როგორ მოახდენს ივანიშვილი სააკაშვილის იმპიჩმენტს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : როგორ მოახდენს ივანიშვილი სააკაშვილის იმპიჩმენტს
ნანახია: 326

როგორ მოახდენს ივანიშვილი სააკაშვილის იმპიჩმენტსბიძინა ივანიშვილის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობის შესახებ საჯარო განცხადებებს, კიდევ ერთი ახალი პოლიტიკური პირობაც დაემატა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ივანიშვილის გუნდი მზადაა საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადააყენოს.
მოქმედ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა 2013 წლის ოქტომბერში ეწურება.
ახალი საპარლამენტო უმრალესობისა და მოქმედი კანონდებლობის შემთხვევაში, პრეზიდენტის იმპიჩმენტი რეალურია, თუმცა პრეზიდენტის გადაყენებისთვის ახალ საპარლამენტო უმრავლესობას ჯერ უზენაესი სასამართლოს თავმჯომარის გადაყენება მოუწევს.
კონსტიტუციის თანახმად, იმპიჩმენტით პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. იმპიჩმენტის საკითხის დასმის ლეგიტიმურობის საკითხს განიხილავს სასამართლო ხელისუფლების ორი რგოლი – საკონსტიტუციო ან უზენაესი სასამართლო. კერძოდ, თუკი საკითხი ეხება პრეზიდენტის ბრალეულობას კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე, იმპიჩმენტს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო, ხოლო თუკი პრეზიდენტს ბრალად ედება სახელმწიფო ღალატი, ასევე სისხლის სამართლის სხვა დანაშაული, საქმეს იხილავს უზენაესი სასამართლო.
თუ უზენაესმა სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა პრეზიდენტის ქმედობაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა ან საკონსტიტუციო სასამართლომ – კონსტიტუციის დარღვევა, დასკვნის განხილვის შემდეგ, პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას, რომ კენჭისყრაზე დაისვას იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის გადაყენების საკითხი, ხოლო ამის შემდეგ, თუკი გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი, პრეზიდენტი გადაყენებულად ჩაითვლება. კანონი უშვებს იმასაც, რომ იმპიჩმენტის წერილობითი მოთხოვნა, შესაძლებელია, ერთდროულად გადაეცეს, როგორც საკონსტიტუციო, ასევე უზენაეს სასამართლოსაც.
თუკი ახალი საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განსახილველად შეიტანს საკონსტიტუციო სასამართლოში, ამ შემთხვევაში, საკითხის განხილვა, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, რადგანაც არ არსებობს ბერკეტი, რითაც ამ სასამართლოს შემადგენლობა, შესაბამისად, მათი გადაწყვეტილება იქნებოდა სასურველი.
კერძოდ, დღესაც და 2012 წლისთვისაც, ჩვენ გვეყოლება საკონსტიტუციო სასამართლოს ის შემადგენლობა, რომლის ცხრა წევრიანი კოლეგია პრეზიდენტის მიერ დანიშნული სამ წევრით, პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედით არჩეული სამი და ასევე უზენაესი სასამართლოს მიერ დანიშნული სამი წევრისგან შედგება. იმპიჩმენტის საკითხზე, საკონსტიტუციო სასამართლოსგან დასკვნის მომზადებაც უშედეგო იქნება იმ შემთხვევაშიც, თუკი ახალი პარლამენტი თავისი კვოტით არჩეული წევრებს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, რადგანაც კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.
ახალ საპარლამენტო უმრავლესობას უფრო მეტი შედეგის მიღწევა შეუძლია, თუკი სხვა სამართლებრივ მიმართულებას აირჩევს. კერძოდ, მიმართავს უზენაეს სასამართლოს, მაგრამ იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოსგან პრეზიდენტის იმპიჩმენტზე მომზადებული დასკვნა დღევანდელ ვითარებაში ჩაითვალოს, როგორც პოლიტიკური გავლენისაგან მთლიანად თავისუფალი, საპარლამენტო უმრალესობას ასევე, იმპიჩმენტის წესით, მოუწევს უზენაესი სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება. ეს შესაძლებელია, თუმცა ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია უზენაესი სასამართლოს პლენუმის პოზიცია, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხზე ამზადებს დასკვნას და შემდეგ უგზვანის პარლამენტს. პლენუმის მსჯელობაში არ მონაწილეობს მოქმედი თავმჯდომარე. მხოლოდ ამის შემდეგაა უფლებამოსილი პარლამენტი, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, თანამდებობიდან გადააყენოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
`იმპიჩმენტის შესახებ” კანონში არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც. კერძოდ, თუ თანამდებობის პირი, ვისი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხი არის აღძრული, გადადგა ან გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, მაშინ ამ პირის მიმართ წყდება იმპიჩმენტის პროცედურა.
დღევანდელი პოლიტიკური პროცესების ლოგიკიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ ვიდრე ახალი საპარლამენტო უმრალესობა მოქმედი უზენაესი სასამართლო თავმჯდომარის იმპიჩმენტს დააყენებდეს, შეიძლება მოქმედი თავმჯდომარე გადადგეს, ხოლო ხელისუფლებამ არსებული პარლამეტის პირობებში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ისეთი ახალი კანდიდატურა შემოგვთავაზოს, რომელიც მისაღები იქნება კრიტიკული საზოგადოებისთვისაც, ხოლო მისი იმპიჩმენტის საკითხის დაყენება, სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებული.
არის იმპიჩმენტის დაყენების გამომრიცხველი სხვა გარემოებაც. კერძოდ, დაუშვებელია პრეზიდენტისთვის წარდგენილი ბრალდების პარლამენტში განხილვა და გადაწყვეტილების მიღება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის ან ომის დროს. თუკი იმპიჩმენტის საკითხზე მიღებულ დასკვნაზე, 30 დღის ვადაში, პარლამენტმა არ მიიღო გადაწყვეტილება, საკითხი მოხსნილად ითვლება და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, დაუშვებელია იმავე ბრალდების წარდგენა.
LiDa
არჩილ კაიკაციშვილი
იურისტი

http://www.epn.ge/?p=85775


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48