,,ქართული ოცნება” ქართული საზოგადოების, გულისთქმას ეხმიანება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ,,ქართული ოცნება” ქართული საზოგადოების, გულისთქმას ეხმიანება
ნანახია: 337

,,ქართული ოცნება”   ქართული საზოგადოების, გულისთქმას ეხმიანებაბიძინა ივანიშვილი ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას _ „ქართული ოცნება“ აფუძნებს. ბიზნესმენის პრესსამდივნოს ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ პრეზენტაცია 25 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში იგეგმება. საზოგადოებრივ მოძრაობას თავად ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. რატომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბება და რა მიზანს ისახავს “ქართული ოცნება” – ამ კითხვებით “მედიანიუსმა” ბიზნესმენის მრჩეველთა საბჭოს წევრს, პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს მიმართა.
дикоросы
_ ამ მოძრაობის მიზანია, გამოკვეთოს ის ამოცანები და მიზნები, რითაც პოლიტიკურ სარბიელზე ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა. გარდა ამისა, მოძრაობის მიზანია საზოგადოებას ივანიშვილის მიზანდსახულობა გააცნოს. რამდენადაც, ყველაზე კარგი საშუალება ამისთვის არის ფართო საზოგადოების გაერთიანება თანამოაზრეობის პრინციპით, ამ ეტაპზე საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბება მიზანშეწონილად ჩაითვალა, თავი რომ დავანებოთ იმ შემაფერხებელ გარემოებებს, რასაც ხელისუფლება ივანიშვილს უქმნის იმისთვის, რომ სრულფასოვნად ჩაებას ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. საზოგადოებრივი მოძრაობა ყველაზე კარგი საშუალებაა ამ ქვეყნის უკეთესი მომავლის რწმენით გაერთიანებული ადამიანების თავშეყრისთვის და სწორედ ამიტომ გადაწყდა საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა. “ქართული ოცნება” 25 ნოემბერს დაფუძნდება და ბევრი რამ სწორედ ამ დღეს გაირკვევა.

_ ბატონო ვაჟა, რა კუთხით გეგმავს ივანიშვილის მოძრაობა საქმიანობას და საზოგადოების რომელ წრეებს დაეყრდნობა “ქართული ოცნება”:

_ამ მოძრაობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ჩვენთვის საზოგადოების გრადაცია არ არსებობს. ქართული საზოგადოება ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრეების და თვითონ ბიზნესმენის მიერაც აღიქმება როგორც ერთი მთლიანობა. მოძრაობისთვის არ არსებობს გარკვეული ჯგუფები, ანუ სოციუმი სეგმენტებად დაყოფილი არ არის. ყველა ადამიანი, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს უფრო სწრაფად, მიზანმიმართულად და გონივრულად, უნდა გაერთიანდეს ივანიშვილის და მისი თანამოაზრეების ირგვლივ. რა თქმა უნდა, ივანიშვილს დიდი იმედი აქვს, რომ სამოქალაქო საზოგადოება, საზოგადოების აქტიური და ჯანსაღი ნაწილი თავგამოდებით და გულისხმიერებით მოეკიდება ახალი ძალის გამოჩენას იმ არენაზე, რომელსაც ბოლო დროს ჟანგი მოერია და ქმედუუნარო გახდა.

_საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბება ხომ არ გამოიწვია იმ ფაქტორმა, რომ ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გამო პარტიის დაფუძნებას ვერ ახერხებს და იმ შემთხვევაში, თუ იგი პოლიტიკური ძალის შექმნას შეძლებს, დადგება თუ არა მოძრაობის საქმიანობის აუცილებლობა კითხვის ქვეშ?

მოძრაობა “ქართული ოცნება” ჩამოყალიბების პროცესშია, ამიტომ ამ ეტაპზე რაიმე შორს მიმავალი და ხანგრძლივ ისტორიულ პერსპექტივაზე გათვლილი სქმები არ არსებობს. მე ვიცი მხოლოდ ის, რომ ეს მოძრაობა იქნება ფართო, მოიცავს მოსახლეობის ყველა ფენას და არ შემოიფარგლება კონკრეტული ეტაპით. მე ვფიქრობ, რომ ეს მოძრაობა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც გააგრძელებს არსებობს და იქნება საზოგადოებაში არსებული პოზიტიური ტენდენციების აქტიური მხარდამჭერი.

_ პირადად თქვენ და ივანიშვილის სხვა თანამოაზრეები, მათ შორის მრჩეველთა საბჭოს წევრები, თუ ჩაერთვებით მოძრაობის საქმიანობაში?

_ მე პირადად უეჭველად ვიქნები მოძრაობის წევრი. სხვა მრჩევლებთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს სხვა წარმომადგენლებიც იქნებიან “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერები

http://medianews.ge


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48