
ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონის სახელწოდება შეიცვალა. თბილისის "დინამოს" საშინაო სტადიონს "დინამო არენა" ეწოდა.
სახელწოდების შეცვლამდე სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მთლიანად გამოიცვალა მოედნის საფარი და განათების სისტემა. შეგახსენებთ, რომ "დინამოს" საშინაო არენას ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის სახელი 1995 წელს ეწოდა.