ნანახია: 626
ამჟამად სტეისი სნაიდერი არის კომპანია Universal-ის საწარმოო განყოფილების თავმჯდომარე, ხოლო, ოდესღაც, 1982 წელს, მომავალში დიპლომირებულ სპეციალისტს, პენსილვანიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, გაფიქრებაც კი არ შეეძლო საკუთარი კარიერის ასეთ მნიშვნელოვან მიღწევებზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სტეისი ლოს-ანჯელესში გაემგზავრა, სადაც მმართველობის სკოლაში (UCLA) სწავლობდა. მან მიიღო იურიდიული ხარისხი, რის შემდეგაც წყებს მუშაობას სპეციალისტად თრიად Agency-ის საფოსტო განყოფილებაში. სწორედ აქედან იწყება მისი კარიერა. 1986 წლის დეკემბერში სტეისი კომპანია Warner Brothers-ის Guber-Peters Co.-ს განვითარების განყოფილების დირექტორი გახდა. ამ დროისთვის სტეისი 26 წლის დიპლომირებული, UCLA-ს იურიდიული სკოლის კურსდამთავრებული ჭკვიანი, ლამაზი და დიდი იმედების მომცემი ახალგაზრდა ქალი იყო. სნეიდერი კინოწარმოების შესანიშნავი მცოდნე და კარგი გემოვნების მქონე ადამიანად ითვლებოდა, მართალია ზოგი, განსაკუთრებით "თავდადებული" მეგობარი, თვლიდა, რომ მისი ასეთი სწრაფი წარმატება, მისი ქალური მიმზიდველობის "ბრალი" იყო, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. დიდი მნიშვნელობა მოცემულ მომენტში სტეისის პროფესიონალიზმს ჰქონდა. 1990 წელს სტეისი კომპანია Guber Peters Entertainment Company-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა. ორი წლის შემდეგ იგი საკმაოდ მაღალი რანგის ხელმძღვანელი გახდა. დაწინაურებასთან ერთად სტეისს მატება ოჯახშიც ჰქონდა - მას ორი ქალიშვილი შეეძინა. წარმატებული დედა შვილებთან ხანგრძლივად ყოფნას ვერ ახერხებდა და იხლიჩებოდა სახლსა და სამსახურს შორის. 1999 წლის ნოემბერში სტეისი კომპანია Universal-ის პრეზიდენტი გახდა. მის ვალდებულებებში მარკეტინგი, წარმოება და შიდა განაწილება შედის. დღესდღეობით მას სამართლიანად ეძახიან ყველაზე ძლიერ ქალს გართობის ინდუსტრიაში. სწორედ მას მიაწერენ კომპანია Universal-ის წარმოუდგენლად მაღალ შიდა და გარე საკასო შემოსავლებს. მისი ხელმძღვანელობით კომპანიას შემდეგი ფილმები აქვს გადაღებული - "მუმია" (შემოსავალი 400 მილიონი დოლარი), "ცხოვრება" (შემოსავალი თითქმის 100 მილიონი დოლარი), "სამყაროს დასასრული" არნოლდ შვარცნეგერის მონაწილეობით და კიდევ უამრავი ცნობილი ფილმი.
დიმა ლელაძე
|