ოქროს უნიკალური ისტორია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ოქროს უნიკალური ისტორია
ნანახია: 1080

ოქროს ისევე დიდი ხნის ისტორია აქვს, როგორც კაცობრიობის ცივილიზაციას. საუკუნეების სვლასთან ერთად ფულადი ერთეულებიც მუდმივად იცვლებოდა. მას ცალკეულ ქვეყნებში თავისი ისტორია აქვს და თითოეული თავისთავად უნიკალურია. თავდაპირველად ეს იყო უბრალოდ ნატურალური გაცვლა, რომელიც დღემდე "ბარტერის" სახელით არის შემონახული. გასაცვლელად იყენებდნენ ტყავს ან თავად საქონელს, ეს იმ პერიოდზეა საუბარი, როდესაც ფერადი ლითონები ფასეულობას არ წარმოადგენს.
"ოქრო" ქართული სახელწოდებაა და შესაძლებელია, რომ ეს სახელწოდება წარმოქმნილი იყოს სიტყვისაგან "უქრობი", იმის გამო, რომ ამ ლითონის ბზინვარება არ ქრება და არ იცვლება. ლამაზი ფერის, ძლიერი ელვარების, კარგი ჭედადობისა და იშვიათობის გამო. ოქროს უძველესი დროიდან იყენებდნენ ადამიანები სამკაულებისათვის და ფულის მოსაჭრელად. ოქროს მონეტების წარმოშობის ისტორიას შორეულ წარსულში მივყავართ.
ითვლება, რომ პირველად მონეტები გამოჩნდნენ ჩინეთსა და ძველი ლიდიის სამეფოში ძვ.წ VII საუკუნეში. დაახლოებით 500 წელს კი ჩვენს ერამე სპარსეთის მეფე დარიოსმა თავის სახელმწიფოში "ეკონომიკური რევოლუცია" მოახდინა, შემოიღო რა მონეტები ოფიციალურ გაცვლის ერთეულად და ჩაანაცვლა ამით ბარტერი. მონეტები სწრაფად გავრცელდა მეზობელ ბარბაროსულ ტომებში, მოგვიანებით კი მოიცვა დიდი ტერიტორია. იმ დროისათვის მონეტების ბეჭდვის სახსრები და შესაძლებლობები მხოლოდ მდიდარ მიწათმფლობელებსა და მონასტრებს ჰქონდათ. თავიდან მონეტები მხოლოდ ოქროსი იყო.
ძვირფასი ლითონების სიმცირემ სახელმწიფოები იძულებული გახადა გამოეშვათ შედარებით დაბალი ღირებულების მონეტები, რომლებზედაც დატანებული იქნებოდა ღირებულების აღმნიშვნელი შესაბამისი ნიშნები. არიოს მეფემ, პირველად ისტორიაში, ოქროს მონეტებზე თავისი სახე გამოაჭედვინა. ამის შემდეგ კი მონეტებზე სახავდნენ დიდებულების, გმირების, ისტორიული მოვლენების და ბევრ საინტერესო ფაქტს.
პირველად ქაღალდის ფული ჩინეთში ჯერ კიდევ IX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა. იმპერატორმა მაღალი ხარისხის ქაღალდი დააბეჭდინა, რომელზეც დატანილი ნიშნებით იგი 10.000 სპილენძის მონეტის მაგივრობას წევდა, მასიურად ბანკნოტების ბეჭდვა 1024 წელს დაიწყო, რადგან ომის დასაფინანსებლად დიდი თანხები იყო საჭირო და ამას მონეტებით ვერ უზრუნველყოფდნენ მათი სიმცირის და ძნელად ტრანსპორტირებადობის გამო.
აღსანიშნავია ასევე, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ბანკნოტებს პერიოდულად უშვებდნენ და შემდეგ იღებდნენ სავალუტო სისტემიდან. ამის მიზეზი იყო ის, რომ როდესაც მთავრობას ფუ;ლი სჭირდებოდა, დიდი რაოდენობით ბეჭდავდა ფასიან ქაღალდებს, რაც მოკლე ხანში იწვევდა ჰიპერინფლაციას და იძულებულნი ხდებოდნენ კვლავ მეტალს დაბრუნებოდნენ.
1971 წლამდე ბანკნოტების მფლობელებს ჰქონდათ უფლება ქაღალდის ფული ნებისმიერ დროს გადაეცვალათ ბანკში ოქროზე საბაზრო ფასის შესაბამისად (ოქროს სტანდარტი). ეს გულისხმობდა, რომ ბანკის სარდაფში იმდენი ოქრო უნდა ყოფილიყო შენახული, რა ღირებულების კუპიურებიც ჰქონდა მას ემისირებული. 1971 წელს კი საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ბანკნოტებმა ეს უფლება დაკარგეს. თუმცა, ზოგიერთმა ქვეყანამ ეს პროცესი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ განახორციელა. აქედან მოყოლებული დღემდე ქაღალდის ფული არც ერთ ლითონზე არაა მიბმული და თავისუფლად ცურავს მსოფლიო სავალუტო სისტემაში.


თეა თაბაგარი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48