პროფკავშირები უმუშევრებისთვის დახმარებას ითხოვენ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : პროფკავშირები უმუშევრებისთვის დახმარებას ითხოვენ
ნანახია: 1319

პროფკავშირები 30 მარტს ახალი ინიციატივით გამოვიდნენ, რომელიც უმუშევართათვის შემწეობის დანიშვნას და "საქართველოს შრომის კოდექსში" ცვლილებების შეტანას ეხება.
მსოფლიოში მიმდინარე ფინანსური კრიზისის ფონზე საქართველოს ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში ახალი რისკები წარმოიშვა. აქედან გამომდინარე, დასაქმებული მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა.
როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში არსებული სოციალურ პრობლემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე უმუშევრობაა. 2008 წელს მესამე კვარტლის ოპერატიული მონაცემებით, ქვეყანაში 280,0 ათასამდე უმუშევარია. მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ეკონომიკის რიგ დარგებში მძიმე პირობები შეიქმნა, ადგილი აქვს ადამიანთა მასობრივი დათხოვნების ფაქტებს.
არსებული რეალობის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, უმუშევართა დეკლარირებული რაოდენობა უახლოეს პერიოდში 350 ათას მიაღწევს. იმის გათვალისწინებით, რომ არ მოქმედებს უმუშევართა დაცვის მექანიზმი, მოსახლეობის ელემენტარული სოციალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭიროა გამოიძებნოს სახსრები უმუშევრებისთვის შემწეობის გამოყოფისთვის და ის ქვეყანაში არსებული სახელფასო განაკვეთის შესაბამისად უნდა განისაზღვროს.
მხედველობაში მისაღებია ის გარემოება, რომ საერთო შეფასებით, კრიზისი შესაძლებელია 2009 წლის ბოლომდე გაგრძელდეს. აქედან გამომდინრე, პროფკავშირების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ შემწეობის ხანგრძლივობა არანაკლებ 6 თვით უნდა განისაზღვროს. ამისთვის, პროფკავშირების გაანგარიშებით, 350 ათას უმუშევარზე საჭიროა 19,25 მლნ ლარი, რაც ნიშნავს, რომ 6 თვის განმავლობაში თითოეულმა უმუშევარმა 55 ლარი უნდა მიიღოს.
როგორც მოტანილი მონაცემებიდან ირკვევა, მინიმალური პენსიის მაჩვენებელზე გადაანგარიშებით, 350 ათას უმუშევარზე გასაცემი შემწეობის თანხა თვეში 19,25 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო 6 თვის მანძილზე საჭირო თანხა 112,5 მლნ ლარია.
აღნიშნული თანხის დაფარვის წყაროდ შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მოქმედი საშემოსავლო გადასახადის გარკვეული ნაწილი, კერძოდ, 20%-იანი დაბეგვრის სისტემიდან 3% ამ მიმართულებით წარიმართოს. საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის გეგმიური მაჩვენებელი განსაზღვრულია სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 1 123 მლნ. ლარის და ნაერთი ბიუჯეტისთვის 1 200 მლნ ლარის ოდენობით.
Kკანონპროექტის მიზანია უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს მისცეს ელემენტარული საარსებო წყარო, აღადგინოს სოციალური სამართლიანობა და სოლიდარობა საზოგადოებაში, დაიცვას ქვეყანა მოსალოდნელი სოციალური აფეთქებისა და სიღარიბის მაჩვენებლის შემდგომი გაღრმავებისგან.
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯები გათვალისწინებული უნდა იქნას 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანით. თუმცა ის გავლენას არ მოახდენს საერთო ხარჯვით ნაწილზე, მაგრამ გამოიწვევს ხარჯვითი მუხლების ცალკეულ პარამეტრებში კორექტირების შეტანის აუცილებლობას.
პროფკავშირების ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ უმუშევართა რეგისტრაციაზე და მათთვის შემწეობის დანიშვნის საკითხზე პასუხისმგებლობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უნდა დაეკისროს, რადგან უახლოეს წარსულში ამ სამინისტროს სტრუქტურაში ანალოგიური სამსახური ფუნქციონირებდა და ამ მხრივ გარკვეული გამოცდილება არსებობს.
დებულებაში მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული უმუშევრობის ტერმინი, სტატუსი, აღრიცხვის განხორციელების მექანიზმი, შემწეობის დანიშვნის წესი და პირობები. უმუშევართა აღრიცხვა უნდა განახორციელონ ადგილობრივ თვითმართველობით ორგანოებში შექმნილმა სპეციალურმა სამსახურებმა., რომელიც კონკრეტულ მონაცემებს თითოეულ პიროვნებაზე შეიტანს სტანდარტული ფორმით მონაცემთა საერთო ბაზაში, დააფიქსირებს შესაბამის სარეგისტრაციო ფურცელზე, რომელიც დადგენილ დროში უნდა გადაიგზავნოს შესაბამის სამსახურში.
პროფკავშირების მიერ წარმოდგენილი პროექტის განხილვას ესწრებოდნენ ვლადიმერ პაპავა, კახა კოხრეიძე, ემზარ ჯგერენაია და სხვები. პრეზენტაცია გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელს ირაკლი პეტრიაშვილსა და მის მოადგილეს გოჩა ალექსანდრიას მიჰყავდათ. აღნიშნულ პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა ეკონომიკის პროფესორმა ვლადიმერ პაპავამ, თუმცა დააფიქსირა ამ პროექტის უარყოფითი მხარეებიც, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ 6 თვიანი პროგრამაც შეიძლება დასრულდეს ისე, როგორც ეს მოხდა უახლოეს წარსულში მთავრობის მიერ განხორციელებული, ეგრეთ წოდებული, დასაქმების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ჯობდა სოციალური დახმარება დარქმეოდა, ვიდრე სამუშაო ადგილების შექმნა, რადგანაც მან რეალური შედეგი არ გამოიღო. მოყვანილი ციფრები ექსპერტისთვის 90%-ით სარწმუნო აღმოჩნდა, ბატონი ლადო მიესალმა იმ ლიბერალურ შეხედულებებს, რაც აღნიშნულ პროექტშია ჩადებული.
პროექტს ცალსახა შეფასება არ მოჰყოლია. გამოითქვა სხვადასხვა აზრი მის დადებით და უარყოფით მხარეებთან დაკავშირებით. კახა კოხრეიძის თქმით, ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს გონიერება და დააფინანსოს ეს კარგი ინიციატივა, ანუ უნდა განსაზღვროს, რეალურად რა სჭირდება საზოგადოებას და როგორ შეიძლება არსებული პრობლემების მოგვარება.

თათია ჩაფიჩაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48