შეძლებს თუ არა ივანიშვილი სააკაშვილის დამარცხებას » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : შეძლებს თუ არა ივანიშვილი სააკაშვილის დამარცხებას
ნანახია: 289

თომას დე ვაალი

შეძლებს თუ არა ივანიშვილი სააკაშვილის დამარცხებასარის თუ არა ელფისებრი ქართველი მილიარდერი და ახალი პოლიტიკური ფენომენი საკმაოდ დიდი იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი დაამარცხოს?


თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, ჩემი სასტუმროს ფოეში ვდგავარ. ახალგაზრდა, გაუპარსავი კაცი, დაინტერესებული გამომეტყველებით მიახლოვდება და მეკითხება, ”თომას?” მე თანხმობის ნიშნად თავს ვუკრავ და ის მხოლოდ ერთ სიტყვას წარმოთქვამს, ”ბიძინა”.

ჩემი შეხვედრა კაცთან, რომელზეც საქართველოში ყველაზე მეტს ლაპარაკობენ, მალე დაიწყება.

ჩვენ ტოიოტას ლენდკრუიზერში ვსხდებით, თბილისში, ერთ-ერთი გორაკის წვერზე ავდივართ და მერე, კერძო, პატარა გზას მივუყვებით. ელექტრონული კარიბჭე სრიალით იღება და მალე ცაში აჭრილ, მინისა და ლითონის ნაგებობასთან ვდგავართ, ფუტურისტულ სასახლესთან, რომელიც იაპონელმა არქიტექტორმა შინ ტაკამაცუმ ააგო და რომელსაც გარს თანამედროვე სკულპტურების პატარა ტყე აკრავს.

შენობაში შემიძღვნენ. ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ ტანმორჩილია, ელფისებრი, უზადოდ ჩაცმული და მომღიმარი. აქამდე არასდროს ამიღია ინტერვიუ მილიარდერისგან, მაგრამ მას ბუნებრივი მანერები აქვს. იწყებს იმით, რომ სურათებს მათვალიერებინებს: ეგონ შილე, კლოდ მონე, ლუსიენ ფრეიდი. აღიარებს, რომ რეალურად ეს ნამუშევრები მაღალი ხარისხის ასლებია; ორიგინალები ლონდონში ინახება. საუბარში უშუალო და სადაა, მაგრამ ამავე დროს ძალიან თვითდაჯერებული და ძალიან აკონტროლებს თავს.

ვსხდებით, ის ლუსიენ ფრეიდის პორტრეტის ქვეშ ზის და მე იმ კითხვის ერთ-ერთი ვარიანტით მივმართავ, რომლითაც გასულ თვეს უკვე ასჯერ მიმართეს: ”რატომ გადაწყვიტეთ ქართულ პოლიტიკაში მოსვლა?”

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ სულ რაღაც ერთ თვეში, ივანიშვილმა თავისი ქვეყნის პოლიტიკა თავდაყირა დააყენა. საქართველოს ბობოქარი ათწლეული ჰქონდა. 2003 წელს, ”ვარდების” მშვიდობიანმა რევოლუციამ ედუარდ შევარდნაძის ძველი, დაღლილი რეჟიმი დაამხო. მერე 36 წლის მიხეილ სააკაშვილი, იმ დროს ევროპის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა და ქვეყნის მოდერნიზებისათვის ხისტი რეფორმების სერია წამოიწყო. ცვალებადი სააკაშვილი სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო რუსეთს დაუპირისპირდა, რაც გადაიზარდა კიდეც სრულმასშტაბიან კონფლიქტში 2008 წელს. ომში დამარცხების შემდეგ, სააკაშვილის პოპულარობა დაეცა, მაგრამ მან ხელისუფლებაში დარჩენა მოახერხა. შემდეგ მან და მისმა პარტიამ ნელ-ნელა დაიბრუნეს ინიციატივა და 2012-2013 წლების მოახლოებასთან ერთად, ისინი ისევ დომინანტურ პიზიციაში აღმოჩნდნენ, რადგან რეალურად ფლობენ მონოპოლიას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, პარლამენტზე, ადგილობრივ მმართველობაზე და მედიაზე.

და აი გამოჩნდა ფინანსური მაგნატი. მას შემდეგ, რაც რუსეთში ქონება შეიძინა (ფორბსი მის ქონებას $5.5 მილიარდად აფასებს), ივანიშვილი შინ, ცენტრალურ საქართველოში, თავის მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და ენერგიულად შეუდგა ქველმოქმედებას – ეხმარებოდა სკოლებს, თეატრებს, ეკლესიებს, პროფესიონალ მსახიობებს – და ყველაფერ ამას ისე აკეთებდა, რომ საჯაროდ არც კი გამოჩენილა. ის ისე იცავდა თავის პრივატულობას, რომ მას ”გრაფი მონტე კრისტოც” კი შეარქვეს. მაგრამ სიუჟეტმა უცნაური ბრუნი გააკეთა – მისი შვილი, ბერა ლოს-ანჯელესში გაემგზავრა, საქართველოს ყველაზე პოპულარული რეპერი გახდა და ცოტა ხნით მამამისის პოპულარობაც კი დაჩრდილა.

და მერე, თითქოს არსაიდან, 7 ოქტომბერს, ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოდის, სააკაშვილს გამოწვევას უგზავნის და მომავალი წლის არჩევნებით ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავს.

ამ დღიდან ერთი თვე იყო გასული, საქართველოში რომ ჩავედი, მაგრამ საუბრების ორი მესამედი ისევ ივანიშვილის ეფექტს ეძღვნებოდა.

გასული ერთი წლის განმავლობაში, როდესაც თბილისში იმ 10-12 კაცს ველაპარაკებოდი, ვისთანაც რეგულარულად მაქვს კავშირი (ძველი მეგობრებს, ჟურნალისტებს, მეცნიერებს და აქ დიდი ხნის წინ დასახლებულ უცხოელებს) ისინი დაახლოებით შემდეგს მეუბნებოდნენ:

”მმართველმა პარტიამ ბევრი კარგი რამ გააკეთა, მაგრამ ისინი ზედმეტად არიან კონცენტრირებული საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზე და საზოგადოებასთან კავშირი დაკარგეს. თავისი PR მესიჯები მათ რეალობაში ერევათ. თბილისში უამრავ ადამიანს ყელში ამოუვიდა ის, რომ დემოკრატიული სივრცე შეიკვეცა, ხოლო სოფლებში - სამუშაო ადგილების სიმცირეა. მაგრამ ოპოზიცია მარგინალიზებულია და არ არსებობს სანდო ალტერნატივა.”

ახლა ჩემი მეგობრები მოხიბლულები და ენერგიით აღსავსენი არიან იმით, რომ status quo-ს გამოწვევა გაუჩნდა. მაგრამ თავად ივანიშვილთან დაკავშირებით დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია: აი შეხედულებათა დიაპაზონი:

”მან გადაწერა თამაშის წესები და ეს საქართველოსთვის კარგია.”

”მე არ მომწონს მისი მანერები. მე ის მაშინებს.”

”ადამიანები ისეთი ცინიკურები გახდნენ. ახლა მათ რაღაცის იმედი გაუჩნდათ”.

”ჯერჯერობით ეს ერთი მსახიობის თეატრია. საქმე ისაა, შეძლებს თუ არა ის პლატფორმისა და პროგრამის შექმნას.”

ის რიგითი ქართველები, რომლებსაც ველაპარაკე, ამაღელვებელი ენთუზიაზმით არიან გამსჭვალულნი. ჩემი არამეცნიერული გამოკითხვით, რომელიც ტაქსის მძღოლებსა და არაპოლიტიკოს ნაცნობებს შორის ჩავატარე, ათიდან ათი მხარს უჭერს ბიზნესმენს. მათგან არაერთხელ მოვისმინე შემდეგი:” მან იმდენი რამ გაუკეთა საქართველოს.”

მთავრობის პირველი რეაქცია მაგნატის დემარშზე მტრული, თავდაცვითი და მარცხისთვის განწირული აღმოჩნდა. მას და მის ცოლს, საეჭვო არგუმენტებით, მოქალაქეობა ჩამოართვეს, რის გამოც მან პირდად მიმართა პრეზიდენტს მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით. ივანიშვილმა ისეთი ადამიანის მხარდაჭერა მიიღო, როგორიც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია მეორეა, რომელმაც თავის საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ეს პატრიოტი კაცი იმსახურებს მოქალაქეობის აღდგენას. მთავრობამ ივანიშვილის დისკრედიტცია მის კუთვნილ “ქართუ ბანკში” აგრესიული გამოძიების ჩატარებით სცადა, ხოლო პრო-სამთავრობო მედიას მისი იმ პრეს-კონფერენციის საბოტირება უნდოდა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და რომელზეც მისი პოლიტიკური დებიუტის შესახებ განცხადება გაკეთდა. ორივე მცდელობა დრამატულად მოუბრუნდათ უკან, რადგან განზრახვა ივანიშვილის საერთო-სახალხო მხარდაჭერამ და ამ მოვლენების სამთავრობო ვერსიისადმი საყოველთაო უნდობლობამ ჩაშალა.

მე თბილისისკენ დრამატულ მომენტში გავემგზავრე. რაღაც ის, რაც აკლდა საქართველოს საჯარო ცხოვრებას, ივანიშვილმა გამოაღვიძა. მაგრამ, როგორც მეცნიერმა გიორგი გოგსაძემ მითხრა ”ეს ყველაფერი უფრო ივანიშვილის ფენომენს უკავშირდება, ვიდრე მის პიროვნებას”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას უპირველეს ყოვლისა ცვლილებების წარმომადგენლად განიხილავენ, ვიდრე მხოლოდ განსაკუთრებულ პიროვნებად.

მაგრამ ადრე თუ გვიან, მისი პიროვნებაც მნიშვნელოვანი გახდება. და აი, ჩვენი 90 წუთიანი საუბარიც იწყება.

შეკითხვაზე ”რატომ” მან გრძელი პასუხი გამცა. ის ამჟამინდელ მთავრობას ბევრ საკითხში უჭერდა მხარს და სააკაშვილს 2008 წლამდე ხშირად ხვდებოდა. ის აფინანსებდა ჯარს და სკოლებს. მაგრამ მთავრობასთან კავშირი გაწყვიტა რადგან, მისი რწმენით, სააკაშვილმა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გააყალბა და ამიტომ ოპოზიციაზე ”დაკვირვება” დაიწყო. როდესაც მიხვდა, რომ ოპოზიცია გარღვევას ვერ ახერხებს, გადაწყვიტა პროცესებში თავად ჩარეულიყო. ”თუ ოპოზიცია შეძლებდა ამის გაკეთებას და (ხელისუფლებაში) ჩემი დახმარების გარეშე მოვიდოდა, რაღა თქმა უნდა, მე არ ჩავერეოდი. მაგრამ რადგან ოპოზიციამ ეს ვერ შეძლო, მე მის ხელისუფლებაში მოსვლას ვეხმარები.”

ის ხედავს, რომ ქართული საზოგადოება დაქანცულია: ”ამ რეფორმება ხალხი შოკში ჩააგდო. თითოეული რეფორმა, თითოეული ნაბიჯი ადამიანებში შოკს იწვევდა.” მისი თქმით, მთავრობამ შექმნა ”ფასადური ეკონომიკა, ყველაფერი ფასადურია, პოტიომკინის სოფელი.” მისი მტკიცებით, ბიზნესი დღეს რეალურად უფრო ნაკლებ თავისუფალია, ვიდრე ეს შევარდნაძის მმართველობის დროს იყო, რადგან დღეს მთავრობა ხისტად აკონტროლებს შემოსავლებს, მედიას და სასამართლოს.

მე უწყვეტობაზე ვეკითხები. ქართველები, ვამბობ მე, დაიღალნენ გადატრიალებებით და იმაში დარწმუნება სურთ, რომ თუ რეჟიმი შეიცვლება, ყველაფერი ისევ ნულიდან არ დაიწყება. ის მეთანხმება და ამბობს, რომ ბევრია პროფესიონალი, მათ სამსახურების შენარჩუნება სჭირდებათ და ”შესაძლოა დაწინაურებაც.” ის სამ რეფორმას მოიხსენიებს დადებითად, მაგრამ ისინი შედარებით ვიწრო სფეროს მოიცავს: ჯარის მოდერნიზაცია და საგანმანათლებლო სისტემასა და პოლიციაში კორუფციის აღკვეთა.

ყველაზე მეტად ხალხს ის რკინისებური თვითდაჯერება აფრთხობს, რომლითაც ის აცხადებს, რომ გაიმარჯვებს. მე ვეუბნები, რომ საქართველოს კიდევ ერთი მესია არ სჭირდება. ქვეყნის სამი ბოლო პრეზიდენტი, გამსახურდია, შევარდნაძე და სააკაშვილი, მხსნელებად მიაჩნდათ. სამივეჯერ, როდესაც ზემოთ ნახსენებმა ლიდერებმა დანაპირები ვერ შეასრულეს, ეიფორია იმედგაცრუებამ შეცვალა.

ივანიშვილი ამ კითხვას ელოდა. ”მე ვეუბნები ჩემს მხარდამჭერებს – ნუ მაიდეალებთ!”, – სიცილით ამბობს ის. თავის გასამართლებლად იმაზე მიუთითებს, რომ მან მოკავშირეებად ორი დამოუკიდებელი, კარგად ცნობილი ოპოზიციური პარტია აირჩია, ერთი მათგანი ირაკლი ალასანიას, გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩის პარტიაა.

მაგრამ მისი მოსაზრებები დამახასიათებლად რადიკლაურია და მოვლენათა ცენტრში მისი პიროვნებაა. ის ამბობს, რომ საქართველოში ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას აპირებს, სისტემის შეცვლას და შემდეგ წავა. ”მე ხელისუფლებიდან მალე წავალ, ამის გარანტიას გაძლევთ. თქვენ შემხვდებით მე ორ წელიწადში ან მოგვიანებით და ნახავთ, რომ მე ძალაუფლებას არ ვებღაუჭები.”

და აი რუსეთზე კითხვაც უნდა დაისვას. ამ საკითხმა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოში აზრთა პოლარიზაცია გამოიწვია. ნებისმიერი ოპოზიციონერი, თუ ის რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორებაზე ლაპარაკობს, იმის რისკზე მიდის, რომ პრო-სამთავრობო მედია მას არაპატრიოტის იარლიყს მიაკრავს. ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ამ დანაღმულ ველზე ფრთხილად გაიაროს.

”ერთის მხრივ, ქართველმა ხალხმა ტრავმა მიიღო აგვისტოს ომის მერე. ვინც არ უნდა იყოს პასუხისმგებელი ამაზე, რუსეთი, იმ უზარმაზარი აგრესიისთვის, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ განახორციელა, ერთმნიშვნელოვნად დამნაშავეა,” იწყებს ის. შემდეგ კი განაგრძობს: ”მეორეს მხრივ, მე კარგად მესმის, რომ საკითხის დრამატიზება არ არის საჭირო, ჩვენ პირადად არ უნდა ვაგინოთ ისინი ისე, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა. მე და ჩემი გუნდი, იძულებულნი ვიქნებით დაუყოვნებლივ დავიწყოთ მოლაპარაკებები მათთან, რათა ამ სტაგნაციის ვითარებიდან გამოვიდეთ. ის აცხადებს, რომ უკვე დაიწყო თავისი ქონების გაყიდვა რუსეთში და იმედოვნებს, რომ ამით $1.5 მილიარდს მიიღებს.

საუბრის შემდეგ შენობაში სახელოვნებო კოლექციის დასათვალიერებლად წამიყვანეს. ყველაზე დიდ ოთახში, მხოლოდ სტეინვეის პიანინო დგას. (”მთელი ჩემი ოჯახი უკრავს,” ამბობს ის). უზარმაზარ ფანჯარაში ამაღელვებელი ხედი მოსჩანს, ბერნარ ბენეტის, ფრანგი მხატვრის, უზარმაზარი ბრინჯაოს სკულპტურა, მოშორებით პრეზიდენტის რეზიდენცია და სამების ტაძარი, ყველაზე დიდი ტაძარი საქართველოში, რომლის მშნებელობასაც ივანიშვილი აფინანსებდა. ვერაფრით მოვიშორე ერთი განცდა, არ მინდა, რომ ქართველი ხალხი ამდენად იყოს დამოკიდებული დიდ პიროვნებებზე: სააკაშვილზე, პატრიარქზე და მილიარდერზე, რომლის გვერდითაც ვდგავარ.

ეს მომნუსხველი და იდუმალი ნარევი: ლუსიენ ფრეიდი და მართლმადიდებლური ტაძარი, ლოს-ანჯელესელი რეპერი და პატრიარქი, ბიზნეს კარიერა რუსეთში და პრო-დასავლელი პოლიტიკური მოკავშირეები, თავშეკავებულობა და ფოლადისებრი სიმტკიცე. საქართველოს ახალ ფენომენს 90 წუთის განმავლობაში ველაპარაკე და მომეჩვენა, რომ ის არც არავისი პროექტი არ არის, გარდა საკუთარი თავისა. გულწრფელია, მაგრამ ამასთანავე მიაჩნია, რომ პრობლემა (ამჯერად ეს პრობლემა მთავრობაა, რომელიც არ მოსწონს) ერთი კაცის პირადი ჩარევით უნდა გადაიჭრას. ხოლო მისი სამომავლო პროგრამა ახლა იქმნება.

მართალია, ქართული პოლიტიკური სცენისთვის რადიკალური ცვლილება შეიძლება სასარგებლოც იყოს, მაგრამ ვშიშობ, ქართველთა უმეტესობა ამ ახალ ფენომენს მისი ფულის გამო მიესალმა და კიდევ იმიტომ, რომ ახალ მხსნელად მიიჩნია.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ლაპარაკია არა იმდენად ივანიშვილზე, არამედ საქართველოზე და მის მოლოდინებზე. პატარა ქვეყნას დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწევს – მან უნდა გაუძლოს კიდევ ერთ არაორდინარულ ინდივიდუალობას, რაოდენ გულწრფელიც არ უნდა იყოს ამ ადამიანის განზრახვანი.

[b]


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48