IRI-ს კვლევის შედეგები არაადეკვატურია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : IRI-ს კვლევის შედეგები არაადეკვატურია
ნანახია: 428

არ შეიძლება “ნაციონალურ მოძრაობას” 42 პროცენტი უჭერდეს მხარს და სააკაშვილს - 75
IRI-ს კვლევის შედეგები არაადეკვატურია

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომელიც საზოგადოებისათვის ცნობილი გუშინ გახდა, არსებული რეალობის ადეკვატურად არ მიიჩნევს.

როგორც ბერიძემ “მედიანიუსს” განუცხადა, ინკოგნიტოების მიერ ზემოხსენებული კვლევის შედეგების წინადღით გახმაურება, დღეისთვის დაგეგმილი “საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის” დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების პრეზენტაციის ეფექტის გადაფარვასა და დაჩრდილვას ემსახურება.

“რამდენადაც მე ვიცი, ჩვენ საქმე გვაქვს “აი-პი-ემის” კვლევასთან, რომელმაც ორი კვირის წინ სხვა გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა და ის რეზულტატები ამ კვლევის მონაცემებისაგნ განსხვავდება. ჩემი აზრით, მეტი სანდოობისათვის IRI-ს უნდა მიეთითებინა, კონკრეტულად ვინ შეასრულა ეს კვლევა. ბუნებრივია, რომ IRI ველზე არ იმუშავებდა, მათ კვლევებს კი როგორც წესი, “აი-პი-ემი’ ასრულებს. ეს რომ შესაბამისი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაცია იყოს, მაშინ პირდაპირ მას დაუკვეთავდნენ კვლევის ჩატარებას და არა IRI-ს, “აი-პი-ემი” კი გამოკითხვის შედეგებს თავისი სახელით გამოაქვეყნებდა. პირადად ჩემში, როდესაც კვლევას აი-პი-ემი ასრულებს და მისი რეზულტატები IRI-ს ავტორიტეტული კუდის ქვეშ თავსდება, ეჭვს ბადებს”, - განაცხადა ბერიძემ და დასძინა, რომ იგი ‘აი-პი-ემს” და მის ხელმძღვანელ გოჩა ცქიტიშვილს ხელისუფლებაზე მუშაობაში ვერ დაადანაშუალებს, თუმცა 2003 წლიდან მოყოლებული ამ ორგანიზაცის კვლევებში მონაწილეობის ისტორიაში გარკვეული ხარვეზებიც ფიქსირდება, რის გამოც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში კომპანია პოლიტიკურ რეიტინგებს არ აკეთებდა.

“პოლიტიკურ საკითხებზე კვლევების ჩატარება “აი-პი-ემმა” მხოლოდ ბოლო წლებში დაიწყო და ამას მხოლოდ უცხოური ორგანიზაციების დაკვეთით აკეთებს, მაშინ როდესაც შესაძლებელი იყო, რომ თავად ჩაეტარებინა ამგვარი გამოკითხვები და თვითონ აეხსნა მისი შედეგები საზოგადოებისათვის. მე იმის მტკიცებას რისი კონკრეტული დამადასტურებელი ფაქტებიც არ მაქვს, ვერ მოვყვები, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა, რომელიც ხორციელდება მედიასაშუალებებზე, ვრცელდება სოციოლოგიური კვლევების კომპანიებზეც და აქედან გამომდინარე, ყველა მოქმედი ფირმა, რომელიც სხვადასხვა გზით და საშუალებით ახერხებს არსებობას, ბუნებრივია, ამ ზეგავლენას განიცდის და ობიექტური ვერ იქნება. ამის მაგალითად სხვა სოციოლოგიური ჯგუფსაც მოვიყვან – “კავკასიის რესურს ცენტრი”, რომელიც მხოლოდ NDI-ს დაკვეთით მუშაობს ხოლმე და ასევე უნდობლობა არსებობს მისი გამოკითხვების მიმართაც იმდენად, რამდენადაც მხოლოდ NDI-ს დაკვეთებზე მომუშავე კომპანიის მიმართ მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, უნდობლობა მაქვს”, - აღნიშნა ბერიძემ.

რაც შეეხება გუშინ გავრცელებული კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი” 42 პროცენტია, ხოლო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ჯგუფის – 18%, პოლიტოლოგის თქმით, ვინც საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში მეტ-ნაკლებად ჩახედულია, არ შეიძლება, ამ მონაცემებში ეჭვი არ შეიტანოს. დღეისათვის რეალობა აბსოლუტურად სხვაგვარია.

“საქართველოში, განსაკუთრებით კი რეგიონებში, რესპონდენტების შინაგანი თავისუფლების ხარისხი ძალიან დაბალია და არსებობს შიში ინტერვიუერის მიმართ. ხშირია შემთხვევა, როდესაც შეკითხვებზე გულწრფელი პასუხები არ ფიქსირდება. ჩემი აზრით, ცოტაც და საქართველოში მსგავსი კვლევების ჩატარება აზრს დაკარგავს, რადგან სოციოლოგიურ კვლევას აზრი მხოლოდ დემოკრატიულ ქვეყანასა და საზოგადოებაში აქვს, ანუ იქ, სადაც პიროვნებას თავისი აზრის დაფიქსირება შეუძლია. ამ კონკრეტული კვლევის შედეგების მიმართ მე პირადად გარკვეული უნდობლობა მაქვს. არ შეიძლება “ნაციონალურ მოძრაობას” 42 პროცენტი უჭერდეს მხარს და მიხეილ სააკაშვილს - 75 პროცენტი, ეს არის უპრიმიტიულესი აცდენა, რომელიც ადამიანს თავიდანვე განაწყობს კვლევისადმი უნდობლობით. რეალურად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალის, პერსპექტივაში ალიანსის რეიტინგი 18 პროცენტზე აშკარად მეტია. მე პირადად მინახავს თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილის რეიტინგი 60-65 პროცენტია. აქედან გამომდინარე, ან ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო სივრცეა ძალიან დახურული, ან დღეს გავრცელებული კვლევის შედეგებია ფალსიფიკაცია”, - აღნიშნა მან.

პოლიტოლოგი IRI-ს კვლევების შედეგების მაინცდამაინც დღეისათვის გამოქვეყნებას ხელისუფლების პოლიტიკური თამაშსა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას უწოდებს.

“დაანონსებულია, რომ დღეს იაგო კაჭკაჭიშვილის “სოციოლოგიური კვლევების ცენტრი” “საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის” დაკვეთით ჩატარებული სერიოზული და საფუძვლიანი კვლევის შედეგების პრეზენტაციას აპირებს. კაჭკაჭიშვილის რეპუტაცია ძალიან მაღალია და ობიექტური კვლევის კაჭკაჭიშვილის სახელთან დაკავშირება თავისუფლად შეგვიძლია, მაგრამ ხელისუფლებამ თავისი პროპაგანდისტული მანქანა აამუშავა, შექმნა გამოკითხვა, რომლის შესახებაც საზოგადოება ადრე ინფორმირებული არ იყო და ორკვირიანი ინტერვალით ორი კვლევა მოგვაწოდა. ამით საინფორმაციო სივრცე გააჯერა ისეთი ინფორმაციით, რომლის ნამდვილობაშიც ეჭვის შეტანა შეგვიძლია. ეს ყველაფერი კი ემსახურება იმას, რომ კაჭკაჭიშვილის კვლევითი ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების ეფექტი დაიჩრდილოს და გადაიფაროს, რაც ჩემი აზრით, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებაა”, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ცნობილი გახდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის ერთი ნაწილის შედეგები. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 27 ოქტომბრიდან 11 ნოემბრამდე 4,000 ადამიანი გამოიკითხა.

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ს ინფორმაციით, კვლევის შედეგები ასეთია:

კითხვაზე, “შემდეგ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას~, გამოკითხულთა 42 პროცენტმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დაასახელა, 18 პროცენტი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდს და 8 პროცენტი- ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას ასახელებს. ლეიბორისტული პარტიის რეიტინგი 3 პროცენტია, სხვა ყველა პოლიტიკური ძალა კი ერთ პროცენტიან ზღვარზე მერყეობს.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად, ოპოზიციონერ ლიდერთა შორის 22 პროცენტით გიორგი თარგამაძე ლიდერობს, შემდეგ ადგილზეა ბიძინა ივანიშვილი 21 პროცენტით, შალვა ნათელაშვილი 4 პროცენტით და ირაკლი ალასანია 3 პროცენტით.

გამოკითხვაში პოლიტიკური ლიდერების კეთილგანწყობის რეიტინგიცაა. მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილი, გამოკითხულთა 72 პროცენტია.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან თემებზეც არის საუბარი. გამოკითხვის შედეგების თანახმად, ბოლო 6 თვის განმავლობაში მოსახლეობის ოპტიმისტური განწყობა 9 პროცენტით გაიზარდა და ის 87 პროცენტია.

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხად მოსახლეობისთვის, კვლევის თანახმად, კვლავ უმუშევრობაა. შემდეგ მოდის ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკა და სოციალური პრობლემები.

გამოკითხულთა 98 პროცენტი აცხადებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქრთამის მიცემა არ დასჭირვებია მისთვის სასურველი მომსახურების მისაღებად.

მედიანიუსი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48