სემეკმა "ყაზტრანსგაზი" 15 000 ლარით დააჯარიმა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : სემეკმა "ყაზტრანსგაზი" 15 000 ლარით დააჯარიმა
ნანახია: 1903

რამდენიმე ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ თბილისის აირმომმარაგებელ კომპანია "ყაზტრანსგაზს" სემეკმა სხვადასხვა სახის დარღვევა და დავალიანება გამოუვლინა, რის გამოც მას სპეციალური მმართველი დაუნიშნა. "ყაზტრანსგაზის" ოფისში ამ ფაქტს ძალიან მშვიდად შეხვდნენ, რადგან ეს კანონით დასაშვებია. "ჩვენი მხრიდან ამ ფაქტს პრეტენზიები არ მოჰყოლია. საუბარი არც თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის დატოვებაზეა", - განუცხადეს ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოს კომპანიის სათაო ოფისში.
"ყაზტრანსგაზ-თბილისს" 80 მილიონ ლარზე მეტი კრედიტორული დავალიანება ერიცხება, მათ შორის, 68 მილიონი ლარი მიღებული ბუნებრივი გაზისთვის "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" წინაშე მართებს. ფინანსური ვალდებულებების სრულად დაფარვის შემთხვევაში კი სპეციალური მმართველი დაუყოვნებლივ შეწყვეტს საქმიანობას და კომპანიის მართვას მისი მფლობელის მიერ დანიშნული მენეჯმენტი გააგრძელებს. თუმცა, 80 მილიონიანი დავალიანების დაფარვა, ალბათ, კომპანიას კარგა ხანს გაუჭირდება.
"დროებითი მმართველი კომპანიის მენეჯმენტს განახორციელებს, რათა გაუმჯობესდეს ვითარება და მათი ლიცენზიით გათვალისწინებული პირობის შესრულება", - განუცხადა მედიას ალექსანდრე ხეთაგურმა.
გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. `ბ&ფ~ სემეკის თავმჯდომარეს გურამ ჩალაგაშვილს დაუკავშირდა. ბატონი გურამისგან ამომწურავი პასუხები მივიღეთ იმაზე, თუ რამ განაპირობა სემეკის ეს გადაწყვეტილება.

"სემეკმა განიხილა კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განცხადება, რომლის მიხედვითაც "ყაზტრანსგაზ-თბილისის" წარმომადგენლები ,,ბუნებრივი აირის მოხმარების წესებით" განსაზღვრული გაფრთხილების გარეშე ახორციელებდნენ ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტას მათ სალიცენზიო არეალში მყოფი სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლისათვის. ინდივიდუალურად და ჯგუფურად აკისრებდნენ მათ მრიცხველის შეძენის საფასურს და ახალი მრიცხველის შეძენამდე არ უღდგენდნენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას. კომპანიის წარმომადგენლებმა, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მრიცხველების მონტაჟის, ექსპლუატაციაში შეყვანის და დამოწმების ვადის გაუთვალისწინებლად, მოახდინეს მათი ბუნებრივი გაზის მრიცხველების დემონტაჟი შემდგომი შემოწმების მიზნით, ხოლო მრიცხველების ლაბორატორიული შემოწმების ხარჯების გაწევა უშუალოდ მომხმარებელს დააკისრეს, მიუხედავად იმისა, რომ ინიციატორები თვითონ იყვნენ. ასევე აიძულეს ახალი მრიცხველების შეძენა თავიანთი ხარჯებით და მანამ, სანამ მოსახლეობამ თანხა "ყაზტრანსგაზის" საბანკო ანგარიშზე არ გადაიხადა, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდათ, რომელიც ახალი მრიცხველის საფასურის გადახდიდან რამდენიმე დღის ვადაში აღუდგათ."

სემეკის 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით, დავასთან დაწყებული საკითხების დეტალურად შესწავლის მიზნით, შეიქმნა შემმოწმებელთა ჯგუფი კომისიის ბუნებრივი აირის დეპარტამენტის, იურიდიული დეპარტამენტისა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის წარმომადგენელთა შემადგენლობით. შემოწმებისას დადასტურდა, რომ აბონენტებს მრიცხველის სიძველის საბაბითა და მისი დამოწმების ვადის გასვლის გამო, უხსნიდნენ მრიცხველს და ლუქავდნენ შემავალ ონკანს, მრიცხველს ფუთავდნენ პოლიეთილენის პარკში, ლუქავდნენ და უტოვებდნენ აბონენტს ლაბორატორიაში შესამოწმებლად.
"შემოწმების შემდეგ, თუ მრიცხველის მაჩვენებლები არ თავსდებოდა ცდომილების დასაშვებ პარამეტრებში, ის უვარგისად ცხადდებოდა და აბონენტს გაზის მიწოდება მას შემდეგ აღუდგებოდა, რაც მომხმარებელი ბანკში 125 ლარს გადაიხდიდა, ქვითარს კი შესაბამის ბიზნეს-ცენტრში წარადგენდა და ხდებოდა ახალი მრიცხველის მონტაჟი, ანუ მისი დამოწმების და შეძენის ხარჯებს აბონენტი იღებდა, მონტაჟის ხარჯებს კი - კომპანია.
კომისია, განიხილა რა განცხადებაში მითითებული გარემოებანი და წარმოდგენილი მასალები, თვლის, რომ შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ქმედება მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის და მოქმედი კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი ვალდებულებების მომხმარებელთათვის დაკისრების გამო, წარმოადგენს ლიცენზიით განსაზღვრული პირობების დარღვევას, რის გამოც კომპანიის მიმართ უნდა გატარდეს "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწნებული სანქცია დაჯარიმების სახით. ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამაქარწყლებელი მტკიცებულებანი შპს-ს კომისიისათვის არ წარუდგენია.
მომხმარებლისთვის წინასწარი გაფრთხილების გარეშე, დაუსაბუთებლად ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტისა და მომხმარებლისათვის მოქმედი კანონმდებლობითა და კომისიის გადაწყვეტილებებით გაუთვალისწინებელი ვალდებულების დაკისრებისათვის, ასევე, ახალი მომხმარებლის მიერთებისათვის ტეკნიკური პირობის გაცემაზე საფასურის გადახდის მოთხოვნისათვის კომისიამ მიიჩნია, რომ შ.პ.ს. "ყაზტრანსგაზ-თბილისი"-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე გაცემული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიით განსაზღვრული პირობების დარღვევას, რაზედაც შპს უნდა დაჯარიმდეს განცალკევებულად "ლიცენზიისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. ჯარიმის ოდენობა კი 15 000 ლარით განისაზღვრა, ასევე, უნდა დააკმაყოფილოს სალიცენზიო პირობები და არ განახორციელოს მომხმარებლისათვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი ვალდებულებების დაკისრება",- განაცხადა ჩალაგაშვილმა.

თამთა დადეშელი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48