სტატისტიკის დეპარტამენტის მითური რეფორმა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : სტატისტიკის დეპარტამენტის მითური რეფორმა
ნანახია: 1269

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი მრავალი წელია ექსპერტებისა თუ პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკის ობიექტია. საქართველოში სტატისტიკის დეპარტამენტი და მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მაღალი ნდობით არასოდეს სარგებლობდა, მიზეზად დეპარტამენტის დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი სახელდებოდა. საზოგადოებაც უკვე დიდი ხანია აღარ რეაგირებდა ამ ორგანოს მიერ გამოქვეყნებულ სხვადასხვა უცნაურ სტატისტიკურ მონაცემებზე. ყველაზე პრობლემური კი მაინც ინფლაციის მაჩვენებელი იყო, რაზეც მუდმივად კამათობდნენ - შეესაბამებოდა თუ არა იგი რეალობას. ისმოდა ბრალდებები იმის შესახებ, რომ ეს ორგანო მთავრობის წარმომადგენელთა გავლენის ქვეშ იყო. სტატისტიკის დეპარტამენტი იყო ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში და რეალური სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნების შემთხვევაში, აშკარად გამოჩნდებოდა ხელისუფლების რეალური მუშაობის შედეგები. ხოლო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ერიდებოდა იმ პირთა მხილებას, ვინც ისინი თანამდებობებზე დანიშნა.
დეპარტამენტი, რომელიც ხელისუფლებისთვის სასურველ მაჩვენებლებს აქვეყნებდა, მათივე განცხადებით, უახლოეს მომავალში ახალ, დამოუკიდებელ სტრუქტურად უნდა ჩამოყალიბდეს. რეფორმის ინიციატორთა თქმით, ახალი კანონპროექტის შემუშავება სტატისტიკური მონაცემებისადმი, როგორც საზოგადოების დაბალმა ნდობამ, ასევე მონაცემების დამუშავების მოძველებულმა მეთოდოლოგიებმა, მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობამ და სტატისტიკის სისტემის ინსტიტუციური რეფორმის საჭიროებამ განაპირობა.
კანონპროექტი ამის შესახებ პარლამენტში გასულ კვირას შევიდა. პროექტის შესახებ ხუთშაბათს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური რეფორმების კომიტეტში იმსჯელეს. რეფორმა სტატისტიკის დეპარტამენტის ცალკე, დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რომელიც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება აღარ იქნება. პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის უფროსის თამარ კოვზირიძის განცხადებით: "ახალი კანონის მიღების შემთხვევაში სტატისტიკის დეპარტამენტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – სტატისტიკის ეროვნულ სამსახურად ჩამოყალიბდება. იგი სამი მიმართულებიდან დაფინანსდება: სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მომსახურების გაწევით და დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული შემოსავლებიდან."
ყველა განვითარებულ ქვეყანაში სტატისტიკის დეპარტამენტი ცალკე დამოუკიდებელი უწყებაა და ანალოგიური რეფორმა საქართველოში ნამდვილად მისასალმებელია. მთავარია დეპარტამენტი რეალურად დამოუკიდებელი ორგანო იყოს და პოლიტიკურ ზეწოლას არ ექვემდებარებოდეს. თუმცა, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ამ ორგანოს რეალური დამოუკიდებლობა საეჭვო ხდება. მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, დამოუკიდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ისევ ხელისუფლება დანიშნავს. რვა კაციან სამეთვალყურეო საბჭოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ორი მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული ხუთი წევრი წარმოადგენს, რომელთა შორის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ისევ პრეზიდენტი შეარჩევს. გარდა ამისა, დეპარტამენტი კვლავ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და რაც მთავარია, ისევ მთავრობისა და პრეზიდენტის წინაშე იქნება ვალდებული. კანონპროექტში ასევე არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: კომპანიებისთვის სტატისტიკის დეპარტამენტისადმი ინფორმაციის მიწოდება აღარ იქნება სავალდებულო. ასეთ პირობებში კი რაიმე პროდუქციის მწარმოებლები რომ შეთანხმდნენ და ინფორმაცია საერთოდ არ მიაწოდონ სტატისტიკის დეპარტამენტს, გამოდის რომ ამ დარგებზე ცნობები საერთოდ არ გვექნება.
სტატისტიკის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის კოორდინატორი ალექსანდრე რონდელი დარწმუნებულია, რომ ცვლილებები მოსახლეობაში სტატისტიკის დეპარტამენტისადმი ნდობას აღადგენს. "ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დეპარტამენტი გახდეს უფრო თანამედროვე, ცივილური და საზოგადოებაში დაკარგული ნდობა აღიდგინოს", – აცხადებს რონდელი. რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად დამოუკიდებელი იქნება ორგანიზაცია, თუ მის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და წევრებს პრეზიდენტი დანიშნავს, რონდელი პასუხობს, რომ ეს თავად საბჭოს წევრების კეთილსინდისიერ მუშაობაზე იქნება დამოკიდებული. ამასთან, რონდელის თქმით, პრეზიდენტი, რომელიც წარუდგენს საბჭოს წევრებს პარლამენტს დასამტკიცებლად, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზეც იღებს.
ასე რომ, ახლა მთავარია სამეთვალყურეო საბჭოს წევრები იყვნენ კეთილსინდისიერები და პრეზიდენტიც პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ საკითხს.
აამაღლებს თუ არა სტატისტიკის დეპარტამენტისადმი ნდობას სისტემაში მიმდინარე რეფორმები, ამას დრო გვიჩვენებს. სტატისტიკის სააგენტო უკვე 2009 წლის ივნისიდან ამოქმედდება.
მანამდე კი ვიყოთ იმ იმედით, რომ ქვეყანაში ინფლაცია რეალურად 2,2%-ია, უმუშევართა რაოდენობა კი 14%.

შოთა ბუჩუკური


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48