს საქართველოში უამრავ ოჯახს იპოთეკური სესხი აქვს აღებული. ბევრს საყოფაცხოვრებო ნივთები ჰქონდა შეძენილი ბანკის დახმარებით და უამრავი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი სარგებლობდა ბანკის სესხით, რომლებსაც შემოსავლების დაკარგვის გამო, თუ სხვა გასაგები მიზეზების გამო, უკან ვერ აბრუნებენ.
თუმცა, ჩვენ მხოლოდ ამ მოსახლეობის ბედით არ ვართ დაინტერესებულნი. ჩვენი მცდელობაა, ბანკებისთვისაც მოვნახოთ საუკეთესო გამოსავალი. დღეს ბანკებისთვის დაუბრუნებელი სესხები მათი საკრედიტო პორტფელის 3,5%-ს, ანუ, დაახლოებით 200 მლნ ლარს შეადგენს. ამას ბანკები თავიანთი რენტაბელობის ხარჯზე კიდევ აიტანენ, მაგრამ თუ ეს მაჩვენებელი 4-5%-მდე გაიზარდა, მაშინ ბანკები ზარალზე წავლენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბანკები კრედიტების გაცემას და ეკონომიკის დაფინანსებას შეწყვეტენ.
ამ პრობლემის წარმოქმნაში დამნაშავეები თავად კომერციული ბანკებიც არიან. მთავარი იყო ადამიანს ხელფასის ცნობა მიეტანა, რომ მათ სესხს უპრობლემოდ აძლევდნენ. გარკვეულწილად, ბანკებმაც ამის გამო პასუხი უნდა აგონ.
თუმცა, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ მოსახლეობა პასუხისმგებლობისგან მთლიანად უნდა გავათავისუფლოთ. სახელმწიფოს ვთხოვთ დონორი ქვეყნებისგან გადმორიცხული ფულიდან, სანამ მოსახლეობას თავად შეეძლება ვალის გასტუმრება, ეს ვალები მანამდე გადაიხადოს, რადგან საზოგადოებამაც სათანადოდ ვერ შეაფასა თავისი შესაძლებლობები და ბევრმა კრედიტები მაღალი რისკების ფასად აიღო.
ამ ყველაფერში მთავარი დამნაშავე მაინც მთავრობაა, რადგან ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის ხერხემალია, საერთოდ დაანგრია. ეროვნული ბანკი და მისი საზედამხედველო ფუნქცია მოიშალა. ხელისუფლებამ ის ინსტრუმენტები, რომლითაც ეროვნული ბანკი პროცესებს მართავდა, მოშალა და ბანკებმაც ამით ისარგებლეს. მათ მთელი დატვირთვა იპოთეკურ, საყოფაცხოვრებო და ავტოკრედიტებზე გადაიტანეს. დღეს ყველაზე რთული სიტუაციაა ფოთში, რადგან ომის შედეგად ქალაქმა დიდი დარტყმა მიიღო. როცა ბანკებსა და ხალხს შორის ურთიერთობები დაიძაბა, ხალხი ქუჩაში გამოვიდა. მდგომარეობა იმითაც დაიძაბა, რომ ბანკებს ვალების ამოსაღებად შპს-ები ჰყავთ დაქირავებული, რომლებიც ყოფილი ძალოვნებით არიან დაკომპლექტებულნი და ხალხს ატერორებენ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით ემუქრებიან.
ვინაიდან ყველაზე რთული სიტუაცია ფოთში შეიქმნა, ადგილზე ჩავედით. როცა სიტუაციას გავეცანით, ბანკის მოვალეებს ვთხოვეთ, რომ გაერთიანებულიყვნენ და კომიტეტები შეექმნათ. კომიტეტების შექმნას რეგიონებში ის დატვირთვა აქვს, რომ საინფორმაციო ბანკი შეიქმნება, რათა გავაანალიზოთ რასთან გვაქვს საქმე. როცა ანალიზს გავაკეთებთ, მაშინ შევძლებთ ველაპარაკოთ კონკრეტულად ბანკებს და მთავრობას. მთავრობამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მომხდარზე და ეს ვალები კომერციული ბანკებიდან უნდა გამოისყიდოს. ამის შედეგად, ბანკის მოვალეები სახელმწიფოს მოვალეები გახდებიან, მაგრამ ჩვენი ხედვით, შესაძლოა, მთავრობამ ვალების მხოლოდ 70-80% გამოისყიდოს. თავად ბანკები ამ სისტემიდან არ უნდა გათავისუფლდნენ და იმ 20-30%-ის ვალდებულებაში უნდა დარჩნენ. მათაც უნდა იწვნიონ თავიანთი პოლიტიკის შედეგი.
ჩვენი ინიციატივის მიზანია, ერთის მხრივ, მოსახლეობას წნეხი მოვუხსნათ, ხოლო, მეორეს მხრივ, ბანკებს ვალი დაუბრუნდეთ. ეს თანხა ბანკებს კვლავ აამოძრავებს, რადგან დღეს ჩვენ ერთი უკიდურესობიდან - იაფი ფულის პოლიტიკიდან, მეორე უკიდურესობაში - ძვირი ფულის პოლიტიკაში, გადავვარდით.
ვალების გადახდა სახელმწიფოს მხრიდან დონორი ქვეყნების მიერ გადმორიცხული ფულით შეიძლება. სახელმწიფო ვალების გადახდას ეტაპობრივად დაიწყებს, იმ რაოდენობით და იმ ვადებში, როგორც ეს ხალხს უნდა გადაეხადა. ამაში ჯარიმებსა და საურავებს არ ვგულისხმობთ. დღეს თუ ბანკები სახელმწიფოს იმედზე ისევ სარგებელს ნახავენ, ხვალაც ამის იმედზე იქნებიან. ამიტომ, მათაც რაღაც უნდა იზარალონ, რომ შემდეგ უფრო გაფრთხილდნენ. თუმცა, ეს მაინც მთავრობისა და ბანკების მოლაპარაკების საკითხია. ჩვენ მოსახლეობის ბანკების მიმართ დავალიანების გადახდას სახელმწიფოსგან ვითხოვთ. ამ მოთხოვნაში თუ რაიმე შეცდომას ვუშვებთ, მზად ვართ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის. ეს საკითხი ჯერჯერობით ეკონომიკურ ჭრილში განიხილება, მაგრამ თუ სახელმწიფო ამაზე არ წამოვიდა, მაშინ იგი პოლიტიკურ სახეს მიიღებს. ამას კი შეიძლება ხალხის ქუჩაში გამოსვლაც მოჰყვეს." - აცხადებს ვაჟა კაპანაძე
პრობლემურ სესხებთან დაკავშირებით და "ალიანსი საქართველოსთვის" ინიციატივის შესახებ ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია შემდეგ მოსაზრებას გამოთქვამს:
"სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის პრობლემური ვალების გადახდა ხალხისთვის და ბანკებისთვისაც კარგი იქნება. მაგრამ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, მან ეს ვალები არ უნდა გადაიხადოს. წარმოუდგენელია, რომ სახელმწიფომ ბიუჯეტიდან 3-4 % მოსახლეობის საბანკო ვალებისთვის გაიღოს. საქართველოს პროფიციტული ბიუჯეტი რომ ჰქონდეს, ამ ვალების გადახდას კიდევ შეძლებდა. თუ ვალების დონორი ქვეყნებიდან გადმორიცხული ფულით გადახდაზეა საუბარი, ესეც ხომ მთელი ქვეყნის საკუთრებაა და გარკვეული მიზნითაა სახელმწიფოსთვის გადმორიცხული. ეს თანხებიც მთლიანად ქვეყანას უნდა მოხმარდეს და არა მხოლოდ მოსახლეობის იმ 3-4%-ს, რომლებმაც სესხი თავიანთი ცხოვრების უკეთ მოწყობისთვის აიღეს. დონორი ქვეყნების მიერ გადმორიცხული ფული და ქვეყნის ბიუჯეტი ჩვენი ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის საკუთრებაცაა. სახელმწიფოს მხრიდან დახმარება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ კონფლიქტურ ზონას გაითვალისწინებენ და იქ მცხოვრებლებს ბანკების მიმართ დავალიანების გადახდაში დაეხმარებიან. თუმცა, ეკონომიკის თვალსაზრისით, მათი დავალიანების დაფარვაც არაა მიზანშეწონილი. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, გაჭირვებულ მოსახლეობას შეძლებისდაგვარად უნდა დაეხმაროს. ოპოზიცია ამ კუთხით მარტო კონფლიქტურ ზონას რომ ითვალისწინებდეს, მათ მოთხოვნას შეიძლება გამართლება ჰქონოდა, მოსახლეობის ამ ვალების მთლიანად გადახდა კი შეუძლებელია. საინტერესოა, ოპოზიციამ სამართლებრივი კუთხით როგორ უნდა განსაზღვროს, ვის ეკუთვნის სახელმწიფოს მხრიდან ვალის გადასახდელად დახმარება და ვის არა. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ვალებს ყველას დაუფარავენ? ის სარეკლამო რგოლი, რომელიც ტელეკომპანია "კავკასიასა" და "მაესტროზე" გადის, აბსოლუტური კანონდარღვევაა. სარეკლამო რგოლში, რომელიმე კომპანიის ლოგოების გამოყენების უფლება არავის აქვს. თან რეკლამაში ამბობენ, რომ ბანკებს ხელი შევუწყოთო. არადა, ბანკებს არანაირი დახმარება არ უთხოვიათ. თუ ამ კლიპის ინიციატორებს მოსახლეობის დახმარება სურთ, შეუძლიათ თავად დაეხმარონ მათ.
დღეისათვის ბანკებს ის ფული, რომელიც მოსახლეობის დავალიანებას შეადგენს, რომც არ შეუვიდეთ, არანაირი ლიკვიდურობის პრობლემა არ დაუდგებათ. კრედიტების გასაცემად ბანკებს სადღეისოდ პრობლემა არ აქვთ. მათ იმდენი ფული აქვთ, რომ სად წაიღონ აღარ იციან. ადრე ხალხს პრეტენზია ბანკიდან სესხის აღების სირთულეზე ჰქონდა. მერე ბანკებმა სესხის გაცემა გაადვილეს. ახლა პრეტენზია აქვთ იმაზე, რომ მარტივად გაცემულ სესხს ხალხი ვეღარ ფარავს. ბანკები კრედიტებს იმ შემთხვევაში გასცემდნენ, თუ კლიენტები გადახდის გარანტიას აძლევდნენ. დღეს ბანკები პრობლემური სესხების ამოსაღებად დახმარებას არავისგან არ ითხოვენ. რადგან ამ პრობლემის გადაჭრა სხვისი დახმარების გარეშეც შეუძლიათ.
ბანკებში სესხის გაცემის შემცირება რისკების მომატებითაა გამოწვეული. ეროვნული ბანკის მოთხოვნით ბანკებს კაპიტალის 12% -ზე ნაკლები რეზერვი არ უნდა ჰქონდეთ. ჩვენს საბანკო სექტორში კი ეს რეზერვი 14,7%-ს შეადგენს, ანუ ბანკებს ფული აქვთ და სესხების გაცემა შეჩერებული არ არის. თვითონ ბანკები დაზარალებულებს სესხების გადავადებით კრედიტების დაფარვაში ეხმარებიან. სახელმწიფოს მხრიდან სესხების დაფარვაში დახმარება იქნება ბიძგი იმისა, რომ ქვეყანაში გადახდის კულტურა მოიშლება, რომელიც დღეს საზოგადოებაში ჩამოყალიბდა. ამის მაგალითი ის იქნება, რომ ვინც ამ საბანკო სესხებს დღემდე იხდიდა, შეიძლება ახლა სახელმწიფოს დახმარების იმედით აღარ გადაიხადოს. სახელმწიფოს მხრიდან სესხების დაფარვაში დახმარება ოპოზიციის მხრიდან ისეთი დაპირებაა, რომელსაც არანაირი ეკონომიკური საფუძველი არ აქვს. ოპოზიციამ უნდა გააკეთოს რაიმე ახსნა იმისა, თუ ამ ვალების გადასახდელად ფული საიდან გამოიყოფა. ოპოზიცია კი ამ საკითხთან დაკავშირებით დიალოგზე არ მოდის. მათ თვითონაც არ იციან, რას ამბობენ. ბანკების მიმართ მოსახლეობის დავალიანების გადახდა სახელმწიფოს მხარდაჭერით, უბრალოდ, შეუძლებელია. კიდევ გავიმეორებ, - თუკი საკითხი მხოლოდ იმათ ეხება, ვინც კონფლიქტის ზონაში სახლ-კარი დაკარგა, მათ შეიძლება სესხის გადახდაში დაეხმარო, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო, რომელიც საქართველოსაც შეეხო, მოსახლეობისთვის სესხის დაფარვაში დახმარება, უკვე ჩვეულებრივი საკრედიტო რისკია. ეს რისკი ბანკსა და კლიენტს შორის უნდა მოგვარდეს. სახელმწიფოს უხეში ჩარევა ამ საკითხში არანაირ სარგებელს არ მოიტანს. ჩემი აზრით, ოპოზიციის მოთხოვნა სრული აბსურდია," - უთხრა "ბანკები და ფინანსებს" ზურაბ გვასალიამ.


ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48