lusero плоский животик
მანიაკს ჩვენ არაფერს ვთხოვთმანიაკი, როგორც პრეზიდენტმა რუსეთის მთავარი სანიტარი ონიშჩენკო მოიხსენია, ბუნებრივია, რუსულ ბაზარზე არც ქართულ ღვინოს დაუშვებს, არც მინერალურ წყლებს და არც კომპანია ”სარაჯიშვილის” პროდუქციას. ამით საქართველო შეგნებულად ამბობს უარს რუსულ ბაზარზე და ამით პასუხობს ემბარგოს პასუხობს. ჯოხი პირდაპირ ეთერში მოხსნილ ”სამტრესტის” შეფ მანაგაძეზე გადატყდა.
გლეხები ჰიბრიდული სიმინდის თესლის ფულს აღარ გადაიხდიანმთავრობამ პროექტის ჩავარდნა, ფაქტობრივად, აღიარა. ყოველგვარი წინასწარი შეფასებებისა და სამუშაოების შესრულების გარეშე, ნიკიტა ხრუშჩოვივით `მინდვრის დედოფალზე~ შერყევამ შედეგი არ გამოიღო. იმ გლეხებისა და ფერმერების უმეტესობა, ვინც ჰიბრიდული სიმინდი დათესა, კითხვაზე: `როგორი პირი უჩანს მინდვრის დედოფლის მოსავალს~, მთელი ზაფხული თავს ჩაქინდრავდა ხოლმე~
მთავრობა ბიზნესს 45-60 წლის პირების დასაქმების შემთხვევაში საგადასახადო შეღავათებს ჰპირდებასაშემოსავლო გადასახადის თემის ანგაჟირება იაფფასიანი მანიპულაციაა ექსპერტების შეფასებით. ჩვენს გაჩანაგებულ ბიზნესს, დიდსაც და მცირესაც, რამდენიმე კაცის დამატებით დასაქმება არ შეუძლია. არ არსებობს ადეკვატური საკომპენსაციო შეღავათები. ამიტომ, მოცემული ინიციატივა ბიზნესის მორიგ წინასაარჩევნო დარბევად აღიქმება.
იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება აეკრძალებათაღნიშნული იურიდიული ნოვაცია, ცხადია, ბიძინა ივანიშვილის მომავალი პარტიის წინააღმდეგ არის მიმართული. წინა არჩევნებში იურიდიული პირების 90% მმართველ პარტიას აფინანსებდა, 10-მდე % კი მთავრობისგან ნებადართულად `ჩვენიან~ პარტიებს. საქართველოში დღემდა არ მოიძებნებიან არც იურიდიული და არც ფიზიკური პირები, რომლებიც 1000-2000 ლარს ლეგალურად ჩარიცხავენ რომელიმე ოპოზიციური პარტიის ანგარიშზე.
”სამტრესტის” ხელმძღვანელის ადგილზე გამოცხადებულ კონკურსში ზაზა ბეგაშვილი გაიმარჯვებსბატონი მანაგაძე დაისაჯა, რადგან რუსეთის ბაზარი ევროპულით ვერ ჩაანაცვლა. არადა, რატომღაც, ევროპელებს ფრანგული, იტალიური და ესპანური ღვინოების ნაცვლად მათთვის უცნობი ქართული ღვინის სმა რომ დაეწყოთ?! თუმცა, არის ხსნის და გადარჩენის შანსი - ეს ჩვენი ელჩია ჩინეთში - ზაზა ბეგაშვილი. ის ხომ პეკინში მიავლინეს, რათა ეიძულებინა ყოველი ჩინელი თვეში ერთი ბოთლი ქართული ღვინო მაინც დაელია და ჭამასთან ერთად სმაც დაეწყო. ასე რომ მოხდეს, სად უნდა ვიშოვოთ ამდენი ღვინო? ასე რომ, `სამტრესტის~ ხელმძღვანელად ზაზა ბეგაშვილის გამოხმობა მაინც გრანდიოზული იდეაა.
ზურაბ კუკულაძე