ნანახია: 1163
ტურისტებს სპილოები, კოღოები და ესპანელები აწუხებენ
ბრიტანული ტურისტული სააგენტოების ასოციაციამ გამოაქვეყნა 20 ყველაზე უცნაური საჩივარი ტუროპერატორების წინააღმდეგ. როგორც კვლევამ აჩვენა, ბრიტანელი ტურისტები ყველაზე მეტად შეწუხებული არიან ზედმეტად თეთრი ქვიშის, ზღვაში თევზებისა და აზიაში სპილოების გამო. ასე მაგალითად, ერთ-ერთმა დამსვენებელმა ტურისტულ კომპანიას უკმაყობილებით მიმართა, რომ მისი ერთადგილიანი ოთახი მეგობრების სამადგილიან ნომერზე პატარა იყო. სხვა ბრიტანელები სერვისით უკმაყოფილობი იყვნენ, რადგან შეიტყვეს, რომ იამაიკიდან სახლში გასაფრენად 9 საათი დასჭირდებოდათ, მაშინ, როდესაც მათი მეზობელი ამერიკელები სულ რაღაც 3 საათში ჩაფრინდებოდნენ სახლში. ერთ-ერთი ტუროპერატორის მომხმარებელმა პრეტენზია გამოთქვა, რომ მისი ღაყ Bან-ის ფირმის მზის სათვალე, რომელიც ქუჩის გადამყიდველისაგან 4 დოლარად იყიდა, პატენტი აღმოჩნდა. ერთ-ერთმა აგენტმა გაიგონა სალანძღავი სიტყვები მისი მისამართით იმის გამო, რომ მან არ შეატყობინა ტურისტს, რომ აკვაპარკში საცურაო კოსტუმი დასჭირდებოდა, ხოლო მეორეს არ უთხრა, რომ კოღოებს შეიძლება მისთვის ეკბინათ. სიაში არის ასევე რამდენიმე შოვინისტური საჩივარიც: მაგალითად, ბრიტანელებს არ მოეწონათ, რომ ესპანეთში ასე ბევრი ესპანელი ცხოვრობს. ბრიტანული ტუროპერატორების ასოციაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ტურისტების საჩივრები ყოველწლიურად იზრდება. თუ 2007 წელს ასოციაციაში 19 500 უკმაყოფილო ტურისტი დაფიქსირდა, 2008-ში უკვე 22 ათასი იყო. საჰაერო ტრანსპორტის მომხმარებელთა ასოციაციამ აღნიშნა, რომ 2009 წლის პირველ სამ თვეში 10%-ით მეტი საჩივარი შემოვიდა, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში.
მამაკაცებს სილამაზეზე დაფიქრება არ სჭირდებათ
იმის აღსაქმელად, რომ მათ წინ ლამაზი პეიზაჟია, მამაკაცებს ტვინის მხოლოდ ერთი ნახევარსფეროც ჰყოფნით, ხოლო ქალებს ორივე ნახევარსფეროს გააქტიურება სჭირდებათ. ეს ფენომენი შეიძლება დაკავშირებული იყოს ოჯახის "მარჩენლების" ევოლუციურ როლზე, რომლებიც მეტ დროს ატარებდნენ ნადირობაში. ფრანცისკო აიალას, კალიფორნიის უნივერსიტეტიდან და მის კოლეგებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ სილამაზის აღქმა ინდივიდუალურად ხდება, მაგრამ ისინი მაინც შეეცადნენ რაიმე საერთო მოენახათ ტვინის მიერ ინფორმაციის დამუშავების პროცესში. 20 ქალსა და მამაკაცს მათ აჩვენეს ნახატები და ფოტოები ქალაქისა და სოფლის პეიზაჟით და სთხოვეს სურათის სილამაზე შეეფასებინათ. შეფასებები სქესის მიხედვით განსხვავებული არ ყოფილა, განსხვავებები შეინიშნებოდა შეფასების მომენტში ტვინის აქტივობაში. პირველ 300 მილიწამში ტვინის ქერქის აქტივობა ორივე სქესში ერთნაირი იყო. ხოლო 300-დან 700 მილიწამის განმავლობაში დამატებითი აქტივობა შეინიშნებოდა, თუ სურათს ცდის მონაწილე აფასებდა, როგორც ლამაზს, მამაკაცებში აქტიურობდა მხოლოდ მარჯვენა ნახევარსფერო, ხოლო ქალებში ორივე. კვლევის ავტორებმა ვერ იპოვეს ამ განსხვავების მიზეზი, თუმცა შეიძლება ეს ისტორიული განვითარების შედეგიც კი იყოს. ძველად მონადირე მამაკაცებს უფრო ადვილად შეუძლიათ ორიენტირების თვალსაზრისით პეიზაჟის "დამუშავება": მანძილი, გადაადგილების მიმართულება - ყველაფერ ამაზე ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო აგებს პასუხს. ხოლო ქალების მიდგომა ლანდშაფტისადმი მეტად უნივერსალური აღმოჩნდა: შემგროვებლობისას საჭირო იყო როგორც ორიენტირება, ასევე მოშორებით მყოფი ობიექტების დანახვა, ამაზე კი ტვინის მარცხენა ნახევარსფერო აგებს პასუხს.
ყველაზე გრძელი ფრჩხილები
ყველაზე გრძელი ფრჩხილების მფლობელმა თავისი "განძი" ავარიაში მოიტეხა. ბოლო 30 წლის განმავლობაში ამერიკელი მხოლოდ თავის ფრჩხილებზე ზრუნავდა, რათა შემდეგ რეკორდსმენი გამხდარიყო. რით დასაქმდება ახლა იგი, ჯერ უცნობია. სოლტ-ლეიკ-სიტის მცხოვრები ლი რედმონდი, რომელიც გინესის წიგნში იყო შეყვანილი, როგორც ყველაზე გრძელი ფრჩხილების მფლობელი, ავარიაში მოჰყვა და ფრჩხილები მოიტეხა. ავარიის შემდეგ 66 წლის რედმონდი დანარჩენ ორ დაზარალებულთან ერთად ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა დარტყმის შედეგად ფრჩხილები მოსტყდა. რედმონდმა ფრჩხილების გაზრდა 1979 წელს დაიწყო. 2006 წელს კი იგი რეკორდსმენი გახდა. მისი ფრჩხილების სიგრძე ჯამში 8,5 მ იყო, ხოლო ყველაზე გრძელი ფრჩხილი, მარჯვენა ხელის დიდ თითზე 90 სმ-ს აღწევდა. რეკორდსმენმა თავის ფრჩხილებს მთელი ცხოვრება მიუძღვნა: ძირითადად იგი იმით იყო დაკავებული, რომ მონაწილეობდა შოუებში. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ 1995 წელს მან 10 000 დოლარზე თქვა უარი, რომელიც მას იაპონურმა ტელეარხმა შესთავაზა იმაში, რათა მას პირდაპირ ეთერში ფრჩხილები დაეჭრა.
ობამას ფოტოგრაფმა პუტინის ძველი ფოტო "აღმოაჩინა" ობამას ოფიციალურმა ფოტოგრაფმა პიტ სოუზამ თავის არქივში იპოვა 20 წლის წინანდელი ფოტოგრაფია, სადაც კადრში შემთხვევითაა მოხვედრილი ვლადიმერ პუტინი, ეს მაშინ, როდესაც ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში ("კგბ"-ში) მუშაობდა. ფოტო გადაღებული იყო წითელ მოედანზე რონალდ რეიგანის მოსკოვში ოფიციალური ვიზიტის დროს. უკანა პლანზე ჩანს ასევე მიხეილ გორბაჩოვიც. ფოტოზე, პატარა ბიჭის გვერდით, რომელაც რეიგანი ხელს ართმევს, ჩანს ადამიანი, რომელიც, სოუზას თქმით, არის ტურისტის ფორმაში გადაცმული "კგბ"-ს თნამშრომელი ვლადიმერ პუტინი. ფოტოგრაფი იხსენებს, რომ ხალხი, რომელიც რეიგანს მიმართავდა წითელ მოედანზე, მას უჩვეულოდ "პოლიტიკურად გონივრულ" კითხვებს უსვამდნენ - კერძოდ, აშშ-ში ადამიანის უფლებების შესახებ. თეთრი სახლის ფოტოგრაფის ვერსია ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის მეორე პრეზიდენტის ოფიციალურ ბიოგრაფიას, რომლის მიხედვითაც ვლადიმერ პუტინი 1985-დან 1990 წლამდე გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
იტალიაში ტექნოლოგიური სტრესის წინააღმდეგ საბრძოლო დღე გამოაცხადეს
ცივილიზაციისაგან დაღლილმა იტალიელებმა გადაწყვიტეს სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის წინააღმდეგ ანტი-სტრესული გაფიცვა მოეწყოთ, კერძოდ კი კომპიუტერებისა და მობილური ტელეფონის წინააღმდეგ. აქციის ინიციატორი ასოციაცია "ინტერნეტზე დამოკიდებულება" გახდა, რომელმაც offline დღის ჩატარება გადაწყვიტა. თუმცა ინფორმაცია აღნიშნული ღონისძიების შესახებ ელექტრონული კავშირის საშუალებით გავრცელდა. ასოციაციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ხალხის უმრავლესობისათვის, თუნდაც ერთი დღით კომპიუტერზე უარის თქმა არარეალურ ამოცანას წარმოადგენს. მედიკოსებმა უკვე დაადგინეს, რომ ინტერნეტი, ონლაინ-თამაშები და სოციალური ქსელით კავშირები ადამიანს მათზე დამოკიდებულს ხდის. ამასთან, მსგავსი საქმიანობა ორგანიზმზე ცუდად მოქმედებს. კომპიუტერთან მომუშავეთა 70%-ში აღინიშნება კონცენტრაციის დაბალი დონე, გაღიზიანებადობა, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანება, უძილობა, გულსისხლძარღვთა დაავადებები, და ფსიქოლოგიური აშლილობაც კი. კომპიუტერთან დროის გატარების ყველაზე მძიმე შედეგია მარტოობასთან მიდრეკილების განვითარება.
აფრიკში სპილოების უჩვეულო პოპულაცია აღმოაჩინეს ბოცვანაში აღმოაჩინეს სპილო-ალბინოსის იშვიათი სახეობა. ამ ცხოველების ორგანიზმში არის მელამინის პიგმენტების ნაკლებობა, რის გამოც მათი კანი ფერმკრთალია. ბიოლოგებმა შეძლეს დაეფიქსირებინათ სპილოების ჯოგში მყოფი მოვარდისფრო-თეთრი შეფერილობის სპილო, მდინარე ოკვანგოსთან, ბოცვანის სამხრეთ-დასავლეთით. სწავლულთა აზრით, სპილო-ალბინოსებს არ აქვთ უდაბნოში გადარჩენის უნარი, რადგან მათი ნაზი კანი ვერ გაუძლებს უდაბნოს მწველ მზეს და ამან შეიძლება ალბინოსების დაბრმავებაც კი გამოიწვიოს. მიუხედავად ამისა, ის ფაქტი, რომ ბიოლოგებმა 2-3 წლის თეთრი სპილო დააფიქსირეს, იმაზე მეტყველებს, რომ მათ მაინც შეუძლიათ აფრიკის სავანის მკაცრ პირობებში ცხოვრება. მათი გამოჩენა არის პოპულაციის შედეგი, რასაც გადაგვარებამდე მივყავართ.
ინგლისში მსოფლიოში ყველაზე პატარა მანქანა გამოჩნდა ლონდონში მუზეუმ "გინდ დაიჯერე გინდ არა"-ს (Ripley’s Believe It Or Not Museum) შენობასთან უჩვეულო ექსპონატი გამოჩნდა - მსოფლიოში ყველაზე პატარა მანქანა სახელად Pეელ 50. სამსაბურავიანი მანქანა პირველად 1960-იან წლებში კომპანია Manx Peel Engineering Company-მ 50 ცალი გამოუშვა, რომელიც მაშინ 300 დოლარზე ნაკლები ღირდა. ამ დროისთვის "ცოცხლად დარჩენილი" მსგავსი მანქანის ფასი 45-დან 75 ათას დოლარამდეა. Peel 50-ის რეკლამაში აქცენტი კეთდება იმაზე, რომ სალონში მძღოლთან ერთად შესაძლებელია პროდუქტით სავსე ჩანთის მოთავსება. ავტომობილს აქვს ერთი კარი, ერთი მინის საწმენდი და ერთი ფარა. მანქანის სიგრძე 134 სმ-ს შეადგენს, სიმაღლე კი 99 სმ-ს, ხოლო მისი წონა არის 59 კგ.
|