არის თუ არა ქართულ მაღაზიებში ცნობილი ბრენდების ორიგინალი პროდუქტი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : არის თუ არა ქართულ მაღაზიებში ცნობილი ბრენდების ორიგინალი პროდუქტი
ნანახია: 187

არის თუ არა ქართულ მაღაზიებში ცნობილი ბრენდების ორიგინალი პროდუქტი გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში არც ერთი ტანსაცმლის მაღაზია ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი არ არის და მხოლოდ მაღალი ხარისხის პატენტები იყიდება. მიზეზად, ასახელებენ ბრენდების ორიგილალი პროდუქციის მაღალ ღირებულებას და თვლიან, რომ საქართველო არ არის ისეთი ბაზარი, სადაც პოპულარულ ბრენდებს უღირთ თავიანთი პროდუქციის გავრცელება. თუმცა, ბრენდების უმრავლესობას, როგორც წესი, თავისი პროდუქცია საფასო სეგმენტებად აქვთ დაყოფილი და შედარებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებს, შესაბამისად დაბალი კლასის პროდუქციას სთავაზობენ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში პოპულარულია ე.წ. “Outlet”-ების გაყიდვა, რომელიც გულისხმობს წინა წლების კოლექციების შედარებით ნაკლებ ფასად გაყიდვას. თუმცა, მომხმარებელი ამის შესახებ ნაკლებად არის ინფორმირებული და მათი უმრავლესობა მაღალ ფასად წინა წლის კოლექციის პროდუქციას ყიდულობს.
საინტერესოა, მართლაც რა სიტუაციაა საქართველოში და რამდენად დაცულია მომხმარებელი, რომელიც აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ყიდულობს პოპულარული ბრენდის პროდუქტს და იხდის ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით საკმაოდ მაღალ ფასს.

ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მაღაზიის “Diesel”-ის მარკეტინგის მენეჯერს თამარ სააკაშვილს მივმართეთ. "მე ვერ მოგახსენებთ, რა სიტუაციაა ქართულ ბაზარზე. თბილისში არის მაღაზიები, რომლებიც “Diesel”-ის პატენტებს ყიდიან. საზღვარგარეთ ნამყოფი მომხმარებელი ვერ მოტყუვდება პატენტებით, ხოლო ვინც არაა საზღვარგარეთ ნამყოფი შეიძლება მოტყუვდეს. რაც შეეხება ჩვენს მაღაზიას, შარშან, ჩვენი დამფუძნებლები იყვნენ იტალიაში, სადაც გააფორმეს ოფიციალური ხელშეკრულებები “Diesel”-ის წარმომადგენლებთან", - განაცხადა თამარ სააკაშვილმა.

გარდა ამისა, დავინტერესდით, თუ რამდენად ხშირად ხდება მაღაზიაში კოლექციების განახლება, საიდან ხდება საქონლის იმპორტი და რა მოსდის წინა სეზონის კოლექციას. რადგან, საქართველოში დანერგილი პრაქტიკით, (ალბათ, ბევრ თქვენგანს შეუუმჩნევია) არარეალიზებული საქონელი შემდეგ სეზონზე ფასდაკლებების გარეშე იყიდება ხოლმე, ანუ ისევ მომხმარებელი ხდება მოტყუებული. “Diesel”-ში აგვიხსნეს, რომ მათ ქსელში არარეალიზებული საქონლის გაყიდვა აუცილებლად ფასდაკლებით ხორციელდება: ”ჩვენთან, კოლექციები უშუალოდ იტალიიდან ჩამოდის, შეიზლება თვითონ საქონელი სხვა ქვეყანაში იყოს შეკერილი, მაგალითად, თურქეთში, მაგრამ ჯერ იტალიაში იგზავნება, ხოლო შემდეგ, ჩვენ ჩამოგვაქვს. წელიწადში ორჯერ, მივდივართ იტალიაში, ვარჩევთ კოლექციებს, ხოლო შემდეგ, ეტაპობრივად ჩამოგვაქვს მაღაზიაში. ეს შეიძლება მოხდეს თვეში ერთხელ, ან ორ თვეში ერთხელ”.

რა თქმა უნდა, შევეხეთ ინტერნეტ-ვაჭრობის თემასაც და დავინტერესდით, თუ როგორ უწევს მათ კონკურენციას “Diesel”-ი. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ინტერნეტ-შოპინგს სულაც არ აღიქვამენ კონკურენტად, როგორც ქ-ბ თამარმა აღნიშნა, ინტერნეტში არც ისე იაფია “Diesel”-ის პროდუქცია და ამასთან, ძირითადად, მხოლოდ ძველი მოდელებია წარმოდგენლი, ისიც შეზღუდული რაოდენობით.

გარდა იმისა, თვალშისაცემია, რომ “Diesel”-ი აქტიური მარკეტინგული ღონისძიებებით არ გამოირჩევა. თუმცა, ასევე ცხადია,რომ რეალიზაციას არ უჩივიან, წინააღმდეგ შემთხვევაში არც ქსელს გააფართოვებდნენ. არც ისაა ახალი ამბავი, რომ როცა ცნობილ ბრენდს ყიდი, შეგიძლია მასიურ რეკლამებზე ფიქრით თავი არ აიტკიო. მაგრამ, ასევე “Diesel”-თან დაკავშირებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანალოგიური ტიპის მაღაზიებისაგან განსხვავებით, გრანდიოზული ფასდაკლებებით არ გამოირჩევა. ეს ფაქტი, იმით აგვიხსნეს, რომ საქონელს დაბალი მოგების მარჟას ადებენ და შესაბამისად, მომხმარებელს 20-40% ფარგლებში ფასდაკლებებს სთავაზობს. “თუმცა, ჩვენი მოხმარებლები ამითაც კმაყოფილები არიან” – ამბობს მარკეტინგის მენეჯერი. ”იმათ, ვისაც 70%-იანი ფასდაკლებები აქვთ, ალბათ მარჟა აქვთ ძალიან დიდი”.
ყველაზე საინტერესო, “Diesel”-ის მარკეტინგულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, ის არის, რომ მათ საკუთარი კლიენტთა ბაზა გააჩნიათ, რომლებზეც პირდაპირ მარკეტინგს ახორციელებენ და პირდაპირი კონტაქტი აქვთ მათთან.

საბოლოო ჯამში, ფაქტია, რომ “Diesel”-ს ნამდვილად არ აქვს ნდობის პრობლემა, განსაკუთრებით კი საზღვარგარეთ ნამყოფ მომხმარებლებში. საქართველოში საზღვარგარეთ ნამყოფი მომხმარებელი, ერთგვარად გასამართლებელი საბუთია. მათ იციან “ნაღდის” პატენტისგან გარჩევა. მაგრამ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ”საზღვარგარეთ ნამყოფი” საქართველოში შოპინგს თავს არიდებს, და ტანსაცმლის შეძენა საზღვარგარეთ ურჩევნიათ, რადგან გაცილებით იაფი უჯდებათ. ასევე, ბევრი მათგანი აღნიშნავს, რომ ერთი და იგივე ბრენდის საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოდგენილი კოლექციები აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. (რა თქმა უნდა ეს ყველა ბრენდს არ ეხება) მაგრამ, რა უნდა ვქანათ ჩვენ, ვისაც საზღვარგარეთ არ გვიშოპინგია? - მზად უნდა ვიყოთ, რომ რომელიმე მაღაზიაში პატენტს ისე შემგოვასაღებენ, რომ ხელიც კი არ აუკანკალდებათ.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48