ნანახია: 2665
გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ) 1975 წელს დაარსდა როგორც კერძო ეკონომიკური საზოგადოება. მისი დამფუძნებელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო გახლავთ. იგი ფედერაციის საკუთრებას წარმოადგენს. მისი ხელმძღვანელები კიარიან ბერნდ აიზენბლეტერი და ვოლფგანგ შმიდტია.
Gთძ მრავალ სფეროში მოღვაწეობს და თავის მომსახურებას, როგორც ევროპის კომისიას, სხვა ქვეყნების მთავრობებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, დასავლურ ბანკებს, ასევე ნებისმიერ კერძო მეწარმეს სთავაზობს.
აღნიშნულ საზოგადოებას აფრიკის, აზიის, ლათინური ამერიკის, განვითარებადი აღმოსავლეთ ევროპის 120?ე მეტ ქვეყანაში და ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში 12 000 ?დე მუშახელი ჰყავს დასაქმებული და აქედან 9 000 ადგილობრივი მაცხოვრებელია, ხოლო 92 ქვეყანაში მას საკუთარი წარმომადგენლობა ჰყავს.
იგი არსებულ გლობალიზირებულ სამყაროს მომავალი პოლიტიკური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური პრობლემების გადაწვეტის გზებს სთავაზობს და ყველაზე რთულ პირობებშიც კი ხელს უწყობს მას კომპლექსური რეფორმების გატარებაში.
მისი მიზანია ადამიანებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება გრძელვადიან პერსპექტივაში.
მათი საქმიანობის მთავარი ხედვა შემდეგში მდგომარეობს: ,,ჩვენ ხელს ვუწყობთ წარმატებულ საერთაშორისო თანამშრომლობას. ჩვენი საზოგადოება მთელს მსოფლიოში აფართოებს თავის ქსელს მომსახურების ბაზარზე.
იმისათვის, რომ GTZ ?მ თავისი საქმიანობით ოპტიმალურ შედეგებს მიაღწიოს, იგი მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებულ ორგანიზაციებთნ, როგორებიცაა მაგალითად: KfW განვითარების ბანკი, InWEnt საერთაშორისო განათლებისა და განვითარების საზოგადოება, DEG ?ერმანული ინვესტირებისა და განვითარების საზოგადოება და ბოლოს DED გერმანული განვითარების სამსახური.
თვისი ქსელის უკეთ გასაფართოებლად და უფრო ეფექტური თანამშრომლობისთვის GTZ სხვა ევროპელ პარტნიორებთან ერთად ალიანსში EUNIDA გაერთიანდა . ამ ეტაპზე აღნიშნული ალიანსის წევრები დიდი ბრიტანეთი, ლუქსემბურგი, ბელგია, საფრანგეთი და გერმანია არიან.
გერმანიის ფედერაციის, ეკონომიური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს დავალებით გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება GTZ საქართველოში 1992 წლიდან მოღვაწეობს. იგი ქვეყანას საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარების პროცესებში ეხმარება. ხოლო 2006 წლიდან მას ამიერკავკასიაში და კერძოდ, საქართველოში თავისი ოფისი აქვს და სწორედ იგი არის თავისი საქმიანობის გამო ამ რეგიონში პასუხისმგებელი.
ამჟამად საქართველოში GTZ, ფედერაციის დავალებით, ორმხრივ პროგრამებს და პროექტებს ახორციელებს. იგი ხელს უწყობს კომუნიკაციების განვითარებას, შიდა ფინანსური კონტროლის დაწესებას, იურიდიული და სასამართლო სისტემების რეორგანიზებას და ასევე კერძო მეწარმეობის განვითარებას.
დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ინტეგრაციის მიზნით საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ერთის მხრივ, მას სურს, რომ დაუახლოვდეს ევროპულ სტრუქტურებს და ამისათვის ცდილობს გააძლიეროს დამოუკიდებელი ინსტიტუტები, მეორეს მხრივ კი საჭიროა ადგილობრივი და რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარება.
სწორედ ქვეყანაში ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიმართულებით შეაქვს GTZ დიდი წვლილი. უფრო კონკრეტულად კი იგი ატარებს პროფესიონალურ ღონისძიებებს კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით და გასცემს მცირე კრედიტებს.
რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებული მოსახლეობისთვის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებით მოსახლეობისათვის 300 სახლის მშენებლობის პროცესი თებერვალში დაიწყო და ივლისში დასრულდება.
სამშენებლო სამუშაოებს კი გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ) უწევს ორგანიზებას.
|