ნანახია: 922
რამდენს ხარჯავს მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო იმიჯის შესაქმნელად
საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა და აქცევს საერთაშორისო იმიჯს. ძლიერ პიარტექნოლოგიებზე დაფუძნებული პოლიტიკა აქტუალურია, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. სააკაშვილის ხელისუფლების დანახარჯებს, რომელიც ლობისტებსა და კონსულტანტებზე იყო მიმართული, გაზეთმა The Hill მასალა მიუძღვნა. სტატიაში განხილულია ვაშინგტონის მხარდაჭერის მოსაპოვებლად საქართველოს მთავრობის ქმედებები. საერთაშორისო სტრატეგიული შეთანხმებების ბიუჯეტმა, რომლებიც ბოლო 6 თვის განმავლობაში გაფორმდა, სამასი ათასი დოლარი შეადგინა. ეს შეთანხმებები საქართველოს მთავრობის რეპუტაციის ზრდას ისახავდა მიზნად. ამ კამპანიას ემსახურება ჯეფ ელერი, რომელიც ვაშინგტონში კლინტონის ადმინისტრაციაში მედიასთან საქმიანობის სფეროში ხელმძღვანელი გახლდათ. ასევე საქართველოს გაპიარებისთვის ზრუნავს რობერტ ვუდკე, რომელიც სენატის დემოკრატიულ კომიტეტში გადასახადებისა და ბიუჯეტის ანალიტიკოსია, დენ ბარლეტი, რომელიც პრეზიდენტ ბუშის მრჩეველი იყო სახალხო სტრატეგიებში. საქართველოს ხელისუფალმა ასევე დაიქირავა რამდენიმე კონსულტანტი 11 თვიანი კონტრაქტით, რომლის ღირებულებაც, უხეშად რომ ვთქვათ, დაახლოებით 470 000 დოლარია. კონსულტანტები გრეგორი მანიატისი და დანიელ კუნინი უკვე დიდი ხანია, რაც მიხეილ სააკაშვილის მრჩევლები არიან. კონტრაქტის პირობების თანახმად, მრჩევლებს საქართველოს მთავრობა ისეთი რჩევებით უნდა მოემარაგებინათ, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების გაუმჯობესებაში დაეხმარებოდა. ახლად დაქირავებული მრჩევლები იმ კამპანიის წევრები არიან, რომელიც აშშ-სთან, ევროპასთან და რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავება-გამოსწორებას ემსახურება. ახალი კონსულტანტები Glover Park Groups-ს შეუერთდნენ, ფირმას, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული დემოკრატიული პარტიის წევრებთან. Glover Park-მა გასულ ზაფხულს დაიქირავა ლობისტები, რომელთა ინიციატივით ქართველ კანონმდებლებზე ფილმი გადაიღეს. ამ ფილმის გადაღებას საზღვარგარეთიდან მოწვეული მთელი დელეგაცია ემსახურებოდა. ამისთვის Glover Park-მა საქართველოს მთავრობისგან 320 000 დოლარი მიიღო. Glover Park-ის თანამშრომელია რაპ-ის ყოფილი მრჩეველი ბრეტო ბრიენი, იგი დღეს საქართველოში მუშაობს. მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ Glover Park-ი დაიქირავა, ქართველმა ოფიციალურმა პირებმა 50-ზე მეტი კონტაქტი დაამყარეს. Glover Park-ს ასევე ჰქონდა მცდელობა, აემაღლებინა სააკაშვილის რეიტინგი პრესაში. კვლევამ, რომელიც იქნა ჩატარებული სექტემბერში, დააფიქსირა, რომ ქართველებისთვის ნატოში შესვლა უკეთესად ცხოვრების იმედი იყო. ამ კვლევაში საქართველოს პრეზიდენტის რეიტინგი 76% იყო, ნატოში ინტეგრაცია 85%-ს სურდა. Gლოვერ Pარკ-მა ეს კვლევა საერთაშორისო მედიაში აქტიურად გაავრცელა. ამ კვლევის შედეგებს საქართველოში ეჭვის თვალით უყურებენ. კიდევ ერთი ფირმა, რომელიც გასულ წელს საქართველოსთვის მუშაობდა, იყო ORION STRATEGIES. ეს კონტრაქტი ამ კომპანიისთვის წლის მთავარი სამუშაო გახლდათ. მისი ერთ-ერთი უფროსი ლობისტი ვენდი შეუნემანი იყო, რომელიც მაკკეინის კამპანიაში საგარეო საქმეთა მრჩეველი იყო. 2008 წელს ORION-მა საქართველოსგან 150 000 დოლარი მიიღო. ფირმის ერთ-ერთ ლობისტს საქართველოს შესახებ რამდენიმე სატელეფონო საუბარი ჰქონდა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ლიდერ მიჩ მაკკონელთან.
გაზეთ The Hill-ზე დაყრდნობით მოამზადა თეა თაბაგარმა
|