საწარმოთა მართვის სააგენტო უქმდება » ბანკები და ფინანსები

საწარმოთა მართვის სააგენტო უქმდება

მთავარისაზოგადოება 21.03.2012

საწარმოთა მართვის სააგენტო უქმდება "ეკონომიკის სამინისტროს მიერ სააგენტოს მართვა ინსტიტუციურად უკან გადადგმული ნაბიჯია"

სსიპ `საწარმოთა მართვის სააგენტო~ თავის საქმიანობას `სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმართავდა, `მეწარმეთა შესახებ~ და `გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ~ საქართველოს კანონების შესაბამისად.
სააგენტოს ძირითადი ფუნქციაში შედიოდა წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელება, გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზებასთან ან/და განკარგვასთან დაკავშირებული უფლებამოსილებისა.
მისი მიზანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების მართვის კოორდინაცია და სრულყოფა `მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ასევე საწარმოებში სახელმწიფოს წარმომადგენლების მეშვეობით სახელმწიფო ინტერესების დაცვა და სახელმწიფოსთვის განკუთვნილი დივიდენდების ზრდის ხელშეწყობა; საწარმოთა ლიკვიდურობის დონის ამაღლება და პრივატიზების პროცესის დაჩქარების ხელშეწყობა. მთავრობამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საწარმოთა მართვის სააგენტოს გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ხელისუფლების ინიციატივით, `სახელმწიფო ქონების შესახებ~ კანონში ცვლილებები შედის, რომლის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიმდინარე წლის 1 მაისამდე საწარმოთა მართვის სააგენტოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება უნდა უზრუნველყოს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია მიქიაშვილის განცხადებით: `საწარმოთა მართვის სააგენტოს ფუნქციებს უშუალოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეითავსებს. ანუ ცენტრალურ აპარატში შეიქმნება სპეციალური სტრუქტურული ერთეული. სააგენტოს ლიკვიდაციის მიზანია ის, რომ საწარმოთა მართვის სააგენტოს გარკვეული ფუნქციების განხორციელებისთვის სამინისტროსთან შეთანხმება სჭირდებოდა, რაც ბიუროკრატიასთან იყო დაკავშირებული~.
მინისტრის მოადგილის თქმით, ამიერიდან სააგენტოს ფუნქციები უფრო ოპერატიულად და ცენტრალიზებულად განხორციელდება. საწარმოთა მართვის სააგენტოს გაუქმებასთან დაკავშირებით ქონების მართვის ყოფილი მინისტრი სოლომონ პავლიაშვილი შემდეგ კომენტარს აკეთებს: `საწარმოთა მართვის სააგენტოს დეპარტამენტად გარდაქმნა არ არის კარგი აზრი. ჩემი აზრით, უნდა შეიქმნას სახელმწიფო ჰოლდინგი და იქ უნდა შევიდნენ მსხვილი საწარმოები, ანუ ფორმა უნდა შეიცვალონ. სწორედ ეს იქნება მოქნილი პოლიტიკა სახელმწიფო საწარმოების მართვისა, ხოლო დანარჩენი საწარმოები, რომელთა ფუნქციონირებაც წამგებიანია უნდა დაიწყოს მათი პრივატიზაცია, გაიყიდოს თუნდაც ერთ ლარად.
საწარმოთა მართვის სააგენტოს დეპარტამენტი მართვას ვეღარ განახორციელებს, ამას განახორციელებს სახელმწიფო ჰოლდინგი, რომელსაც ეყოლება თავისი სამეთვალყურეო საბჭო, იქნება კერძო სამართლის იურიდიული პირი და იქ შევლენ მსხვილი საწარმოები. ამიტომ მიმაჩნია, რომ სამინისტროს მხრიდან სააგენტოს მართვა უკან გადადგმული ნაბიჯია~.


ნათია ფიცხელაური



"დაყავი ბრენდი და იბატონე მომხმარებლეზე"
"დაყავი ბრენდი და იბატონე მომხმარებლეზე"

24.04.2014 · ბიზნესი
გთავაზობთ "ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თეონა ბაღდავაძის საინტერესო ბლოგს, სადაც ავტორი მიმოიხილავს ბრენდინგის ახალ ტენდენციებს

წლის ბოლოს სახელმწიფო ვალი 10 მილიარდს გადააჭარბებს
წლის ბოლოს სახელმწიფო ვალი 10 მილიარდს გადააჭარბებს

24.04.2014 · ეკონომიკა
მთავრობა ვალს მხოლოდ სიტყვით ამცირებს

113 ათას პირს უძრავი ქონების გაყიდვა ემუქრება
113 ათას პირს უძრავი ქონების გაყიდვა ემუქრება

23.04.2014 · საზოგადოება
ფინანსური ინსტიტუტები "იაფ ფულს" გვთავაზობენ, თუმცა - მხოლოდ ერთი შეხედვით.

როგორ უძვირებენ ბანკები კლიენტებს სესხებს
როგორ უძვირებენ ბანკები კლიენტებს სესხებს

23.04.2014 · ბიზნესი
საქართველოს საბანკო სექტორში კრედიტების სიძვირეზე და სესხების აღების სიძნელეზე როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები ბოლო წლებია აქტიურად მიუთითებენ

ცოტა ხელფასი და ძალიან ცოტა დასაქმებული
ცოტა ხელფასი და ძალიან ცოტა დასაქმებული

23.04.2014 · ეკონომიკა
საქართველოში რეალურად, ხელფასს სამუშაო ძალის დაახლოებით 35% იღებს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია

,,საქართველოში თვითაღდგენადი ბუნებრივი რესურსის დათვლის მეთოდი დანერგილი არ არის"
,,საქართველოში თვითაღდგენადი ბუნებრივი რესურსის დათვლის მეთოდი დანერგილი არ არის"

23.04.2014 · საზოგადოება
ინტერვიუ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსთან ბიძინა გიორგობიანთან

ავტოდილერებისთვის სომხეთის ბაზარი იხურება
ავტოდილერებისთვის სომხეთის ბაზარი იხურება

22.04.2014 · ბიზნესი
ქართველ ავტოდილერებს მორიგი ”სიურპრიზი” ელით.

ფოთში თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრი აშენდება
ფოთში თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრი აშენდება

22.04.2014 · ბიზნესი
პროექტის განხორციელებას კომპანია „აისბერგ ფოთი" უზრუნველყოფს

არაბული „დაბი ჯგუფი“ საბანკო, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სექტორში ინვესტირებას გეგმავს
არაბული „დაბი ჯგუფი“ საბანკო, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სექტორში ინვესტირებას გეგმავს

22.04.2014 · ფინანსები
არაბული „დაბი ჯგუფი“ საბანკო, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სექტორში გეგმავს ინვესტირების გაგრძელებას.

„რუსჰიდრო“ აფხაზეთში პროექტის განხორციელებას იწყებს
„რუსჰიდრო“ აფხაზეთში პროექტის განხორციელებას იწყებს

22.04.2014 · ეკონომიკა
„რუსჰიდროს“ კაპიტალში 40 მილიარდი რუბლის ჩადებას „როსნეფტეგაზი“ გეგმავს.