9 აპრილს მოსალოდნელია სერიოზული პროვოკაცია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : 9 აპრილს მოსალოდნელია სერიოზული პროვოკაცია
ნანახია: 670

შალვა ნათელაშვილი 301-ე არაგველის ნაცვლად კიდევ ერთხელ ოპოზიციის გახლეჩის ინიციატორის როლში მოგვევლინა

ლევან მზიანიშვილი

სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ფილმის გადაღებას აპირებს. სცენარს ოსი ჟურნალისტი ფატიმა სალკაზანოვა მოამზადებს. ფილმში მოვლენები ცხინვალში განვითარდება და ოსურ-რუსული ინტერპრეტაციები დაედება საფუძვლად. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ქართულ ოფიციოზს არც უარყვია და არც დაუდასტურებია.

სომხეთის სახალხო პარტიის თავმჯდომარე ტიგრან კარაპეტიანი ამბობს: "თუ საქართველოს მთავრობა არ დაანებებს თავს სომეხი აქტივისტებისა და ორგანიზაციების დევნას (თურმე ვდევნით – ავტ.), მაშინ საქართველო დაკარგავს ჯავახეთს და ჩვენ გვექნება გასასვლელი გაზზე". არშაკ არგუტიანი, ალიანს "ხეთანის" თავმჯდომარე კი წერს: "საქართველოს მთავრობა აიძულებს სომხებს საპასუხო ნაბიჯები გადადგან. ეტყობა, აფხაზეთი და ოსეთი არ არის თბილისისთვის გაკვეთილი. დაავიწყდა თბილისს, რომ ღმერთი სამობითაა? საქართველოს საბოლოოდ უნდა მიეჩინოს სათანადო ადგილი ისტორიაში".

ამ ყოველივეს პასუხი სჭირდება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან. არა ვითარების დაძაბვა, ისტერია, აურზაური, არამედ პასუხები, მოზომილი და გაწონასწორებული, ამავე დროს, ეფექტური და შედეგიანი.

ამ დროს არ არსებობს დიალოგი რუსეთთან, ხოლო სომხეთთან ურთიერთობის დაბალანსებას ხელისუფლება მაღალჩინოსნების ერევანში ვიზიტების ინტენსიფიკაციით ალღობს(?). ერთმანეთის მიყოლებით ჩავიდნენ სომხეთში საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ბაქრაძე. ვაშაძე სომეხთა გენოციდის მემორიალსაც ეწვია და იგი გვირგვინით შეამკო, რაც საქართველოს მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია, რასაც თავისთავად ექნება ახალი აქცენტები როგორც სომხეთთან, ისე თურქეთთან ურთიერთობებში. და ეს სხვა განსჯის საგანია.

მაგრამ განა დიპლომატიური აქტივობა საკმარისია საქართველოს წინაშე ჩრდილოეთიდან თუ აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან თუ საიდანაც გინდა მომავალი საფრთხეების გასანეიტრალებლად. გაითვალისწინეთ, რომ ჯერ მზადდება საზოგადოებრივი აზრი, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბით და მერე ხდება ტრაგედიები.

რა უნდა მოხდეს ასეთ დროს? როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები?

უნდა მოხდეს ის, რომ პოლიტიკური პროცესი წარიმართოს ნორმალურად, ლოგიკურად, არა ყალბი ერთიანობის და ერთაზრიანობის ლოზუნგით, არამედ ცივილიზებული დიალოგის, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების პირობებში, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების, მედიის, მათ შორის ელექტრონულის ნამდვილი თავისუფლების, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლების ვითარებაში.

სხვა შემთხვევაში პოლიტიკური პროცესები უმართავი გახდება, ხოლო მტერ-მოყვარე პასუხგაუცემელი, ეროვნული ინტერესები დაუცავი.

მოსალოდნელი პროვოკაცია

ოპოზიცია ძირითადად 5 დაჯგუფებად გაიყო. ერთმანეთს გუშინდელი მოკავშირეები დიდი ხალისით აკრიტიკებენ. ზოგჯერ ლანძღავენ კიდეც. განსაკუთრებული თავგამოდებით ლეიბორისტები გამოირჩევიან, მათ არც სხვები ჩამორჩებიან. ხელისუფლებას, რომელიც მოსალოდნელი აქციების მიმართ ისევ ახლომხედველობა დაემართა, ოპოზიციის დათიშვა და კინკლაობა უხარია, მან თავის მოკავშირე, ეგრეთ წოდებულ, კონსტრუქციულ ოპოზიციასთან ერთად შეუვალი პოზიცია დაიკავა და, თავისი აზრით, წყალგაუვალი არგუმენტები წამოაყენა, რომელთა თანახმადაც, აქციების ორგანიზება ლამის სახელმწიფო ღალატის რანგშია აყვანილი. ეს არგუმენტებია:

რისეთთან ფაქტობრივად ომისმდგომარეობაში ყოფნა და მასთან კონფლიქტის განახლების შესაძლებლობა;

და

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგების დასაძლევად სრული ერთიანობისა და სიმშვიდის შენარჩუნების აუცილებლობა.

თუ ამ გარემოებებს დავუმატებთ ოფიციოზის მიერ ფართოდ რეკლამირებულ მოსკოვის მისწრაფებებს – ქართული ოპოზიციის ხელით შეცვალოს სააკაშვილის ხელისუფლება, თითქოს წრე იკვრება და ოპოზიციას სხვა აღარაფერი დარჩენია, თუ არა დაშოშმინდეს და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დასასრულს, ერთი მხრიც, ხოლო, მეორეს მხრივ, რუსეთის დაშლას დაელოდოს, მოქალაქეები კი სახლებში დასხდნენ და უკეთესი ცხოვრების მოლოდინში 5-ლარიანი დაზღვევისა და პენსიების იმედად გაიტრუნონ.

საერთოდ არ უნდა იცნობდე ქართველის ბუნებას, ეს რომ წარმოიდგინო და დაიჯერო. სამართლიანობის წყურვილი ისე ძლიერია ხალხში, რომ სამშობლოს განცდას არა, მაგრამ სხვა ყველაფერს გადაუვლის და გადაღელავს. ამიტომ, ცხადზე უცხადესია, რომ აქციები იქნება. შესაძლოა საკმაოდ მრავალრიცხოვანიც. როცა ჩვენი ხელისუფლება და ოპოზიცია უცნაური სიურპლიასის მდგომარეობაში გარინდულან, სატანას არ სძინავს.

ოპოზიციის დათიშვით საქართველოს მტრები ისარგებლებენ. ვინ, როგორ, საიდან უცნობია. ხალხი მოვლენათა განვითარების მრავალ ვარიანტზე საუბრობს. მათ შორის ყველაზე სახიფათოა ის ვერსია, რომლის თანახმადაც ოპოზიციის ერთი ნაწილი შეეცდება აქციის მსვლელობისას ვითარების დაძაბვას, დამუხტვას და მოუწოდებს მომიტინგეებს პარლამენტში და სხვა სამთავრობო დაწესებულებებში შეჭრისაკენ. ეს იქნება საბაბი, რაც საშუალებას მისცემს ხელისუფლებას მომიტინგეების წინააღმდეგ ძალოვანი უწყებები გამოიყვანოს და საჭიროების შემთხვევაში არაადეკვატური ძალაც კი გამოიყენოს.

მოვლენათა ასეთი განვითარება სულაც არ ჰგავს ხალხის ფანტაზიის ნაყოფს და გამორიცხული სულაც არ არის. მით უმეტეს, რომ ერთი შეხედვით იგი ხელსაყრელია როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციის ნაწილისთვის. რაც ორივე მხარისთვის მისაღებია, ის იოლად შეიძლება განხორციელდეს.

შალვა ნათელაშვილი კიდევ ერთხელ ხლეჩს ოპოზიციას

პროვოკაციები და ექსცესები, რაც ხელისუფლებასაც არ უნდა აძლევდეს ხელს და ოპოზიციასაც, გამოირიცხება თუ აქციებს ეყოლება ერთი ან რამდენიმე ლიდერი. აქციებამდე შეთანხმებული ან აქციის პირველივე დღეს გამოკვეთილი. ამ შესაძლებლობას გამორიცხავს დაჯგუფებებად ოპოზიციის დაშლა და პრეზიდენტობის კანდიდატების აღლუმი ამ უთვალავ კანდიდატს, ისე როგორც ხელისუფლების ლიდერებს, ავიწყდებათ, რომ ხელისუფლების წყარო ხალხია. ასე თუ ისე, საბოლოო ჯამში, ხალხი წყვეტს დარჩება თუU არა მიხეილ სააკაშვილი და თუ წავა, ვინ იქნება მის შემდეგ. სხვათა შორის, ვაშინგტონისა და მოსკოვის გრანდიოზული ამბიციების მიუხედავად, საბოლოო სიტყვას მაინც ქართველი ხალხი, საქართველოს ხალხი იტყვის. სულ ამაოდ უმალავენ ხალხს სოციოლოგიური კვლევების შედეგებს, რეიტინგებს."არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს".

საპრეზიდენტო კანდიდატების აღლუმი არ შედგებოდა, რომ არა ქართველი ლეიბორისტების – შალვა ნათელაშვილის არაადეკვატური ამბიციები. მას ჰყავს თავისი მუდმივი ელექტორატი, გონიერი კაცი და ნაცადი პოლიტიკური მებრძოლია, მაგრამ ხალხის, ელექტორატის უმრავლესობა მას არ უჭერს მხარს და ამის გამო არც ხალხზე გაბრაზება შეიძლება და არც დანარჩენ პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან დაპირისპირება. არადა მან და მისმა პარტიამ ლამის 2-ჯერ გადალახა ბარიერი. ერთხელ პირველ ადგილზეც კი იყო რეალურად, 2003 წლის 2 ნოემბერს გაყალბებულ არჩევნებს ვგულისხმობ, რამდენჯერმე თბილისის საკრებულოც მოიგო. ვიქტორ მოსიძეც ლეიბორისტი იყო, საკრებულოს თავმჯდომარე, ლადო კახაძეც და ზაზა ბეგაშვილიც. მიხეილ სააკაშვილსაც მან დაუთმო საკრებულოს თავმჯდომარეობა. ბევრი ღალატობს, ბევრი გაექცა. თუმცა, იგი ნამდვილი 301-ე არაგველია თავდადებული კაცია ქვეყნისთვის, მაგრამ განა ეს აძლევს უფლებას, რომ რამდენჯერაც მოესურვება, იმდენჯერ გახლიჩოს ოპოზიცია. ავი ძაღლივით, არც მან რომ სჭამა პური და არც სხვა რომ აჭამა. მას რომ ცალკე არ დაეყენებინა 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურა, შესაძლოა, არც ბადრი პატარკაციშვილს გაეკეთებინა ეს. მაშინ კი სააკაშვილი-გაჩეჩილაძის უფრო საინტერესო პაექრობას ვიხილავდით ლეგიტიმური შედეგით.

ახლაც ისტორია მეორდება. ნათელაშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატების აღლუმი წამოიწყო. ოპოზიციის 9 აპრილის საპროტესტო აქციას გაემიჯნა და ვაშინგტონს გაფრინდა, სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრების გასამართავად. უკან დასახევი გზაც დაიტოვა, თუ საპროტესტო მუხლი დიდი იქნება, ჩვენ, ლეიბორისტები მიტინგს შევუერთდებითო. პარლამენტის წევრებიც არიან ლეიბორისტები, არ დადიან, მაგრამ ხელფასებს იღებენ. ესეც უცნაური ამბავია.
მე არ შემიძლია ვინმეს ცილი დავწამო, მაგრამ იქნებ ნათელაშვილის ასეთი არათანმიმდევრულობისგან ჩნდება ლეგენდები წინა (შევარდნაძის) და ახლანდელი (სააკაშვილის) ხელისუფლებებთან ლეიბორისტების ფარული ალიანსების შესახებ.

შალვა ნათელაშვილს და მის თანამოაზრეებს ამაზე დაფიქრება მართებთ.

შეიძლება თუ არა მომიტინგეთა მიერ გზის გადაკეტვა

უკვე მერამდენედ დაარბიეს მოძრაობა "7 ნოემბრის" წევრები. ისინი ისევ ცდილობდნენ რუსთაველის გამზირის გადაკეტვას. მათგან ყველაზე აქტიურებს ხელკეტები და წიხლები მოხვდათ. ერთი მათგანი – ცაგურია დააკავეს.

მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ მათ ამის თაობაზე გააფრთხილეს მერია და პოლიცია უკანონობას სჩადის. ამდენი ტელევიზია ეწევა ოფიციალურ პროპაგანდას და ვინმე არ აღმოჩნდა ხელისუფლებაში, რომ განმარტოს, შეიძლება თუ არა გზის (ან გამზირის, ქუჩის) გადაკეტვა? თუ შეიძლება, რა შემთხვევაში და თუ არ შეიძლება, რატომ.

აი, რატომ ვერ უგებენ ვერასდროს ერთმანეთს ხელისუფლება, ოპოზიცია და ხალხი.

დღემდე არავის უთქვამს, ვინ იყო მართალი და ვინ მტყუანი 7 ნოემბერს, რატომ ურტყეს ხელკეტები ადამიანებს, რომლებიც სპეცრაზმების გამოჩენისთანავე დაიშალნენ და გასწიეს მშვიდობიანად სახლებისკენ, არავის უთქვამს 7-ში, რიყეზე, რატომ ჩაკეტეს ყველა გასასვლელი და დაიწყეს გაქცეული ხალხის რბევა. არ უთქვამთ შეიძლებოდა თუ არა რეზინის ტყვიების გამოყენება მომიტინგეთა წინააღმდეგ და, რაც მთავარია, ვინ გაუკეთა მობილიზება სამოქალაქო პირებს ჯინსებსა და მწვანე ლაბადებში, რითაც ხალხის ერთი ნაწილი დაუპირისპირა მეორეს და არა პოლიცია ან სპეცრაზმი - მომიტინგეებს.

ამ კითხვებზე პასუხის გაცემამდე საუბარი ერთიანობაზე, კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე და კრემლის აჩრდილებზე, უბრალოდ, სასაცილოა. როცა ყველაფერს შეფასება მიეცემა და სახელი დაერქმევა, ხელისუფლებასთან დიალოგიც ნაყოფიერი და შედეგიანი გახდება.

ასე რომ, ვინაც ჯერ არს, გვიპასუხოს სამართლიანად არბევენ თუ არა მთავრობის სახელთან მომიტინგე და გამზირის გადაკეტვის მოსურნე ადამიანებს აქვთ მათ ამის უფლება თუ არა.





იყიდეთ, თუ რამის ყიდვას აპირებთ, ახლა და არ დაუჯეროთ ნოდარ ჯავახიშვილს

ბატონი ნოდარი კვალიფიციური ეკონომისტი და ბანკირია. პირველად ვამბობ და ვწერ – ხალხო, არ დაუჯეროთ, მეთქი. მან ბრძანა ერთ-ერთ გაზეთში - "მალე ყველაფერი კიდევ უფრო გაიაფდება და თუ რაიმეს ყიდვას აპირებთ, მოიცადეთო". გაიაფდება, ალბათ. გარკვეულ დრომდე და გარკვეულ ზღვრამდე. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა კრიზისი ადრე თუ გვიან მთავრდება და იწყება ჯერ გამოცოცხლება, ხოლო შემდეგ ეკონომიკის აღმავლობა. შესაბამისად, ფასებიც ზევით იწევს უძრავ ქონებასა და მომსახურებაზე.

თუმცა, ეს როდია მთავარი. მთავარი, რის გამოც მე არ ვეთანხმები ნოდარ ჯავახიშვილს ისაა, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისგან ეროვნული ეკონომიკის, სამუშაო ადგილების და შეჭირვებულთა დაცვის ერთ-ერთი გზაა სახელმწიფოს მიერ ფინანსური დახმარება ბიზნეს-სტრუქტურებისადმი, ინფრასტრუქტურის გამართვის სამუშაოების დაფინანსება, შიდა ბაზრის რეგულირება. ასეთ დროს, ჩვენი დევიზი უნდა იყოს – დახარჯული ფული, იყიდეთ და გაყიდეთ, არ გააჩეროთ წარმოება, იცხოვრეთ ისე, როგორც კრიზისამდე, ოღონდ, რა თქმა უნდა, ხარჯეთ ფული ყაირათიანად, შემოიჭირეთ ქამრები, ოღონდ წელსაც ნუ მოიწყვეტთ და ნუ შეინახავთ ფულს მუთაქებში, ნუ მიეძალებით დოლარს და ევროს, ნუ დაიწყებთ მათ ტოტალურ შესყიდვას, ნურც ოქროზე გაიგიჟებთ თავს. ზომიერად, ოღონდ ხარჯეთ ფული.

მაშინ თვით ისეთი მსოფლიო ეკონომიკაში ნაკლებად ინტეგრირებული ეკონომიკაც გადარჩება, როგორიც ჩვენ გვაქვს და საინვესტიციო ნაკადების შემოდინების შემცირებასაც იოლად გადავიტანთ.

ასე რომ, იყიდეთ, თუ რაიმეს ყიდვას აპირებთ. ხვალ ის ნივთი, სამკაული თუ მიწა გაცილებით ძვირი ეღირება.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48