ეს კვირას ხდება. არადა, საბჭოთა ”დიად” ეპოქაში თევზის დღე ხუთშაბათი იყო, როცა ყველა თევზს ჭამდა, განსაკუთრებით კაფე-სასადილოებში...4 დეკემბერს, ქობულეთი თევზის მოყვარულებს ელის.ქობულეთში „თევზის დღე - ქობულეთი 2011"-ის აღნიშვნა იგეგმება.
ღონისძიება ქალაქის მთავარ ქუჩის, აღმაშენებლის გამზირი N732-ის მიმდებარედ, ზღვის სანაპიროზე ჩატარდება.
პროგრამის ფარგლებში გაიმართება თევზაობა, ასევე თევზის ნაწარმის მომზადება და დაგემოვნება. მოეწყობა სხვადასხვა სახის კონკურსები.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს: სასტუმროები „ჯორჯია პალასი" „სოლიდარობა" და „ოაზისი", ასევე რესტორნები „ბაბაია" და „ჩემპიონი"; კომპანია „ნატახტარი" და ქობულეთის პროფესიული კოლეჯი „ახალი ტალღა".