პრეზიდენტის რეზიდენციაზე დახარჯული სახსრები გასაიდუმლოებულია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : პრეზიდენტის რეზიდენციაზე დახარჯული სახსრები გასაიდუმლოებულია
ნანახია: 1033

პრეზიდენტის რეზიდენციაზე დახარჯული სახსრები გასაიდუმლოებულია
ვითარება აშკარად არ შეესაბამება "დემოკრატიის ახალი ტალღის" კურსს


რაც უფრო ახლოვდება 9 აპრილი (ოპოზიციის მიერ დანიშნული აქცია), მით უფრო აქტიურდებიან როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები. ოპოზიციის ლიდერები ცდილობენ ხელისუფლებას ხალხში ისედაც დაქვეითებული რეიტინგი კიდევ უფრო დაუქვეითონ, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლები კი პირიქით, ცდილობენ მოიპოვონ ხალხის კეთილგანწყობა და შეამცირონ ოპოზიციის რეიტინგი, რათა 9 აპრილს ხალხი ქუჩაში არ გამოვიდეს.
თუმცა, პანდორას ყუთიდან მაკომპრომეტირებელი ინფორმაციების ნაკადი არ წყდება. პრესტიჟული ამერიკელი მასაჟისტის ისტორიას ავლაბრის რეზიდენციის თაობაზე ხმაურიანი განცხადებები უძღოდა წინ.
"კონსერვატიული პარტიის" წევრი გიგა ბუკია პრეზიდენტ სააკაშვილს ავლაბრის რეზიდენციის მშენებლობაში 500 მლნ. ლარის დახარჯვაში ამხელს. მისი თქმით, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი დაინტერესებულია ოპოზიციური პარტიების ფინანსური შემოსავლების გამჭვირვალობით, თავად მალავს ინფორმაციას ავლაბრის რეზიდენციის ფინანსური პარამეტრების შესახებ. წინა მოწვევის პარლამენტში ყოფნისას კონსერვატორების საპარლამენტო შეკითხვები ავლაბრის რეზიდენციასთან დაკავშირებით უპასუხოდ დარჩა.
ბუკიას ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრ ლაშა ჟვანიასგან მიიღეს ოფიციალური განცხადება, სადაც მინისტრი კონსერვატორებს კახა ბენდუქიძის მიერ შექმნილ შპს "სახელმწიფო უზრუნველყოფაზე" ამისამართებდა. გასულ კვირაში "კონსერვატიული პარტიის" ახალგაზრდული მოძრაობის მიერ ავლაბრის რეზიდენციის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ფოტო და ვიდეოგადაღება დაცვამ უხეშად აღკვეთა, რადგან დაცვის სამსახურის თანამშრომლების განცხადებით, რეზიდენციის გარე პერიმეტრზე ფოტო და ვიდეოგადაღება მიხეილ სააკაშვილის სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე აკრძალულია", _ აღნიშნა ბუკიამ. კონსერვატორები მიმართავენ პრეზიდენტს, საზოგადოებას გააცნოს ავლაბრის რეზიდენციის მშენებლობისთვის გაწეული ზუსტი ხარჯების რაოდენობა. აგრეთვე მიმართავენ შპს "სახელმწიფო უზრუნველყოფას", რათა მან მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია კონსერვატორებს და საზოგადოებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
შპს "სახელმწიფო უზრუნველყოფის" ხელმძღვანელის კახა თოდუას განცხადებით, ეს კანონით საიდუმლო ინფორმაციაა. მისივე თქმით, ამ ინფორმაციის გასაიდუმლოებას ითვალისწინებს კანონი საიდუმლო საქმეთა წარმოების შესახებ.
"ალია ჰოლდინგის" ადვოკატ პაატა კიკვიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობის დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია, სამართლებრივი თვალსაზრისით, არ შეიძლება წარმოადგენდეს სახელმწიფო საიდუმლოებას, რადგან პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნუსხა მხოლოდ და მხოლოდ სამთავრობო რეზიდენციების მშენებლობასთან დაკავშირებული ინფორმაციების სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევას და ასევე იმ ტექნიკური საშუალებებისა და მასალების შესახებ ინფორმაციას ითვალისწინებს, რომელიც გამოყენებულ იქნა ამ მშენებლობისას. "რაც შეეხება ფინანსურ დანახარჯებს, ამის თაობაზე ამ ნუსხაში საუბარი არ არის. აქედან გამომდინარე, ეს არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. თუკი ვინმემ განმარტა, რომ ეს არის სახელმწიფო საიდუმლოება, ალბათ, ინტერპრეტაცია მისცა ამ ნორმას. ანუ, იმ ნუსხაში, სადაც მითითებულია, რომ სამთავრობო რეზიდენციების მშენებლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია არის სახელმწიფო საიდუმლოება, შესაძლოა, ამ განმარტებას მიმცემმა მას ფართო გაგება მისცა და მოიაზრა ფინანსური დანახარჯებიც. ეს, ჩემი აზრით, არ არის მართებული, რადგან ამ ნორმაში საუბარია წმინდა სამშენებლო კუთხით და არა ფინანსურ დანახარჯებზე. იმ ელემენტარული მიზეზების გამო, რომ ეს არის საბიუჯეტო სახსრები, ეს ისედაც საჯარო ინფორმაციაა. ასე რომ, ამ ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოების რანგში აყვანა არ შეესაბამება თვითონ ბიუჯეტის შესახებ კანონის მოთხოვნას", - აცხადებს პაატა კიკვიძე.
კონსერვატორები აკეთებენ აგრეთვე განცხადებას, რომ შპს "სახელმწიფო უზრუნველყოფა" კახა ბენდუქიძის მიერ შექმნილი საწარმოა. კახა თოდუა ამ ინფორმაციასაც უარყოფს და ამბობს, რომ ეს არის სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომპანია და კახა ბენდუქიძეს ამ კომპანიაში არავითარი ინტერესი არ აქვს.
კონსერვატორ გიგა ბუკიას განცხადებით კი - "როცა კახა ბენდუქიძე ეკონომიკის მინისტრი იყო, მაშინ შეიქმნა ეს კომპანია და ის რომ ლობირებდა ამ კომპანიის შექმნას, მათ ამასთან დაკავშირებით ოფიციალური დოკუმენტები გააჩნიათ. საზოგადოებას ისიც კარგად ახსოვს, რას ამბობდა ბენდუქიძე, როცა ამ კომპანიას ქმნიდა. ყველა გაყიდვა, შესყიდვა და სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული გარიგება ამ შპს მეშვეობით ხდებოდა. ეკონომიას მოგვცემს 20%-სო, ამბობდა ბენდუქიძე, მაგრამ რეალურად რაში სჭირდებოდა, კარგად ვხედავთ. შესაძლოა, ბენდუქიძე ოფიციალურად არ არის ამ კომპანიის წილში, მაგრამ ის, რომ სახელმწიფო ქონების განკარგვაში კარგად იყო ჩახედული, რბილად რომ ვთქვათ, და მის ინტერესებზე არ დავიწყოთ ლაპარაკი, ესეც ყველასათვის ცნობილია. მიუხედავად იმისა, რომ კახა ბენდუქიძე ეკონომიკის მინისტრი აღარ არის, დარწმუნებული ვარ, მაინც ბენდუქიძე აკონტროლებს თავიდან ბოლომდე ამ კომპანიის მოღვაწეობას, რადგან ამ შპს-ში აბსოლუტურად ყველა ბენდუქიძის დანიშნულია.
"ამათ ასევე ჰქონდათ გასაიდუმლოებული მერიის ხარჯები. გახსოვთ, ალბათ, კონტროლის პალატისა და მერიის საქმე. მოგვწერონ ეს წერილი და გვითხრან კონკრეტულად, რატომაა საიდუმლო. მერე შევუტან სასამართლოში საჩივარს და მოვახსნევინებ ამ პრობლემას, მაგრამ რატომ არ გვწერენ? ჩვენ 4 წელია პასუხს ვითხოვთ და თუ საიდუმლოა, გვითხრან ოფიციალურად. საიდუმლო საქმეთა წარმოების შესახებ კანონი კარგად ვიცი და იქ შეიძლება გრიფით საიდუმლო დაადო იმ საკითხებს, თუ რა იქნა შესყიდული, ანუ დაცვით სისტემებთან დაკავშირებით, მაგრამ მთლიანად რა დაჯდა მშენებლობა, ამის გასაიდუმლოება არ შეიძლება. პენტაგონი ამბობს, რა ხარჯები აქვს საერთო ჯამში და სააკაშვილის რეზიდენცია პენტაგონზე მეტად საიდუმლოა?", - ამბობს გიგა ბუკია.
რატომ უნდა იყოს გასაიდუმლოებული პრეზიდენტის რეზიდენციაზე დახარჯული ფინანსების რაოდენობა, გაუგებარია. ამას არ ითხოვს არც ერთი კანონი და ასე არ არის არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ დაცვით სისტემებს და სხვა ამდაგვარს. მაგრამ ერთი ფაქტია, ვერც შპს "სახელმწიფო უზრუნველყოფიდან", ვერც ფინანსთა სამინისტროდან, ვერც ეკონომიკის სამინისტროდან და ვერც პრეზიდენტის პრეს-სამსახურიდან ავლაბრის რეზიდენციის მშენებლობის ხარჯებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ. მათ კითხვებს თავი აარიდეს.

გოგა აბრამიშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48