ფონდი "იავნანა" 5 წლისაა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ფონდი "იავნანა" 5 წლისაა
ნანახია: 1746

"ერთად გადავარჩინოთ მომავალი" - მსოფლიოში აღიარებულმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ 2004 წელს ასეთი მოწოდებით დააარსა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "იავნანა." ფონდი პირველივე დღიდან ბავშვების საიმედო თავშესაფარი გახდა. ფონდის ეგიდით არაერთი საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართა როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.
პაატა ბურჭულაძის წინადადებას, საქველმოქმედო გალა-კონცერტში მონაწილების მიღების შესახებ, მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები პირველივე შეთავაზებაზე დათანხმდნენ. მიღებული შემოსავალი მზრუნველობამოკლებულ პატარებს სრულად ხმარდება.
ასეთი აქციები საქართველოშიც და საქართველოს ფარგლებს გარეთაც 2004 წლიდან ტარდება. კერძოდ, გერმანიის ქალაქ ბერლინში 2005 წელს გაიმართა საქველმოქმედო აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მომღერალმა ქეთი მელუამ და დიზაინერმა თამარ ინგოროყვამ. ამავე წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სხვადასხვა დროს საღამოები გამართეს სოფიკო ჭიაურელმა და ვახტანგ კიკაბიძემ, შემოსული თანხა მთლიანად გაჭირვებული ოჯახების დაბინავებას მოხმარდა. ასევე გივი ჟვანიას სახელობის პედეატრიული კლინიკის ჩვილბავშვთა რეანიმაციას მართვითი სუნთქვის აპარატი გადაეცა, რომლითაც ერთდროულად რამდენიმე ბავშვს მიეწოდება ჟანგბადი.
2006 წლის 3 მარტს "იავნანას" და ტელეკომპანია "მზის" ორგანიზებით დედის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. საღამოში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა დედა-შვილებმა. ტელემაყურებელთა ზარებით შემოსულმა თანხამ 10 000 ლარს მიაღწია. ბავშვთა სახლიდან ამ თანხით 5 ბავშვი დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს და დედას.
2006 წელს გაიმართა სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის კონცერტიც, რომელიც ასევე პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. შემოსული თანხით 6 ბავშვი დაბრუნდა შინ.
ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ამ წლების განმავლობაში ფონდმა გააკეთა. ასეთი აქციები სისტემატიურად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებშიც იმართება.
ამა წლის 3 მარტს "იავნანამ" 5 წლის იუბილე გადაიხადა. ფონდმა დაბადების დღე დიდი საქველმოქმედო კონცერტითა და ტელემარათონით აღნიშნა.
აქცია-კონცერტს, რომელიც ოთხი საათი და მეტი გაგრძელდა, პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია "რუსთავი 2" გადასცემდა. კონცერტის მიზანი ამჯერადაც მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვთა სახლის აღსაზრდელების საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა იყო, რომლებიც დედის დღეს სიმბოლურად მშობლებს დაუბრუნეს. აქციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოქმედმა მობილურმა კომპანიებმა, მათ თავიანთ აბონენტებს საერთო ნომერი შესთავაზეს, რომელზეც დარეკვისას "იავნანას" ანგარიშზე 1 ლარი ირიცხებოდა.
კონცერტზე მრავალი მუსიკალური და პოეტური ნომერი შესრულდა. მასში მონაწილეობა მიიღეს ამერიკელმა სოპრანომ მიშელ კრაიდრმა, პაატა ბურჭულაძემ, ვახტანგ კიკაბიძემ, მედეა ჩახავამ, კახი კავსაძემ, გურამ საღარაძემ, გივი ბერიკაშვილმა, ნანი ბრეგვაძემ, ნატო მეტონიძემ, ანსამბლმა "ქართულმა ხმებმა" და სხვა ცნობილმა ხელოვანებმა. საღამო ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში მიმდინარეობდა.
კონცერტის მსვლელობისას ზარებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ინტერნეტ გადმორიცხვებით და სხვადასხვა შემოწირულობებით დაახლოებით 200.000 ლარი შემოვიდა, რითაც 3 მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელი ბინის გასაღები გადაეცა, ხოლო დანარჩენი თანხა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მოხმარდება.
ფონდ "იავნანას" ჰყავს სტიპენდიანტებიც. ის ნიჭიერ ახალგაზრდებს საზღვარგარეთ განათლების მიღებაში ეხმარაება.

თათია ჩაფიჩაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48