”ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნა გარდუვალია” » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ”ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნა გარდუვალია”
ნანახია: 564

”ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნა გარდუვალია” ”ბიძინა ივანიშვილი უკვე გამარჯვებულია”
lusero
ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრთან, პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან, რომელსაც ”ბ&ფ”-მ ჟურნალ ”ტაბულას” რედაქტორის, ქალბატონ თამარ ჩერგოლეიშვილის წერილის კომენტირება სთხოვა

- ბატონო ვაჟა, თუ გაეცანით ქალბატონ თამარ ჩერგოლეიშვილის წერილს და როგორ შეაფასებთ იქ გამოთქმულ მოსაზრებებს?
- მოკლედ, NO COMMENT! -
- მაინც, იქნებ გავცდეთ ამ ლაკონურ ფრაზას და გაუკეთოთ კომენტარი ამ საკმაოდ ვრცელ წერილს.
- ქალბატონი თამარი შესანიშნავი ინტელექტუალია, თუმცა მისი შეხედულებები ხშირად, სამწუხაროდ, მოკლებულია ლოგიკას და ირაციონალურის მრუდე სარკეში ასახვას უფრო წარმოადგენს, ვიდრე სიტუაციის ობიექტურ ანალიზს. ამიტომ, ძნელია იქ გამოთქმულ საკმაოდ ხისტ, ხშირად აშკარად შეურაცხმყოფელ მოსაზრებებზე ადეკვატური მსჯელობა.
- თქვენ, ვგონებ, გევალებათ კიდეც მასთან პოლემიკაში ჩაბმა, როგორც მრჩეველთა საბჭოს წევრს.
- ასეთი ვალდებულება, მრჩეველთა საბჭოს წევრობიდან გამომდინარე, არ არსებობს. მრჩეველთა საბჭო პარტიული სტრუქტურა არ გახლავთ, ხოლო მე არ ვარ პარტიული ფუნქციონერი. მე და ჩემი კოლეგები ვართ ბატონი ბიძინას მრჩევლები და პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბების შემდეგ, თითოეული ჩვენგანი გადაწყვეტს, გახდეს თუ არა პარტიის წევრი. რაც შეეხება თანამოაზრეობას, ვარ, და დიდ პატივად მიმაჩნია ბატონი ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრეობა და მის დიდ და საპასუხისმგებლო ეროვნულ საქმეში მცირედი წვლილის შეტანა. ბუნებრივია, მიუხედავად ამდაგვარი ნიუანსებისა, საჭიროების შემთხვევაში, დიდი ხალისით ჩავებმები, როგორც ბიძინა ივანიშვილის გუნდის წარმომადგენელი, პოლემიკაში ნებისმიერ ოპონენტთან, რადგან, მივიჩნევ, რომ ეს კაცი დიდი სასიკეთო საქმის სათავესთან დგას და ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება.
- ვიდრე მივუბრუნდებოდეთ თამარ ჩერგოლეიშვილის წერილს, იქნებ,უფრო ზუსტად განმარტოთ, რას წარმოადგენს მრჩეველთა საბჭო, ვინ არიან მისი წევრები, როგორ ხდება მისი დაკომპლექტება, რა კრიტერიუმების საფუძველზე?
- მრჩეველთა საბჭო სათათბირო, საკონსულტაციო ორგანოა. მას აკომპლექტებს თავად ბატონი ბიძინა, თუმცა, ამ პროცესში მისი გუნდის წევრებიც იღებენ აქტიურ მონაწილეობას, რადგან ივანიშვილის მუშაობის სტილისთვის დამახასიათებელია კოლეგიალურობა, ყველას მოსმენა და ყველა ლოგიკური და გონივრული აზრის გათვალისწინება. კანდიდატურის დაყენება ყველას შეუძლია, ასევე ყველას შეუძლია მოსაზრების გამოთქმაც საბჭოს წევრობის კანდიდატზე. მთავარი კრიტერიუმებია კომპეტენტურობა, პროფესიონალიზმი, ორიგინალური ხედვა პრობლემების და პროცესების არსში საფუძვლიანი წვდომა. ეს არ არის მკაფიოდ სტრუქტურირებული ორგანო და სადღეისოდ არც ბოლომდეა დაკომპლექტებული. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ყველა ღირსეულ კანდიდატს, ვინც იზიარებს ივანიშვილის ხედვებს და მიზნებს, შეუძლია გახდეს ამ საბჭოს წევრი.
- პირადად თქვენ როგორ მოხვდით საბჭოში?
- ბატონ ბიძინას თანამოაზრეების რეკომენდაციით, მათ შორის, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბიდან, რომლის წევრიც მე ვარ. თუ ზუსტი ინფორმაცია მაქვს, კონკრეტულად ჩემი კანდიდატურა დააყენა ქალბატონმა ეკა ბესელიამ, რომელთანაც მაქვს პატივი ვმეგობრობდე და რომელსაც დიდ პატივს ვცემ უნიჭიერეს იურისტს და უაღრესად პერსპექტიულ პოლიტიკოსს. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად არაკეთილმოსურნე პიროვნებათა მხრიდან საბჭოს დაუსაბუთებელი და დაუმსახურებელი კრიტიკისა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ საბჭო შედგება დიდი ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე გონიერი ინტელექტუალებისგან და მოხარული ვარ, რომ მათთან ერთად მიხდება მუშაობა.
- იქნებ მაინც გამოთქვათ ქალბატონ ჩერგოლეიშვილის წერილზე თქვენი მოსაზრება.
- აბა, რა გითხრათ. როცა ის ქართული პოლიტიკური კულტურის დაბალ ხარისხზე მიუთითებს, იქნებ ესეც ბიძინა ივანიშვილის ბრალია და არა იმ ადამიანების, რომლებიც ბოლო ათი წელია დომინირებენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რომელთა შორის ქალბატონ ჩერგოლეიშვილის მეუღლე ბატონი გიგა ბოკერიაცაა. როცა ქალბატონი თამარი EჩONOMIშთ -ს ციტირებს, ივანიშვილს `არათანმიმდევრული და ექსცენტრული~ უწოდაო, გაიხსენოს საქართველოს ხელისუფლების მიერ დაქირავებული ლობისტური ორგანიზაციები, რომელთა ვალდებულებებში საერთაშორისო მედიაში საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი წერილების განთავსების ორგანიზებაც შედის. და, ჩემი დაკვირვებით, მათ შორის, ჟურნალი THE ECONOMIST-იც უნდა შედიოდეს.
- ქალბატონი ჩერგოლეიშვილი საკმაოდ გულახდილად აჟღერებს ხელისუფლების ტაქტიკას, რომლითაც ივანიშვილს უნდა შეეზღუდოს სამოქმედოა არეალი და არ მიეცეს ფინანსური რესურსის გამოყენების საშუალება. რა მიზნით აკეჰთებს ნაციონალების ერთ-ერთი იდეოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი?
- ვფიქრობ, ეს პრიმიტიული ფანდია, ფსიქოლოგიური ზეწოლის ფორმაა, გარკვეული გაფრთხილებაა, ამავე დროს, მათი დაბნეულობის გამოხატულებაც. ნაციონალ-ლიბერალებმა კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოწრთობილი ხასიათის მრავალნაცადი მოღვაწეა და ასეთი მარტივი ფანდებით მას ვერ გამოიყვანენ წონასწორობიდან. მისი ემოციურობა ადამიანურობის ნიშანია და არა სისუსტის. არ მგონია, ფინანსური რესურსების შეზღუდვამ ხელი შეუშალოს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვებაში და ეს თავადაც კარგად უწყიან. ივანიშვილის ოპონენტებისთვის ყველაზე სამწუხარო ისა, რომ რაც უფრო მეტად შეზღუდავენ მას, არ მისცემენ თავისუფალი მოქმედების საშუალებას, მით უფრო სწრაფად გაიზრდება ივანიშვილის მომხრეების რიცხვი. ასეთი ვითარება კი თავად ნაციონალებმა შექმნეს თავიანთი საქმიანობით ბოლო შვიდი-რვა წლის განმავლობაში. `ნაციონალური მოძრაობა~ ხშირად დაღლილ და დაქსასულ ძალას ჰგავს, კრიზისულ სიტუაციაში იკვრება და ორკესტრივით მოქმედებას იწყებს~, - ბრძანებს ქალბატონი ჩერგოლეიშვილი. იქნებ მანვე გაგვახსენოს, რომელ კრიზისულ სიტუაციაში შეიკრა ეს ძალა, ეს პარტიულ-სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, სადაც არ არსებობს შიდაპარტიული დემოკრატია და ელემენტარული პარტიული პროცედურები. 2007 წელს, როცა სერიოზული დისკრედიტაცია განიცადა, თუ 2008 წელს, როცა რუსეთთან ომის შედეგად კიდევ უფრო მეტი ტერიტორიები აღმოჩნდა ოკუპირებული, თუ ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი დაძლია, უმუშევრობა აღმოფხვრა ან შეამცირა, თუ სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის 2/3-ს შეეშველა?
ისიც რომ არ გავითვალისწინოთ, რამდენი და რა მასშტაბის დახმარება აქვს ბიძინა ივანიშვილს ნაციონალებისთვის გაწეული მათი ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში, როცა ისინი ბატონ ბიძინას ქვეყნისთვის ეიმედებოდა, მაინც ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილის მოსვლა პოლიტიკაში ნაციონალების დამსახურება და მათი საქმიანობის შედეგია. მათივე დამსახურება იქნება ბიძინა ივანიშვილის მოსვლაც ხელისუფლებაში, თუ პროცესები ქვეყანაში ლოგიკურად და არაძალადობრივად განვითარდა. რაც შეეხება იმას, არის თუ არა ივანიშვილი მესია, ამის პასუხი ქალბატონ ჩერგოლეიშვილს შეუძლია ნაჰხოს მის ინტერვიუში ნინო ჟიჟილაშვილთან, სადაც ის სთხოვს საზოგადოებას არ შეხედონ, როგორც განსაკუთრებულ ადამიანს, როგორც სასწაულმოქმედს. რაც შეეხება რეპლიკას ივანიშვილის მიერ გაცოცხლებულ პოლიტიკურ გვამებზე, ქალბატონ ჩერგოლეიშვილს ვურჩევდი დღევანდელი ხელისუფლების რიგებში რამდენიმე ცოცხალი და მოქმედი პოლიტიკოსი მაინც ეპოვა და დაესახელებინა.

ესაუბრა
ნოდარ ჭიჭინაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48