ახალი ორჯონიკიძეები ქართულ მიწა-წყალს ჰყიდიან » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ახალი ორჯონიკიძეები ქართულ მიწა-წყალს ჰყიდიან
ნანახია: 669

მინისტრი კვეზერელი თურქებს ეაჯა – მიწას, თითქმის, მუქთად ვყიდით, აბა, თქვენ იცითო

თურქები არაფერ შუაში არიან. თურქეთი ჩვენი მეგობარია


ახლახანს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიც შემოვიღეთ და ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციის გზაზე სერიოზული ნაბიჯიც გადავდგით. ორივე ქვეყანა – ჩვენც და თურქეთიც ევროპისკენ მივილტვით, ჩვენი მეგობრობაც ნაცადია, თურქეთი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. არც თურქებს უჭირავთ თვალი აჭარაზე, არც მაჰმადიანი მესხების ("თურქი მესხების") პრობლემით სპეკულირებენ და არც ჩვენ ვფიქრობთ ლაზეთის, შავშეთის, კლარჯეთის, კოლა-არტაანის შემოერთებაზე. იმიტომ, რომ ჩვენ ცივილიზებული მსოფლიო ნაწილად მივიჩნევთ თავს და გულწრფელად ვმეგობრობთ.
ახლა მთავარი და ჩვენი სოფლის მეურნეობის მინისტრისა ვთქვათ. ეს ნორჩი და უპასუხისმგებლო მინისტრი, თურქებს ევედრება, - იაფია, ფაქტობრივად, მუქთად, მოდით და რამდენიც გენებოთ ქართული მიწები იყიდეთო.
სერგო ორჯონიკიძეს სხვა კი არ გაუკეთებია რამე. მას გულწრფელად სჯეროდა, რომ მთელ მსოფლიოში რევოლუცია მოხდებოდა, პროლეტარიატი გაიმარჯვებდა, სახელმწიფოებს შორის საზღვრები აღარ იქნებოდა და მაშინ რაღა მნიშვნელობა ჰქონდა სოჭის ოლქი რუსეთის პირობით საზღვრებში აღმოჩნდებოდა თუ საქართველოსი, საინგილო აზერბაიჯანს დარჩებოდა თუ თავის ისტორიულ სამშობლოს. პროლეტარიატს ხომ სამშობლო არ ჰქონდა!
ასეა დღევანდელი ორჯონიკიძეების საქმეც. საქართველოში მათ რუსი ოლიგარქი, მსოფლიოს მოქალაქე, ნეოლიბერტარიანელი და საქართველოს ფაქტობრივი პრემიერ-მინისტრი კახა ბენდუქიძე ხელმძღვანელობს. ამ მთავარმა ორჯონიკიძემ ჰონკონგისა და სინგაპურის ზღაპარი შემოგვაპარა, ქვეყნის უმოკლეს დროში აყვავებას დაგვპირდა და ყველაფრის გაყიდვას შეუდგა. გაყიდა კიდეც "თავისიანებზე", ეგრეთწოდებულ "რუსებზე", "არაბებზე" და პირდაპირი თუ ირიბი გზებით თავის ამფსონებთან ერთად დაიბევა ანუ ოფშორებში დააბინავა გადაფორმებული საქართველო. თვითონ ბენდუქიძე, რომელიც რატომღაც ისევ სახელმწიფო კანცელარიაში ბუდობს, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის დელეგაციაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმოჩნდა. ჩვენი ნორჩი მინისტრი კი, 5 დღით თურქეთში გაუმწესებია. იზმირში, კვეზერელი სავაჭრო პალატას ეწვია, სადაც ჯერ ბაქი-ბუქს მოჰყოლია. რეგიონში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყველაზე დიდი ნაწილი, სწორედ საქართველოშია, ჩვენი მიწა ძალიან იაფია, ერთი ჰექტარი 350 ათასი დოლარი ღირს, ნუ გვეტყვით უარს, დაისაკუთრეთ ეს მიწებიო. შეწუხებული მოთქვამდა კვეზერელი: თურქ მეწარმეებს სადღეისოდ 5 ათასი ჰექტარი მიწა ეკუთვნით საქართველოში, წელს იქნებ გაათმაგდეს და გაასმაგდეს ეს ციფრიო. ასე გულუხვად არიგებდა წინდაწინ ქართულ მიწებს "ჩვენი სერგო".
იყიდიან, როგორ არ იყიდიან. აბა, დღეს ბუღა-თურქი წამოვა ლაშქარით საქართველოზე თუ უსტაფა ფაშა. დღეს ქვეყნებს, მიწებს და ტერიტორიებს ფულით იპყრობენ. ჰოდა, ჰყიდიან და ასხვისებენ ქართულ მიწებს "ახალი ორჯონიკიძეები".
არამარტო მიწებს, წყალსაც და ტყეებსაც, ანუ ყველაფერ იმას, რისი უკიდურესი დეფიციტიცაა დღეს მსოფლიოში.
ეკონომიკის მინისტრად რომ დაინიშნა, ლაშა ჟვანიამ, ტყეების აუქციონები შეაჩერა, სამინისტროდან ბენდუქიძის ხალხი დაითხოვა, მაგრამ მისი ფარისევლობაც მალე ცხადი გახდა. ტყეებზე აუქციონები ისევ გამოცხადდა. მაგრამ აპრილის აქციების წინ მთავრობამ თავხედობა ვეღარ გაბედა და ტყის აუქციონები დროებით შეაჩერა. ფორმალურ მიზეზად ტყეების ინვენტარიზაციის დასრულების აუცილებლობა დასახელდა.
მერე რა, რომ ქართველი ხალხი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ხელაღებით დასხვისების წინააღმდეგია, მერე რა, რომ საქართველოს ხალხი ტყეების, მდინარეების და ტბების გასხვისების წინააღმდეგია.
ვინ ჰკითხავს ხალხს!
ჰოდა, ჰყიდიან საქართველოს მიწა-წყალს ახალი ორჯონიკიძეები – ბენდუქიძე, კვეზერელი, ჟვანია...
მერე რა, რომ ასე არ იქცევიან ებრაელები, სომხები, აზერბაიჯანელები, განსაკუთრებით ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე.
თქვენ მოიქეცით ასე.
და გეძინოთ ყურთბალიშზე.

ლევან მზიანიშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48