გამოვლენიზაციიდან გამომშვიდობებამდე » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : გამოვლენიზაციიდან გამომშვიდობებამდე
ნანახია: 880

გამოვლენიზაციიდან გამომშვიდობებამდეგანვითარებული მოვლენებმა, დროებით დადუმებული რიგითი მოქალაქეებიც კი გამოიყვანა პოლიტიკურ ასპარეზზე, რედაქციაში უამრავი წერილი შემოვიდა, ძალიან ბევრი ადამიანი აფიქსირებს თავის აზრს ამა თუ იმ საკითხის შესახებ. გთავაზობთ ერთ-ერთ წერილს, რომელიც ჩვენთვის უცნობი საშუალოხნის მამაკაცისაგან მივიღეთ.
эффективные таблетки для похудения

გამოვლენიზაცია(ლუსტრაცია) - სწორედ ესე შეიძლება შეფასდეს ამ ბოლო დროს მიმდინარე ციებ-ცხელება პოლიტიკურ პროცესებში.
,,კოკასა შიგან რაც არის, იგივე გადმოდინდების“, ჯერ კიდევ XII საუკუნეში გვითხრა დიდმა შოთა რუსთაველმა და მართლაც, რომ კოკიდან წყლის გადმოდინების პროცესი მიმდინარეობს ყველგან, ყველა სფეროში.
თითქოს ახალი არაფერი თქმულა ისედაც ყველამ იცოდა ვინ იყვნენ:
ჯიბის ექსპერტები და ექსპერტები;
პოლიტიკანები და პოლიტიკოსები;
მუქთა ფულებით დაბრმავებულები და არანაკლებ ფულიანები (ხშირ შემთხვევაში), მაგრამ სამშობლოს სამსახურში ყოფნის მსურველნი;
თანამდებობების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე წამსვლელნი და სკამებზე ღრმად ფესვებ გადგმულებთან მებრძოლნი;
ქრისტიან-დემოკრატებმა რომ ე.წ. პოლიტ პარტია ორ კვირაში შექმნეს, ოფიციალურად დაფუძნებიდან რამდენიმე დღეში ყველა რეგიონსა თუ დიდ ქალაქში წარმომადგენლობები/ოფისები გახსნეს, არ დავიწყებია ჯერ ხალხს და ეს რომ მხოლოდ სასწაულმოქმედ პირებს შეუძლიათ და არა ე.წ. პოლიტიკოსებს, ესეც ისედაც კარგად ვიცით.
არავის აქვს ილუზია, რომ ახალი პოლიტიკური ძალა (ბ-ნი ბიძინას ხელმძღვანელობით) უფრთო ანგელოზებით იქნება დაკომპლექტებული და ერთ ორ ან სამ წელიწადში საქართველოს და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ხალხს სიდუხჭირიდან ამოიყვანს, უკლებლივ ყველას დაასაქმებს და ყველას ერთად ბედნიერებისაგან ცაში ააფრენს, მაგრამ ის რომ ამ ხელისუფლებამ (ბ-ნი მიშას ხელმძღვანელობით) თავის თავი დიდი ხანია ამოწურა ეს საზოგადოებისთვის არახალია.
ვინ თუ არა ეგ, ვის თუ არა მათ.
ამგვარი დამოკიდებულება ჰქონდა საზოგადოებას არჩევნებში ხმის მიცემასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე;
სტანდარტული დიალოგები არჩენვების წინ:
- კარგი რა აბა ვის მივცე ხმა?
- ხო მაგრამ ხო ხედავ უარესობისკენ მიდის ქვეყანა
- მირჩევნია უარესობისკენ მიდიოდეს, ვიდრე უფსკრულისკენ მივექანებოდეთ
- ასეთი ტემპით თუ გაგრძელდა (ნატოსა და ევროკავშირზე რა მოგახსენო) მაგრამ უფსკრულში კი მალე შევალთ (უფრო ჩავალთ/ჩავვარდებით)
- კარგი რაააა, ჯონდის მივცე ხმა? შალვას? გაჩეჩილაძეებს? ძველი ბიჭები მინდა მე ეხლა ისევ?
- ხო მაგრამ გადავირჩიოთ ეს მთავრობა და მერე ვნახოთ რა იქნება
- არა არა, მირჩევნია ვიცოდე რომ ნელ-ნელა და სტაბილურად მივდივართ უკან-უკან, შეჩვეული ვარ უკვე.

დღევანდელი დიალოგები:
- რამე ხოარაა ახალი ბიძინაზე?
- ჯერ-ჯერობით არაფერი, პირდაპირი ეთერი იქნებაო და დაველოდოთ
- ხო ეგ მეც გავიგე, ხო მოუსმინე საქართველოს მოქალაქეობა ჩამოურთმევიათ,
- ხო მოვუსმინე. ბიძნას ბიჭის მეგობარი დაუჭერიათ, კლიპის გადაღებაში ვინც დაეხმარა, მარა თქვეს ფულის გადახდის შემდეგ (გირაოთი) გამოუშვესო
- ჯერ სად ვართ, ეხლა იწყება ყველაფერი, ეგენი ყველაფერზე წამსვლელები არიან
- ხო, მართალი ხარ, ისე მთავრობა რო განცხადებებს არ აკეთებს, ჩარგული აქვთ თავები მიწაში სირაქლემასავით!
- რა უნდა თქვან? გვაცადეთ ცოტა ხანი ბარგს ვალაგებთო? თუ საბანკო ანგარიშებიდან თანხის მოხსნას ცოტა დრო უნდა, გამოვიტანთ და მივდივართო?
- ხო მართალი ხარ, რავიცი, რავიცი.

დიალოგები, როგოც წესი უფრო ხანგრძლივია და ძალიან ბევრ დეტალზე საუბარს ეთმობა, მაგრამ ამის დაწერით დროს აღარ დავხარჯავ.

არ ვეკუთვნი არცერთ პოლიტ პარტიას, მაგრამ როგორც ერთ რიგით მოქალაქეს ამ ქვეყნისა მეც გამაჩნია საკუთარი აზრი, რაც შემდეგში მდგომარეობს:


პრესაში ვკითხულობთ - ხათუნა ოჩაური (ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი სახე) ივანიშვილს ურჩევს ჭორვილას გასცდეს;

ხათუნა ოჩაურის აზრს (თავად განსაჯეთ იგი პოლიტიკოსთა ჯგუფს მიეკუთვნება თუ პოლიტიკანების) ვინ უსმენს? - ეს ის ხათუნაა 27 მაისს ხმამაღლა რომ აცხადებდა რაც გუშინ ჩაიდინეს სამართალდამცველებმა აუცილებელი ქმედება იყოო. (აბა თავისი შვილი მდგარიყო იმ აქციაზე მერე ვნახავიდთ მის ჭიკჭიკს). რობერტ სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლება კი მის ,,უნაყოფო წლებს“ დაუკავშირა. (მისმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ცარიელი სივრცის შევსებამ/სკამზე ჯდომამ და პულტებზე ხელის დაჭერამ ხომ ძალიან დიდი ნაყოფი გამოისხა!)

რას აცხადებს გურამ ჩახვაძე: ივანიშვილი ჩვენ პოლიტიკური კურსის გამო დაგვიპირისპირდა;

გურამ ჩახვაძე, გურამ ჩახვაძე, რაღაც მეცნობა ეს სახლი და გვარი; ხოო, გამახსენდა, პრეზიდენტი რომ სტუმრობდა პარლამენტს და ბ-მა გურამმა რომ იძახა კორუმპირებული მთავრობა გვყავსო და მერე სულ ,,ბოდიშები“ უხადა მიშას, არა როგორ გეკადრებათ თქვენზე არ მიგულისხმიაო (ეს ის არ არის რაც თქვენ გეგონათო!)

ტელეკომპანია ,,იმედის“ ( უფრო სწორად მთავრობის იმედის) არხზე გადაცემა ,,სპეციალური რეპორტაჟი“ ივანიშვილს მიუძღვნეს, ხან ერთ მხირადნ აკრიტიკებდნენ ხანაც მეორე. იძახოს ეხლა (ხელისუფლების) ,,იმედმა“ ბიძინა საშინელი, კორუმპირებული კაციაო. ეს ის ლაშა არაა ჩვეული სერიოზულობით რომ გვარწმუნებდა ომი დაიწყო, რუსის ჯარისკაცები კარს მოგვადგნენ და თავს უშველეთო (მოდელირებული ქრონიკა). ამის შემდეგ როგორ უნდა დაუჯეროს ადამიანმა ამ გადაცემას !

მოვიდა დრო სიმართლის ხმამაღლა თქმის, ქვეყნის საკეთილდღეოდ მოქმედების;

ძვირფასო ჯიბის ექსპერტებო, პოლიტიკანებო, ხალხის ხარჯზე გამდიდრებულო ჩინოვნიკებო, თქვენ შეიძლება შეეწინააღმდეგოთ ყველას და ყველფაერს, მაგრამ ბუნების ძალას ვერაფერს უზამთ. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული.

თუკი სარკეში ჩაიხედავთ და საკუთარ თავს კითხავთ რით განსხვავებით მამალაძისგან, აბაშიძისგან, შევარდნაძისგან და სხვა 2003 წლისთვის ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებულებისაგან? პასუხს მალევე გაიგებთ - არაფრით!

თქვენ ხომ ხალხის არ გჯერათ და შინაგან ხმას მაინც დაუჯერეთ და წადით, წადით, წადით.

რატომ?

იმიტომ რომ, აღარ მინდა საცდელი კოჭი ვიყო - თქვენს მიერ შეკვეთილი ,,მოდელირებული ქრონიკა“;
აღარ მინდა ომში ათეულობით ახალგაზრდა დაიღუპოს, ტერიტორიები დავკარგოთ, უცხო ქვეყნის ჯარმა კიდევ უფრო კარგად მოიკიდოს ფეხი ჩემს მიწაზე და გაბრწყინებული თვალებით იძახოთ თუ როგორ მოვიგეთ ომი;
აღარ მინდა მესმოდეს ჭორები როგორ უვარდებით პატრიარქსს და სთხოვთ გადადგომას და წინააღმდეგ შემთხვევაში მოწამვლით ემუქრებით;
აღარ მინდა ვიყო დევნილი და არავითარი გეგმა არსებობდეს ქვეყნის დეოკუპაციის, საკუთარ სახლებიდან გამოყრილი ხალხის დაბრუნების თავიანთ კუთხეში;
აღარ მინდა ვიყო სტუდენტი და არცერთი თეთრი იხარჯებოდეს სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
აღარ მიდნა ვიყო სოციალურად დაუცველი და სამრცხვინო პენსიას ვიღებდე;
თუკი სამარშუტო ტაქსი 60 %-ით გაძვირდა (50 დან 80 თეთრი გახდა);
თუკი პური 40%-ით და უფრო მეტად გაძვირდა (40-50 თეთრიანი პური 70-80 ღირს);
თუკი ხორცის, კვერცხის ფასი გაორმაგდა;
კარაქსა და თაფლზე და სხვა ბევრ პროდუქტზე აღარ ვსაუბრობ;
რა ვჭამოთ, რითი ვიყიდოთ, როგორ ვიარსებოთ ?!
თქვენი შვილები ხომ იღებენ ყოველდღე შესაბამის/საჭირო კალორიებს?
ხომ სწავლობენ ევროპისა თუ ამერიკის წამყვან უნვიერსიტეტებში? (მამიკოს ფულებით)
ხომ გყავთ 2011 წლის მოდელის ჯიპები?
ხომ გაქვთ საბანკო ანგარიშებზე ასეულობით ათასი ერთეული თანხა? (სხვადასხვა ვალუტაში, ძირითადა ევროსა და ფუნტი სტერლინგში)
ხომ ჩაუკეტეთ ყველანაირი გზა მცირე და საშუალო ბიზნესს და მონოპოლიას ფლობთ ყველა სფეროში ბაზარზე?
ხომ გაქვთ უზრუნველყოფილი ცხოვრება გარანტირებული?
გილოცავთ, თქვენ ამ ყველაფრისთვის 8 წელიც კი არ დაგჭირდათ!
შემდეგი 8 წელი ვეღარ გავძლებთ, მოგვეცით ხალხს საშუალება ვიარსებოთ!
თქვენ საკუთარი თავი უკვე გამოავლინეთ - გამოვლენიზაცია დასრულებულია, გამომშვიდობების დროა !
ნახვამდის მიშა, გიგა, გიგი, ვანო. . . . . . . . .
გმადლობთ, რომ მოგვეცით საშუალება რომ ვიარსებოთ.


პატივისცემით,

საქართველოს რიგითი მოქალაქე - არასტუდენტი, არადევნილი, ”კარენოი თბილისელი”, დასაქმებული კერძო სექტორში, ანაზღაურება 1200 ლარი (ხელზე).


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48