არჩევნების გადასახადი - ახალი კომუნალური გადასახადი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : არჩევნების გადასახადი - ახალი კომუნალური გადასახადი
ნანახია: 250

არჩევნების გადასახადი - ახალი კომუნალური გადასახადითუ არ იყიდი შაქარს, ვერც პურს შეიძენ

თბილისის საკრებულომ მიმდინარე წლის 24 ივნისს დაამტკიცა მერიის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, დასუფთავების გადასახადი ელექტროენერგიის გადასახადს მიება. ახალი კანონის თანახმად, ყოველთვიურად თითოეულ ოჯახს ელექტროენერგიის თითოეულ მოხმარებულ კილოვატზე საშუალოდ 5 თეთრის გადახდა უწევს, დასუფთავების გადასახადის სახით. პარლამენტში კანონპროექტის შეტანის დღიდან მოყოლებული უამრავი ადამიანი ცდილობს ამოხსნას თავსატეხი - რა კავშირი არსებობს ნაგავსა და ელექტროენერგიას შორის, რატომ უნდა დაგიგროვდეს უფრო მეტი ნაგავი, რაც უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარ, თუმცა ამაოდ - მერიის ამ ინიციატივას ვერანაირი ლოგიკა ვერ ხსნის. საუბარი აღარაა იმაზე, ერთი კერძო კომპანიის მიერ პროდუქტის გაყიდვის მოცულობა, რა კავშირშია სრულიად განსხვავებული მომსახურებასთან, რომელსაც სახელმწიფო ყიდის.
მერიის არგუმენტია ის, რომ ახალი სისტემა გადასახადის გადახდის უფრო სამართლიანი პროპორციაა. ეს არგუმენტი რომ ტყუილზეა დაფუძნებული, ამის მტკიცება დროის ფუჭი კარგვაა. ზუსტად იგივე ლოგიკით, მერიამ მალე დასუფთავების გადასახადს ბუნებრივი აირის მოხმარების მაჩვენებელსაც მიაბამს. სანამ ეს მოხდება და სანამ დედაქალაქის მოსახლეობა ისევ უაპელაციოდ მიიღებს ამ ფაქტს, რამდენიმე საინტერესო დეტალზე გავამახვილოთ ყურადღება,
საქმე ისაა, რომ აღნიშნულ რეფორმამდე ცოტა ხნით ადრე კიდევ ერთი საინტერესო ცვლილება მოხდა, ელექტროენერგიის გადასახადს წყლის გადასახადი მიება - თუ არ გადაიხდი წყლის გადასახადს, შეგიწყდება ელექტროენერგიის მიწოდება. ზუსტად ამ ლოგიკით, თუ არ იყიდი შაქარს, ვერც პურს შეიძენ. თუ საქართველოში ბიზნესების გამსხვილება და მონოპოლიების მხარდაჭერა ამ ტემპით გაგრძელდა, ეს სცენარიც არ იქნება გამორიცხული. მანამდე დავსვათ კითხვა. რატომ ეთანხმება კერძო კომპანია თელასი საკუთარი პროდუქტის რეალიზაცია, ერთ შემთხვევაში სახელმწიფოს მომსახურების ფასს მიაბას, მეორე შემთხვევაში კი სხვა კერძო კომპანიის გაყიდვების დახვეწას. გენიალური მარკეტინგული ხერხია. ფაქტია, რომ მერია ძალიან კომფორტულად თანამშრომლობს რუსული სახელმწიფო კომპანიის რაო ესის შვილობილ კომპანიას თელასთან. საინტერესოა!
მეორე საკითხი, რომელიც დასუფთავების გადასახადს ეხება, უფრო საინტერსოა. თელასის ინფორმაციით, თბილისის მაცხოვრებლები ყოველწლიურად დაახლოებით 800-850 მილიონ კილოვატ ელექტროენერგიას მოიხმარენ. ამ მაჩვენებელზე დაყრდნობით, დასუფთავების გადასახადის ახალი სისტემის დამტკიცების შემდეგ, თბილისის მერია დასუფთავების მომსახურებიდან ყოველწლიურად 40- 42.5 მილიონ ლარს მიიღებს. თბილისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით კი, 2011 წლის პირველი 4 თვის მანძილზე მოსახლეობიდან დასუფთავების გადასახადზე გადახდილმა თანხამ მხოლოდ 7.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ძველი ტარიფის არსებობის შემთხვევაში, წლიური შემოსავალი, დაახლოებით, მხოლოდ 21.6 მილიონი ლარი იქნებოდა. ანუ, მერიის შემოსავალი დაახლოებით 2-ჯერ გაიზრდება.
საკითხავია, სად წავა ან წავიდა დედაქალაქის მოსახლეობის მიერ გადახდილი ზედმეტი 20 მილიონი ლარი. ჩვენ ამ გადასახადს დასუფთავების სისტემის ფუნქციონირებისთვის ვიხდით. თუ რაიმე მომსახურების ფასი 100%-ით იზრდება, ბუნებრივია, ამას ეკონომიკური საფუძველიც უნდა გააჩნდეს. ანუ, შეძენილი მომსახურება მინიმუმ ორჯერ უკეთესი უნდა იყოს.
დედაქალაქის დასუფთავების ხარისხი რომ არ ამაღლებულა, ამას ყველა კარგად ვხედავთ. არ გაზრდილა დასუფთავების სისტემაში დასაქმებულების ხელფასი, არ აშენებულა და არც არის საუბარი, ახალი, თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელის მოწყობაზე. დედაქალაქის შემოგარენში რამდენიმე ნაგავსაყრელია, გლდანში ნარჩენების დაწვის შედეგად ისევ იწამლება ხალხი, ხოლო ორხევში სასმელი წყალი ბინძურდება. იყო საუბარი ნორიოში ახალი ნაგავსაყრელის მოწყობაზე, ეს ნაგავსაყრელი უნდა ყოფილიყო ნარჩენების მიმღები და გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც უსაფრთხო იქნებოდა, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე გარემოსთვის. ქარხანა ევროპული სტანდარტებით იქნებოდა აშენებული და მას გამონაბოლქვიც კი არ ექნებოდა. თუმცა, ჯერჯერობით, ნარჩენებს აქაც მხოლოდ ფარი ფანტავს.
ერთი სიტყვით, ის გადასახადი, რომელსაც თითქოს დასუფთავებაში ვიხდით, დედაქალაქის მერიის სხვა სამსახურებში ნაწილდება. ამ სამსახურებს კი მომავალ წელს არჩევნები აქვს ჩასატარებელი.

ნათია ფიცხელაური


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48