უფასო სასადილოების მომხმარებელთა რაოდენობა 50%-ით გაიზარდაлида с карнитиномთბილისის უფასო სასადილოების მომხმარებლის რაოდენობა ბოლო 2 წლის განმავლობაში 9 ათასიდან 13 ათასამდე გაიზარდა.
თბილისში 36 უფასო სასადილო მოქმედებს და ყველა მათგანში ყოველდღიურად 13 651 ადამიანი იღებს სადილს.
დედაქალაქის ბიუჯეტიდან სასადილოებზე 5 731 844 ლარია გამოყოფილი, ანუ დღიურად ერთ ბენეფიციარზე თბილისის მთავრობა 1,15ლარს ხარჯავს.
ბენეფიციარს უფლება აქვს ისარგებლოს სასადილოს მომსახურებით ყოველდღიურად, დღეში ერთხელ. რაციონი შეადგენს მინიმუმ 900 კილო კალორიას, რომელიც დადგენილია კვების ინსტიტუტის მიერ.