სალარო აპარატები და 11 მილიონი ლარი ბიუჯეტში » ბანკები და ფინანსები

სალარო აპარატები და 11 მილიონი ლარი ბიუჯეტში

მთავარისაზოგადოება 25.03.2012

სალარო აპარატები და 11 მილიონი ლარი ბიუჯეტში სალარო აპარატებთან დაკავშირებული ჯარიმების შედეგად ბიუჯეტში 11 მილიონი ლარი შევიდა

სალარო აპარატების გაუმართაობისა და ქვითრის არ ამორტყმის შედეგად გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში, 2010-2011 წლებში, 11 მილიონზე მეტი ლარი შევიდა.
ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა" შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
ამ გზით, 2010 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტში 6 მილიონ 255 ათასზე მეტი ლარი შევიდა, ხოლო 2011 წელს - 4 მილიონ 895 ათასი.
ამ თანხის დიდი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის. რადგან, როგორც წესი, სალარო აპარატის გამოუყენებლობის გამო, სწორედ ეს კატეგორია ჯარიმდება ხოლმე. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის 11 მილიონი ლარი არცთუ მცირეა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზოგიერთი მცირე ბიზნესის შემოსავალი თვეში 500 ლარსაც არ აჭარბებს, მეწარმეებს უმრავლესობას ამ ჯარიმების გადახდა გაუჭირდებოდათ.
აქვე აღსანიშნავია, რომ კერძო საგადასახადო ინსპექტორების ინსტიტუტის შემოღებამ დიდი როლი ითამაშა ამ თანხის რაოდენობის განსაზღვრაში, რადგან ამ პირების ხელფასი პირდაპირაა მიბმული მათ მიერ გამოწერილ ჯარიმების ოდენობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინსტიტუტის ფუნქციონირებას ბიზნეს ობმუდსმენიც უარყოფითად აფასებს, მთავრობა ჯერ არ ჩქარობს მის გაუქმებას.
უნდა ითქვას, რომ 2011 წელი 2010-თან შედარებით, საგადასახადო ადმინისტრირებით, შედარებით ლოიალური იყო, რადგან გასულ წელს ბიუჯეტს შემოსავლების აკუმულირების კუთხით 2010 წლისგან განსხვავებით პრობლემები არ ჰქონია. სწორედ ადმინისტრირების მკაცრ პოლიტიკას შეეწირა შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ცხაკაია, რომლის ადგილიც გასულ წელს ჯაბა ებანოიძემ დაიკავა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ხელმძღვანელის შეცვლა მხოლოდ ადმინისტრირების მცირედით ლიბერალიზაციაში გამოიხატა ოდენ და ის დაპირებული ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომლებიც ბიზნესის მხრიდან არაერთხელ იქნა დასმული, არ განხორციელებულა. 2010 წელს ხელისუფლება რატომღაც მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა. თუნდაც ის ფაქტი რაზე მეტყველებს, რომ `კიდობანის~ 200 მდე მცირე მეწარმე, 1000 და 2000 ლარიანი ჯარიმების გამო, ციხეში ჩასვეს, რითაც ისინი იძულებულნი გახადეს საპროცესო გარიგებები გაეფორმებინათ სახელმწიფოსთან და 1000 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 5000 და 10 000 ლარის ოდენობის თანხები გადაერიცხათ სახელმწიფო ბიუჯეტში.
გასულ ორ წელიწადში მცირე და საშუალო ბიზნესიდან 11 მილიონ ლაზე მეტის ამოღება, სალარო აპარატის არასწორად გამოყენების გამო, მეტყველებს ხელისუფლების იმ მიზანმიმართულ პოლიტიკაზე, რომელიც ბოლო წლებია ხორციელდება მცირე და საშუალო ბიზნესის მისამართით, რითაც ხელ-ფეხი ეხსნება მსხვილ ბიზნესს. საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის სავალალო მდგომარეობაზე მეტყველებს ოფიციალური სტატისტიკაც, რომლის თანახმადაც, 2010 წელს საქართველოს მთლიანი ბიზნესის ბრუნვაში, მცირე და საშუალო ბიზნესს 15%-იანი წილი უჭირავს. ეს მაშინ, როცა 2000 წელს მხოლოდ მცირე ბიზნესზე 33%-ი მოდიოდა. რაც შეეხება განვითარებულ ქვეყნებს: გერმანიაში მცირე და საშუალო ბიზნესის ბრუნვა მთლიანად ბიზნესის 40%-ს აღემატება, ხოლო დიდ ბრიტანეთში 60%-ს შეადგენს.


გიორგი კაპანაძე





სახელმწიფო ბანკი – როცა შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება
სახელმწიფო ბანკი – როცა შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება

24.04.2014 · ეკონომიკა
დავით საგანელიძე, მერაბ კაკულია, ნოდარ ჯავახიშვილი, მირიან გოგიაშვილი, ირაკლი კოვზანაძე – უხილავი ხელის ჭადრაკის დაფაზე ფიგურებს ალაგებს

,,პოლიტიკურ თანამდებობებზე, გამოცდილი პოლიტიკოსები უნდა დაინიშნონ"
,,პოლიტიკურ თანამდებობებზე, გამოცდილი პოლიტიკოსები უნდა დაინიშნონ"

24.04.2014 · საზოგადოება
პოლიტოლოგი, ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით - სწორი იყო

ხელფასების გაყოფის საფრთხე თუ მდიდრების დამსჯელი კანონი
ხელფასების გაყოფის საფრთხე თუ მდიდრების დამსჯელი კანონი

24.04.2014 · საზოგადოება
”ზოგისთვის დაუბეგრავი მინიმუმი - 360 ლარი, მთელი თვის ხელფასია”

 ექსპორტი 23%-ით გაიზარდა
ექსპორტი 23%-ით გაიზარდა

24.04.2014 · ეკონომიკა
2014 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 2523 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია

"დაყავი ბრენდი და იბატონე მომხმარებლეზე"
"დაყავი ბრენდი და იბატონე მომხმარებლეზე"

24.04.2014 · ბიზნესი
გთავაზობთ "ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თეონა ბაღდავაძის საინტერესო ბლოგს, სადაც ავტორი მიმოიხილავს ბრენდინგის ახალ ტენდენციებს

წლის ბოლოს სახელმწიფო ვალი 10 მილიარდს გადააჭარბებს
წლის ბოლოს სახელმწიფო ვალი 10 მილიარდს გადააჭარბებს

24.04.2014 · ეკონომიკა
მთავრობა ვალს მხოლოდ სიტყვით ამცირებს

113 ათას პირს უძრავი ქონების გაყიდვა ემუქრება
113 ათას პირს უძრავი ქონების გაყიდვა ემუქრება

23.04.2014 · საზოგადოება
ფინანსური ინსტიტუტები "იაფ ფულს" გვთავაზობენ, თუმცა - მხოლოდ ერთი შეხედვით.

როგორ უძვირებენ ბანკები კლიენტებს სესხებს
როგორ უძვირებენ ბანკები კლიენტებს სესხებს

23.04.2014 · ბიზნესი
საქართველოს საბანკო სექტორში კრედიტების სიძვირეზე და სესხების აღების სიძნელეზე როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები ბოლო წლებია აქტიურად მიუთითებენ

ცოტა ხელფასი და ძალიან ცოტა დასაქმებული
ცოტა ხელფასი და ძალიან ცოტა დასაქმებული

23.04.2014 · ეკონომიკა
საქართველოში რეალურად, ხელფასს სამუშაო ძალის დაახლოებით 35% იღებს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია

,,საქართველოში თვითაღდგენადი ბუნებრივი რესურსის დათვლის მეთოდი დანერგილი არ არის"
,,საქართველოში თვითაღდგენადი ბუნებრივი რესურსის დათვლის მეთოდი დანერგილი არ არის"

23.04.2014 · საზოგადოება
ინტერვიუ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსთან ბიძინა გიორგობიანთან