„სარაჯიშვილმა" „როსპოტრებნადზორს" რუსეთის ბაზარზე დაბრუნების განაცხადით მიმართა

ქართული კონიაკის მწარმოებელმა კომპანიამ „სარაჯიშვილი" რუსეთის ფედერაციის მომხმარებელთა უფლებების ზედამხედველობის სამსახურს („როსპოტრებნადზორი") რუსეთის ბაზარზე დაბრუნების განაცხადით მიმართა.
ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ელგუჯა ბუბუტეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „სარაჯიშვილმა" „როსპოტრებნადზორს" ჯერ 2006 წელს მიმართა და განმეორებითი მოთხოვნა წელს გააგზავნა.
სწორედ ამ მიმართვის გამოძახილია რუსეთის მთავარი სანიტარის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც საინფორმაციო პორტალზე interfax.ru გამოქვეყნდა.
ონიშენკო განმარტავს, რომ ქართული კონიაკი მალე რუსეთის ბაზარზე დაბრუნდება. „როსპოტრებნადზორს" უკვე შეუძლია „მწვანე შუქი" აუნთოს რუსეთში „სარაჯიშვილის" მიერ წარმოებული კონიაკის დაბრუნებას. იგი ერთ-ერთი კომპანიაა, რომელმაც ოფიციალურად „როსპოტრებნადზორს" მიმართა და "სარაჯიშვილი" მზადაა საკუთარი კონიაკები რუსეთის ბაზარზე შეიტანოს," - განმარტავს ონიშენკო.
მისივე თქმით, კომპანია ყველა მოთხოვნის დაცვით, კომისიის მიერ წარმოების პროცესის შემოწმების შედეგად და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რუსეთის ბაზარზე მისი პროდუქციის დაშვებას ითხოვს. თუმცა ონიშენკო ეჭვობს, რომ ინსპექციის „სარაჯიშვილის" საწარმოში ვიზიტს შესაძლოა ხელი საქართველოს მთავრობამ შეუშალის.
ონიშენკო ასევე ვარაუდობს, რომ ქართული ღვინისა და მინერალური წყლის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება 2011 წლის ბოლომდე არის შესაძლებელი.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ონიშენკო უკვე არაერთხელ აცხადებს, რომ „როსპოტრებნადზორი" მზადაა შესაბამისი დოკუმენტაციისა და სამსახურის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართული მინერალური წყლები და ღვინო რუსეთის ბაზარზე დაუშვას. „ბორჯომის" მწარმოებელმა კომპანიამ IDS Borjomi International რუსეთის ბაზარზე დაბრუნების მზადყოფნა ჯერ კიდევ სექტემბრის პირველ ნახევარში გამოთქვა. როგორც ცოტა ხნის წინათ „წყალი მარგებელის" დამფუძნებელმა მიხეილ სვიმონიშვილმა განაცხადა, კომპანია რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურთან პროდუქციის რუსეთის ბაზარზე შეტანასთან დაკავშირებით ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.
препараты для похудения отзывыრუსეთმა ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალს ემბარგო 2006 წელს დაადო, მიზეზად კი პროდუქციის დაბალი ხარისხი დაასახელა.
„სარაჯიშვილის" ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2011 წლის პირველ ნახევარში კომპანიამ 7,999 მლნ დალი კონიაკი აწარმოა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,1 მლნ დალით ნაკლებია. გარდა ამისა, კომპანიამ 26 მლნ დალი არაყი და სხვა სპირტიანი სასმელი გამოუშვა, რაც 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12 მლნ დალით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდში, კომპანიას რეალიზაციის მაჩვენებელი 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,08 მლნ ლარიდან 4,947 მლნ ლარამდე შეუმცირდა. შემცირებულია მოგებაც 1,348 მლნ ლარიდან 448 ათას ლარამდე. ანგარიშში მითითებულია, რომ 2006 წლის მარტში რუსეთის მიერ გამოცხადებული ემბარგოს შედეგად, კომპანიამ დიდი ზარალი მიიღო და რუსეთის ბაზარზე წარმოებული პროდუქციის 85%-ის რეალიზაციას ახდენდა.