ინტერვიუ პაატა ბურჭალიანთან » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ინტერვიუ პაატა ბურჭალიანთან
ნანახია: 878

"საქართველოში ბიზნესმენებს უნდა მიეცეს სტიმული და დაინტერესება, რომ ქართული ფეხბურთი დააფინანსონ"

"საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგა" 2003 წელს ჩამოყალიბდა. მის ფუნქციებს ქართული ფეხბურთის განვითარება და აღორძინება წარმოადგენს. ისინი ორგანიზებას უკეთებენ, საქართველოს შიდა ჩემპიონატს და დავით ყიფიანის თასის გათამაშებას. "საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგა" ასევე ახდენს ქართული ფეხბურთის პოპულაციას და ყველა ღონეს ხმარობს, რათა ფეხბურთის გულშემატკივარი აქტიურად ჩაერთოს ქართულ ფეხბურთში. ვინ ასპონსორებს "საქართველოს პროფესიულ ფეხბურთის ლიგას" დაარსებიდან დღემდე, რა ღონისძიებებია მათ მიერ განხორციელებული ქართული ფეხბურთის გასაძლიერებლად და რა გეგმები აქვს ორგანიზაციას მომავალში, ამ საკითხებზე "საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის" გენერალური მდივანი პაატა ბურჭალიანი გვესაუბრება.
- ბატონო პაატა, როდის ჩამოყალიბდა "საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგა", რას წარმოადგენს იგი და რა ფუნქციები ეკისრება მას?
- "საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგა~ 2003 წელს ჩამოყალიბდა, ეს იყო ის წელი, როდესაც მანმადე საქართველოს ჩემპიონატს არ ჰყავდა სპონსორები, არ იყო კომერციულად გამართული სტრუქტურა, ფაქტიურად ჩემპიონატს შეჯიბრების ფუნქცია ეკისრა და ტარდებოდა დაბალ დონეზე, მასში არ იყო შოუს ელემენტები, არ იყო კომერციული ელემენტები და ასე ხდებოდა 1990 წლიდან მოყოლებული 2003 წლამდე.
ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიმიტრი რამიშვილი, ახლა უკვე "პროფესიული ლიგის" პრეზიდენტი, ინიციატივით შევიდა ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წინაშე, რომ შექმნილიყო "საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგა". მას შემდეგ ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა. პირველივე წელს, 2003 წლის სეზონში, საქართველოს ჩემპიონატს 6 სპონსორი კომპანია ჰყავდა, რომლებიც საკმაოდ დიდ თანხებს აბანდებდნენ ქართულ ფეხბურთში, თვითონ კლუბის პრეზიდენტებიც მხარში ამოგვიდგნენ და ამან, რა თქმა უნდა, საქართველოში ფეხბურთის დონე აამაღლა. მაღალ დონეზე ჩავატარეთ დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშება. 2004 წლის 26 მაისს გაიმართა ფინალი, სადაც ერთმანეთს თბილისის "დინამო" და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდენენ. ამ თამაშზე დასწრება უფასო იყო, რადიოებით სერიოზული პრომოუშენი გავუკეთეთ, სერიოზული პიარკომპანია ვაწარმოეთ და ჩვენმა ასეთმა მონდომებამ შედეგიც გამოიღო, ამ თამაშს 25 000 მაყურებელი დაესწრო, როცა აქამდე, ფინალს, მაქსიმუმ, 3000 კაცი ესწრებოდა. ამან გვაჩვენა, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. მეორე წელს, 2004-2005 წლის სეზონში, ჩვენ უკვე ბილეთებიც გავყიდეთ და მოგებაც ვნახეთ. ამანაც გაამართლა და სტადიონებზე ბილეთები დღემდე იყიდება. მესამე და მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც 2007 წელს განხორციელდა, არის ის, რომ ლიგასა და მედიაკომპანიებს შორის 25 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, ჩვენ გადავეცით "კოლხიდას" მედია და სატელევიზიო უფლებების განკარგვა. მანამდე თუ ჩვენ განვკარგავდით, დღეს შეიქმნა საკმაოდ სოლიდური სატელევიზიო კომპანია, რომელიც ზრუნავს ჩემპიონატის პოპულარიზაციაზე, მის იმიჯზე. კვირაში ორი პირდაპირი ტრანსლაცია ნხორციელდება. ეს ნაწილობრივ გვეხმარება სპონსორების მოძიებაში. მაგალითად "ვისოლმა" სერიოზული და სოლიდური ინვესტიციები ჩადო. ტელეტრანსლაციებიდან ჩვენ კარგი შემოსავალი გვაქვს და 2007 წლის მიწურულს ჩვენ უკვე დავაწესეთ საპრემიო თანხები, ჩემპიონატში დაკავებული ადგილების მიხედვით: პირველ ადგილზე გასულს ეძლეოდა 40 000 ლარი, მეორეზე გასულს 30 000 ლარი, მესამზე გასულს კი 25 000 ლარი და ა.შ მეათე ადგილამდე. ეს საპრიზო თანხა შეადგენდა 200 000 ლარს, ხოლო 2009-2010 წლის სეზონიდან საპრიზო თანხა 300 000 ლარი გახდება. ეს თანხა ყოველწლიურად 100 000 ლარით მოიმატებს. დაახლოებით 2013 წლიდან დაგეგმილია, რომ საპრიზო თანხამ 2 მილიონ ლარს მიაღწიოს.
- რამდენიმე წლის უკან უმაღლესი ლიგიდან მოიკვეთა რამდენიმე გუნდი, იმის გამო, რომ არ ჰქონდათ მინიმალური თანხა ბიუჯეტში, რა თანხა უნდა ჰქონდეს კლუბს ბიუჯეტში, რომ უმაღლესი ლიგიდან არ მოიკვეთოს?
- მინიმალური ანგარიში არის 300 000 ლარი. 300 ათასი ლარი ბიუჯეტში თუ არ გაქვს, ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ მიიღებ. და რატომ 300 ათასი ლარი?! ჩვენ გვაქვს დაანგარიშებული მიზნობრივად, რომ 300 000 ლარი არის ის თანხა, რომელიც კლუბს შეინახავს ერთი წლით უმაღლეს ლიგაში. 30 000 ლარი არის საწევრო, რომ შენ იღებ მონაწილეობას უმაღლეს ლიგაში, დანარჩენი თანხა კი იმისათვის, რომ კლუბმა გასცეს ხელფასები, წავიდეს შეკრებებზე, უზრუნველყოს ტრანსპორტირების ხარჯები და ა.შ.
- ვინ არიან თქვენი სპონსორები და სამომავლოდ ამ კუთხით რა აქტივობებია მოსალოდნელი?
- განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო ჩვენი პარტნიორები, რომლებიც ამ სირთულეების მიუხედავად, გვერდში გვიდგანან. მინდა აღვნიშნო "ვითიბი ბანკი ჯორჯიას" ხელმძღვანელების სწორი დამოკიდებულება. ჩვენ წელს სასპონსორო ხელშეკრულება გვეწურებოდა, მაგრამ იმდენად უყვართ ამ ხალხს ქართული ფეხბურთი, რომ ჩვენი პარტნიორობა კიდევ ერთი წლით გაგრძელდება. ასევე გრძელდება ხელშეკრულება კომპანია "ყაზბეგთან", რომელიც თასის გათამაშების გენერალური სპონსორია. დღესდღეობით ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიტივია. ჩვენ საამაყოდ გვაქვს, რომ ასეთ პიროვნებებთან გვაქვს საქმე. ისინი საჭიროდ თვლიან, რომ ამ რთულ სიტუაციაში ჩვენს გვერდში უნდა იდგნენ. ისინი ლიგას კი არა, მართლა ქართულ ფეხბურთს უდგანან გვერდში.
ჩვენ ვგეგმავთ ჩავატაროთ თასის ფინალი, სუპერთასის გათამაშება და დაჯილდოვების ცერემონიალი (დია 2009) უმაღლეს დონეზე, როგორც წინა წლებში ვატარებდით. ჩვენს საიტზე არის ასევე გათამაშება "ჩემი ფეხბურთი", რომელსაც დაახლოებით 3500 მომხმარებელი ჰყავს. წინა ტურიდან "კაზინო აჭარამ" მიიღო ეს თამაში, რაც ჩვენი ინიციატივით მოხდა. ესეც ქართული ფეხბურთის მიმართ ყურადღების მისაქცევად გავაკეთეთ.
- რამდენია თქვენი წლიური ბიუჯეტი და საიდან ხდება მისი შევსება?
- ჩვენი შემოსავლის წყარო რამდენიმე მიმართულებით განისაზღვრება. პირველი ის, რომ უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდებს შემოაქვთ საწევრო 30 000 ლარი. ეს საწევროები ხმარდება მომსახურე ბრიგადებს: მსაჯებს, თამაშის დამკვირვებლებს და მატჩის დელეგატებს. სხვა შემოსავლის წყაროზე უკვე ვისაუბრე, ესენია: "ვითიბი ბანკი ჯორჯია", კომპანია "ყაზბეგი" და "ჯეოსელის", ასევე კომპანია "კოლხიდა".
- თუ ხართ ინფორმირებული, რა ეტაპზეა პროექტი 10 რაგბის და 10 ფეხბურთის სტადიონის მშენებლობის შესახებ?
- ეს იყო სახელმწიფო პროგრამა, რომელიც დღესდღეობით შეჩერებულია, მაგრამ ამის საკომპენსაციოდ ჩვენ სახელმწიფო გვაძლევს თანხას, რომლიდანაც, ვფიქრობთ, 200 000 ლარი დაემატება "კოლხიდადან" გამოყოფილ 200 ათასს ლარს და ეს იქნება საპრიზო თანხა, რომელიც ჯამში 400 ათასი ლარია.
- დღესდღეობით ქართული ფეხბურთი ინვესტიციების ნაკლებობას განიცდის, თქვენი აზრით, რატომ არ არის ბიზნესმენებისთვის ქართული ფეხბურთი მიმზიდველი?
- აუცილებლად უნდა შეიქმნას ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დააინტერესებს ბიზნესმენს, რომ ფეხბურთში ჩადოს ფული. მაგალითად, ბელორუსიაში ის კომპანიები, რომლებიც ფეხბურთს აფინანსებენ, გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ დღგ-ს კუთხით - უფრო ნაკლებს იხდიან, ვიდრე ჩვეულებრივი გადამხდელი. ყველა ქვეყანას აქვს სხვადასხვანაირი შეღავათები. რუსეთში მაგალითად ფეხბურთი ითვლება პრიორიტეტულ სპორტად და ბიზნესმენებს პირდაპირ აქვთ სახელმწიფოსგან დავალებული ფეხბურთის დაფინანსება.
ბევრი მაგალითი და ბევრი ვარიანტია, რითაც შეგიძლია იხელმძღვანელო და დააინტერესო ბიზნესმენი, რომ ფეხბურთში ფული ჩადოს. საქართველოში ბიზნესმენს უნდა მიეცეს რაღაც სტიმული, რაღაც დაინტერესება, რომ იყოს მონდომებული, მნიშვნელობა არ აქვს უყვარს თუ არ უყვარს მას ფეხბურთი, თუ ასეთი დაინტერესება იქნება, ბიზნესმენები აუცილებლად ჩადებენ ფულს ფეხბურთში და ზოგადად სპორტში.

ესაუბრა დიმა ლელაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48